ალბომის გარეკანი
ალბომის გარეკანი — კომერციულად ან არაკომერციულად გამოცემული აუდიოჩანაწერის შეფუთვა. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც ჩვეულებრივი ვინილის ფირფიტის (სინგლის ან სრული ალბომის), ასევე კომპაქტ-დისკისა და სხვა მუსიკალური მატარებლების შეფუთვას.
ალბომის გარეკანის დანიშნულებაა:
- მუსიკალური პროდუქტის შინაარსის რეკლამა და იდენტიფიცირება
- ორიგინალური შემსრულებლის მხატვრული ხედვის წარმოჩენა
- ალბომის მუსიკალური შინაარსის ილუსტრირება
ამასთან, ალბომის გარეკანი გამოიყენება, როგორც მუსიკალური მატარებლის დამცავი საშუალება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: