ჩემი წიგნი
“ჩემი წიგნი” — მსოფლიოში ცნობილი შოუ Big Read-ის ქართული ანალოგი, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელმა-ის ეთერში პირველად 2014 წლის იანვარში გავიდა ეთერში. Big read-ის ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომლის გამარჯვებული 2003 წელს ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელი" გახდა.
ჩემი წიგნი | |
---|---|
ავტორი | საზოგადოებრივი მაუწყებელი |
ეფუძნება | The Big Read |
რეჟისორი | კახა ბუხრაშვილი |
წამყვანი | რატი ამაღლობელი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 20 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | თამარ მშვენიერაძე, მერი შეხაშვილი, თამარ თავაძე |
მონტაჟი | დავით პაპუნაშვილი, დავით მეფარიშვილი |
რედაქტორ(ებ)ი | ნიკა წერეთელი |
ხანგრძლივობა | 50 წუთი |
პირველად ეთერში | იანვარი, 2014 |
საიტი |
„ჩემი წიგნი“ BBC-ის პროექტია და მისი წამყვანი რატი ამაღლობელია.[1] გადაცემის პროდიუსერი, ქეთი კაპანაძე ამბობს, რომ "ჩემი წიგნი"-ს მთავარი მიზანი მკითხველისთვის წიგნის შეყვარება, წიგნის კლუბების შექმნა და გამომცემლობისთვის ხელშეწყობაა.
გადაცემაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ „პირველი არხის“ საიტზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ და საყვარელი წიგნების სამეული შეადგინონ. კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათას 500 აპლიკაციაა შევსებული. მაყურებელი სასურველ წიგნს თავად შეარჩევს. გადაცემაზე 6 ადამიანი მუშაობს. როგორც ქეთი კაპანაძე ამბობს, საერთო ჯამში 9 ადამიანი უნდა დასაქმდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციაზე პასუხსიმგებელი პირის მიერ 2014 6 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცემის საერთო ხარჯი 7 ათას 450 ლარია, საიდანაც უდიდესი ნაწილი (7 ათას 300 ლარი) თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურების გასაცემად იხარჯება. მაუწყებელს გადაცემის სტუდიის დასამზადებლად ფინანსური რესურსი არ დაუხარჯავს.
მაყურებლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიეს საყვარელი წიგნები, რომელთა რიცხი ჯერ 60 და შემდეგ თხუთმეტამდე შემცირდა. გამარჯვებული მომღერალი და არაპროფესიონალი მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" გახდა.
საუკეთესო 15 წიგნი
რედაქტირებაწიგნი | ავტორი | წელი |
---|---|---|
მშვიდი ცურვა | ირაკლი ჩარკვიანი | 2006 |
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი | მარკ ტვენი | 1884 |
განძის კუნძული | რობერტ ლუის სტივენსონი | 1883 |
სამი მუშკეტერი | ალექსანდრე დიუმა | 1844 |
იდიოტი | ფიოდორ დოსტოევსკი | 1869 |
99 ფრანკი | ფრედერიკ ბეგბედერი | 2000 |
შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი | ართურ კონან დოილი | 1892 |
დათა თუთაშხია | ჭაბუა ამირეჯიბი | 1975 |
თამაში ჭვავის ყანაში | ჯერომ სელინჯერი | 1951 |
ჯადოსნური მთა | თომას მანი | 1924 |
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა | ჯოან როულინგი | 1997 |
სამი მეგობარი | ერიხ მარია რემარკი | 1936 |
პატარა პრინცი | ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი | 1943 |
ჯაყოს ხიზნები | მიხეილ ჯავახიშვილი | 1924 |
სამოსელი პირველი | გურამ დოჩანაშვილი | 1975 |
დანარჩენი 45 წიგნი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-11.