ხულიო ფლორენსიო კორტასარი (ესპ. Julio Florencio Cortázar; დ. 26 აგვისტო, 1914, ბრიუსელი, ბელგია — გ. 12 თებერვალი, 1984, პარიზი, საფრანგეთი) — არგენტინელი მწერალი და მოაზროვნე. სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ხულიო კორტასარი
ესპ. Julio Cortázar
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1914(1914-08-26)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი ბრიუსელი[16]
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 1984(1984-02-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი 10th arrondissement of Paris[16]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
ფსევდონიმი Julio Denis
საქმიანობა მწერალი[14]
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა  არგენტინა
 საფრანგეთი
ალმა-მატერი Facultad de Filosofía y Letras de la Universidad de Buenos Aires
ჟანრი მაგიური რეალიზმი და პოეზია
Magnum opus კლასობანა
ჯილდოები მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის და honorary doctor of the University of Poitiers[17]
მეუღლე უგნე კარველისი, აურორა ბერნარდესი და კეროლ დანლოპი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს ბრიუსელში, სადაც მისი მშობლები მამის მივლინების დროს იმყოფებოდნენ. როგორც თავად აღნიშნავდა ეს იყო "ტურიზმისა და დიპლომატიის ნაყოფი"[18]. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და შექმნილი ვითარების გამო ოჯახი იძულებული გახდა 1918 წელს არგენტინაში დაბრუნებულიყო. მამამ ოჯახი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მალევე მიატოვა, ხულიომ ბავშვობა ბუენოს-აირესის მახლობელ ბამფილდში გაატარა. გაიზარდა ქალთა გარემოცვაში (დედასთან, დეიდასთან, ბებიასთან და მასზე ერთი წლით უმცროს დასთან ერთად), ამ გარემოებამ ძლიერი ზეგავლენა იქონია მისი მომავალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მან არაერთხელ გაიბრძოლა გაბატონებული მატრიარქატის წინააღმდეგ.

წერა 9 წლის ასაკში დაიწყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა მასწავლებელთა საშუალო სკოლაში გააგრძელა (Escuela Normal de Profesores Mariano Acosta). 1932 წელს მიიღო ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი. ბიოგრაფ მონტეს-ბრედლის თანახმად, მასწავლებლად მუშაობდა ბუენოს აირესის პროვინციის მინიმუმ ორ სკოლაში. 1935 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო მხოლოდ ორი წელი შეძლო სწავლა. თავდაპირველად ხულიო თავის ნაშრომებს "ხულიო დენისი"-ის ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1951 წელს, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახდა გასცლოდა ხუან პერონის მმართველობის ქვეშ მოქცეულ არგენტინას და პარიზში ეპოვა ნავსაყუდელი. საფრანგეთში იუნესკოს დამოუკიდებელ თარჯიმნად მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაეთმო დრო და ემოგზაურა. 1953 იქორწინა აურორა ბერნარდესზე და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. მნიშვნელოვანია მის მიერ შეტანილი წვლილი ამ სფეროში. ედგარ ალან პოს კორტასარისეული თარგმანი საუკეთესოდ არის მიჩნეული. მისი ყველაზე აღიარებული ნაშრომია "კლასობანა" ("Rayuela"), წიგნის წაკითხვა შეიძლება ავტორის მიერ შემოთავაზებული თავების ნუსხის ან თქვენი ნება-სურვილის მიხედვით.

სიცოცხლის ბოლომდე გატაცებული იყო კრივითა და მუსიკით, განსაკუთრებით ჯაზით. 1984 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

მოთხრობები

რედაქტირება

რიტუალები

რედაქტირება
  • დედის წერილები
  • მტირალი ლილიანა
  • დაბრუნების ტანგო
  • ეტაპის ბოლო
  • ცირცე
  • ჯიბეში ნაპოვნი ხელნაწერი
  • სიესტა ორისთვის
  • ბესტიარიუმი
  • ნასადილევს
  • სილვია
  • სინათლის ცვლილება
  • ავტობუსი
  • ბობისათვის
  • სამართლიანი საიმაყით
  • სევეროს ფაზები
  • მენადები
  • აქსოლოტლი
  • საუბარი მდინარის ფონზე
  • გულაღმა გატარებული ღამე
  • შეკრება წითელ წრესთან
  • კარგი მომსახურება
  • ციკლადების კერპი
  • თამაშის დასასრული
  • წერილი სენიორიტას პარიზში
  • ცხელი ქარები
  • კატების ორიენტაცია
  • ჩვენ ისე გვიყვარდს გლენდა
  • წერილი ბოთლში

თამაშები

რედაქტირება
  • ბაღების უწყვეტობა
  • ადგილი, სახელად კინდბერგი
  • მდინარე
  • მიგალას ამბები
  • ნაბიჯები კვალზე
  • აჭედილი კარი
  • შავი კნუტის კისერი
  • საწამლავი
  • თქვენ სულ მასთან იყავით
  • ხელის პერიოდი
  • ნურავის დაადანაშაულებთ
  • საუბარი მეგობრულ საღამოზე
  • ცეფალეა
  • მეგობრები
  • ყველა ცეცხლზე უცეცხლესი
  • მგზავრობა
  • ჩანაწერი უბის წიგნაკში
  • ზაფხული
  • მითითებები ჯონ ჰაუელისათვის
  • მეორე მოგზაურობა
  • სენიორიტა კორა
  • დროის მიღმა
  • კლონი
  • ყველაზე ღრმა ალერსი
  • ამბები, რომლებსაც საკუთარ თავს ვუყვები
  • ტორიტო
  • სამხრეთის გზატკეცილი
  • მამოძრავებელი ძალა
  • ჩანაწერები მოთხრობებისთვის

გასასვლელები

რედაქტირება
  • მიტაცებული სახლი
  • სხვა ზეცა
  • მებიუსის ლენტი
  • ნავი, ანუ კიდევ ერთი მოგზაურობა ვენეციაში
  • ყვითელი ყვავილი
  • შორეული
  • ბენდი
  • შეხვედრა
  • საიდუმლო იარაღი
  • კუნძული შუადღისას
  • ავადმყოფთა ჯანმრთელობა
  • მედლის მხარეები
  • ზეცის კარიბჭე
  • აქ, მაგრამ სად, როგორ
  • ეშმაკის დორბლი
  • მდევარი

აქ და ახლა

რედაქტირება
  • გრაფიტი
  • სოლენტინამეს აპოკალიფსი
  • ხელმეორედ
  • გაზეთის ნაგლეჯები
  • სატარსა
  • ვიღაც, ვინც აქვე დაძრწის
  • სკოლა ღამით
  • კოშმარები
  • მანტეკილიას საღამო

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 todotango.com
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 death certificate
  17. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1980. — P. 10436. — ISSN 0242-6773
  18. ამ ფაქტს უარყოფს მონტეს-ბრედლი მის ახალ ბიოფრაფიულ ნაშრომში "უწვერული კორტასარი" ("Cortázar sin barba"). მისი მტკიცებით ხულიოს მამა არ იყო არგენტინის დიპლომატიური მისიის წევრი და იგი ბელგიაში სავაჭრო მიზნებით იმყოფებოდა