The King of Limbs
The King of Limbs — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2011 წლის 19 თებერვალს, ციფრული ვერსიის სახით, ხოლო 2011 წლის მაისში გამოვიდა მისი ე.წ. ’საგაზეთო’ ვარიანტი.[9] ალბომის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა გამოსვლამდე 5 დღით ადრე, 2011 წლის თებერვალს. ალბომის სათაუაირო სავარაუდოდ მომდინარეობს უილტშირის საგრაფოში მდებარე სეივერნეიკის ტყეში არსებული მუხისგან (რომელიც დაახლოებით 1000 წლის არის).[10] იგივე საგრაფოში მდებარეობს ჯგუფის სტუდია, სადაც ჩაწერილი იქნა წინა ალბომი In Rainbows.
The King of Limbs | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 18 თებერვალი 2011(ჩამოტვირთვა) | |||
ჩაიწერა | 2009–2011 | |||
ჟანრი |
ელექტრონული მუსიკა ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 37:24 | |||
ლეიბლი | გამოცემულია საკუთარი ხარჯებით | |||
პროდიუსერი | ნაიჯელ გოდრიჩი | |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The King of Limbs | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
The A.V. Club | (B+)[1] |
BBC | (დადებითი)[2] |
Consequence of Sound | [3] |
Entertainment Weekly | (7.5/10)[4] |
One Thirty BPM | (88%)[5] |
Popmatters | [6] |
Slant Magazine | [7] |
Sputnikmusic | [8] |
ალბომის „საგაზეთო გამოცემა“ წარმოადგენს ორ 10 დიუმიან გრამფირფიტას, რომელიც შეფუთული იქნა სპეციალურ კონვერტში, ნახატების დიდი რაოდენოთ, 625 პატარა ნაწილით, კომპაქტ-დისკით და პლასტიკური შეფუთვის ფერადი ნაწილით.[11] ალბომი გამოვიდა ლეიბლებზე XL (გაერთიანებული სამეფო), TBD (აშშ) და Hostess Entertainment (იაპონია).[12]
შექმნა
რედაქტირება2010 წლის სექტემბერში ჯგუფის წევრმა ფილ სელუეიმ დაადასტურა, რომ ახალი ალბომი უკვე იწერებოდა დაახლოებით ერთი წლის მანძილზე. მსი თქმით, ჩაწერა არ მიმდინარეობდა ისე, როგორც დისკის In Rainbows შემთხვევაში. მან აღნიშნა: არ ვიცი, რა გამოვა, მაგრამ In Rainbows ძირითადად ჩვენი ცოცხალი გამოსვლებიდან წარმოიშვა და ამით განსხვავებული იყო.[13]
დღეისათვის The King of Limbs, რვა სიმღერით და ხანგრძლივობის თითქმის 38 წუთით, წარმოადგენს ჯგუფის ყველაზე მოკლე ალბომს. 2009 წელს, ჯგუფის მომავალ გამოსვლებზე საუბრისას, თომ იორკი ამბობდა: ხანგრძლივი ალბომის ჩაწერის სურვილი აღარ გვაქვს. In Rainbows-ის შემთხვევაში ამან იმუშავა, ვინაიდან ნადვილად ვიცოდით, რა მიმართულება გვქონდა აღებული. მაგრამ ყველამ ვთქვით, რომ იგივეს აღარ გავიმეორებთ. ეს მოგვკლავს.[14]
გარეკანი
რედაქტირებაალბომის გამოცემამდე ერთი დღით ადრე, მხატვარმა სტენლი დონვუდმა ისაუბრა მისი გაფორმების შესახებ და ახსენა, რომ იგი შეიქმნა ჩრდილო ევროპული ჯადოსნური ზღაპრების და მათი ტყეებთან ასოციაციის გავლენით. საუბარი ბუნებრივ ფორმებზეა. რაც მომისმენია ჩრდილოეთ ევროპულ წარმოდგენებზე - ყველაფერი მომდინარეობდა ჯადოსნური ზღაპრებისა და მითური არსებებისგან. ყველა ტყესთან არის დაკავშირებული - წითელქუდა, მძინარე მზეთუნახავი, ჰენზელი და გრეტელი [...] მე და ტომი [იორკი] ვმუშაობდით ამ უცნაური, მრავალთათიანი არსებების კონცეფიცაზე, არაკეთილმოსურნეებსა თუ კეთილმოსურნეებზე - ყველა უბრალოდ იქ ცხოვრობს და ტყის სულის ნაწილია. ამ ნამუშევარში ეს თემებია ასახული.[15]
მომავალ, ’საგაზეთო’ გამოცემაზე, დონვუდმა თქვა, რომ In Rainbows იყო ყავის მაგიდის წიგნივით. ძალიან მძიმე იყო. ამიტომ ამჯერად განსხვავებული რამ მსურდა. გაზეთში მომწონს მისი ეფემერული მდგომარეობა. მიყვარს, რომ ქაღალდი ყვითლდება, როდესაც მზეზე დატოვებ. მსურდა, რომ ამჯერად ალბომი საკვირაო გაზეთის მსგავსი ყოფილიყო - გახსნი და ეს ყველაფერი გამაღიზიანებლად გადმოიყრება.
პრომოკამპანია
რედაქტირება18 თებერვალს Radiohead-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა სიმღერის Lotus Flower მუსიკალური ვიდეო[16]. ამას ახლდა განცხადება იმის შესახებ, რომ ალბომი ოფიციალურად გამოიცა [17]
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემის თარიღად 19 თებერვალი სახელდებოდა, დიდი მოთხოვნის გამო ჯგუფმა იგი ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.[18]
სიმღერების სია
რედაქტირება# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Bloom“ | 5:15 |
2. | „Morning Mr. Magpie“ | 4:41 |
3. | „Little By Little“ | 4:27 |
4. | „Feral“ | 3:13 |
5. | „Lotus Flower“ | 5:01 |
6. | „Codex“ | 4:47 |
7. | „Give up the Ghost“ | 4:50 |
8. | „Separator“ | 5:20 |
ჩარტები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The King of Limbs
- The Universal Sigh დაარქივებული 2011-10-27 საიტზე Wayback Machine.
- Radiohead-ის ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The A.V. Club review
- ↑ BBC review
- ↑ Consequences of Sound review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-23. ციტირების თარიღი: 2011-02-23.
- ↑ Entertainment Weekly review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-02. ციტირების თარიღი: 2011-02-23.
- ↑ One Thirty BPM review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-27. ციტირების თარიღი: 2011-02-23.
- ↑ Popmatters review
- ↑ Slant review
- ↑ Sputnikmusic review
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-12. ციტირების თარიღი: 2011-02-14.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-17. ციტირების თარიღი: 2011-02-14.
- ↑ Swash, Rosie (14 თებერვალი 2010). „Radiohead to release new album this Saturday“. The Guardian. ლონდონი: GMG. ISSN 0261-3077. OCLC 60623878. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი 2011.
- ↑ Comer, M. Tye (14 თებერვალი 2010). „Radiohead to Release New Album, 'King of Limbs,' on Feb. 19“. Billboard. Billboard. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი 2011.
- ↑ Radiohead going back to the studio to 'take stock' of new recorded material. დაარქივებული 2011-07-07 საიტზე Wayback Machine. Canadian Press, სექტემბერი 20, 2010.
- ↑ Thom Yorke: 'We Believe the People Find Music Extremely Valuable and We're Going to Prove It.' დაარქივებული 2010-12-06 საიტზე Wayback Machine. The Believer, ივლისი/აგვისტო 2009.
- ↑ Stanley Donwood: Work on Paper[მკვდარი ბმული]. Creative Review, თებერვალი 18, 2011.
- ↑ WATCH: New Radiohead 'Lotus Flower' Video. The Quietus (18 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2011.
- ↑ Radiohead release The King of Limbs. The Guardian (18 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2011.
- ↑ Radiohead Release New Album 'The King of Limbs' One Day Early. Rolling Stone (18 თებერვალი 2011). ციტირების თარიღი: 18 თებერვალი 2011.
- ↑ 19.00 19.01 19.02 19.03 19.04 19.05 19.06 19.07 19.08 19.09 19.10 19.11 19.12 19.13 19.14 Radiohead – The King Of Limbs – hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2011.
- ↑ Radiohead Album & Song Chart History. კანადის ალბომების ჩარტი for Radiohead. Nielsen Business Media. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2011.
- ↑ Chartverfolgung / Radiohead / Longplay გერმანული. Media Control Charts. PhonoNet GmbH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2011.
- ↑ Chart Track. ირლანდიის ალბომების ჩარტი. GfK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-12. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2011.
- ↑ 2011年04月第3週の邦楽アルバムランキング情報 ja. Oricon (13 აპრილი 2011). ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2011.
- ↑ spanishcharts.com – Eric Clapton – Clapton. 'PROMUSICAE'. Hung Medien. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2010.
- ↑ Jones, Alan. (3 April 2011) Adele claims album record but loses to Lopez in singles. Music Week. United Business Media. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
- ↑ Caulfield, Keith (13 April 2011). „Adele's '21' Hits 1 Million, Returns to No. 1 on Billboard 200“. Billboard. Los Angeles: Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 20 April 2011.