კლავიშებიანი საკრავი

(გადამისამართდა გვერდიდან კლავიშებიანი საკრავები)

კლავიშებიანი საკრავიმუსიკალური საკრავი, რომელიც იყენებს კლავიშებს და ბერკეტების სისტემას. ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას გამოიყენება პიანინო, როიალი და ორგანი, ხოლო თანამედროვე მუსიკაში – სინთეზატორები და ციფრული პიანინოები. აგრეთვე ცნობილია სხვა კლავიშებიანი საკრავები, მაგალითად მელოტრონი და ჩელესტა.

როიალი.
ბანდონეონი.

ტერმინი „კლავიშებიანი საკრავი“ ხშირად აღნიშნავს სინთეზატორებს. შემსრულებელს შეუძლია ჟღერადობის დინამიკის და სხვა ელემენტების მართვა, გამომდინარე საკრავის შესაძლებლობებიდან[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kelzenberg, David. What are Historical Keyboard Instruments?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2012-10-25.