განძის კუნძული (ინგლ. Treasure Island) — შოტლანდიელი მწერლის, რობერტ ლუის სტივენსონის პირველი და ყველაზე გავრცელებული რომანი, რომელიც 1883 წელს გამოიცა. წიგნი მოგვითხრობს ჯიმ ჰოკინზის უჩვეულო თავგადასავალს გემის ეკიპაჟთან ერთად განძის კუნძულისაკენ. ეს მოგზაურობა აღსავსეა ხიფათებითა და ღალატით.

„განძის კუნძული“
Treasure Island

ავტორი რობერტ ლუის სტივენსონი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი სათავგადასავლო
გამოცემის თარიღი 1883
მთარგმნელი ალექსანდრე გამყრელიძე

რომანი ქართულადაცაა ნათარგმნი და იგი ინგლისურიდან ალექსანდრე გამყრელიძემ თარგმნა.

სიუჟეტი რედაქტირება

წიგნი პირველ პირშია მოთხრობილი და მას თავად ჯიმ ჰოკინზი გვიყვება. იგი არის ბავშვი, რომლის მშობლებსაც აქვთ ფუნდუკი „ადმირალი ბენბოუ“ მათი ცხოვრება მშვიდად მიდის ფუნდუკში ყოფილი მეკობრის ბილ ბონსის გამოჩენამდე. მას ჰყავს უამრავი მევალეები და ისინი მუდმივად აკითხავენ მას, ის რომის მოყვარულია, სწორედ ეს ხდება საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი.

ექიმი ლივსი არის ადამიანი, რომელიც შეტევის დროს სიკვდილს გადაარჩენს ბილს, მაგრამ მას კვლავ არ აძლევენ მოსვენებას, ამიტომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდება და იგი მეორე შეტევას შეეწირება.

მის ნივთებში კუთვნილი ფულის ძიებისას, ჯიმი და მისი დედა აღმოაჩენენ რუკას, რომელზეც აღნიშნულია რაღაც კუნძულზე (მწერალი მის გრძედსა და განედს შეგნებულად არ ასახელებს) განძის მდებარეობა. ისინი სასწრაფოდ გამოიქცევიან ფუნდუკიდან, სადაც მალევე ჩნდებიან აგრეთვე ყოფილი მეკობრეები და ბილის მევალეები, რომელთაც ასევე ამ განძის რუკის პოვნა სურთ, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევენ.

სკვაირი, ექიმი ლივსი, ჯიმი და გემ „ისპანიოლას“ ეკიპაჟი მიემგზავრება კუნძულისკენ განძის იქიდან წამოსაღებად. ამ მოგზაურობისას ჯიმი აღმოაჩენს, რომ ყოფილი მეკობრე და მზარეული გემზე, ცალფეხა ჯონ სილვერი რომელსაც ჯიმი ხშირად „აყლაყუდა ჯონის“ სახელით მოიხსენიებს, ამზადებს შეთქმულებას და გადაბირებული ჰყავს გემის ეკიპაჟის დიდი ნაწილი. მათ გადაწყვეტილი აქვთ, როცა განძი გემზე იქნება, დანარჩენებს შეუტიონ, ხოლო შემდეგ გემით განძთან ერთად უკან დაბრუნდნენ.

კუნძულზე ჩასვლის შემდეგ იწყება კეთილსინდისიერი მეზღვაურების ბრძოლა მეკობრეთა წინააღმდეგ. ამ ბრძოლის დროს ჯიმი ძალიან დაეხმარება ექიმ ლივსსა და სკვაირს მეკობრეების დამარცხებაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: