მშვიდი ცურვაირაკლი ჩარკვიანის 2006 წლის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანი. წიგნმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – "ჩემი წიგნი", რომელშიც ხმების რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა: მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი", თომას მანის "ჯადოსნური მთა", ფიოდორ დოსტოევსკის "იდიოტი"..[1]

„მშვიდი ცურვა“

ავტორი ირაკლი ჩარკვიანი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი ავტობიოგრაფია, ეპისტოლური ლიტერატურა, პოსტმოდერნიზმი, მაგიური რეალიზმი
გამომცემელი ლოგოს-პრესი
გამოცემის თარიღი 2006
მედია თხელი ყდა
გვერდი 179
ISBN ISBN 99928-928-5-4

რომანის შესახებ

რედაქტირება

ქართველი მუსიკოსის ირაკლი ჩარკვიანის რომანი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: პირველ მათგანში ავტორი ყვება ცნობილი ირანელი პოეტისა და მოძღვრის რუმის თანამედროვე რეინკარნაციის და თანამოსახელის - ქაბულელი ტერორისტის ისტორიას. მეორე ნაწილში კი ირაკლი ჩარკვიანი თავის ავტობიოგრაფიასა და სურვილებს რთავს.

"ირაკლი ჩარკვიანის ეს რომანი-აღსარება ჩვენი დროის ერთგვარი ქრონიკაცაა, სადაც არაერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია შესული უახლესი პერიოდის ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან. რომანი, თავისი სიურეალისტური ესთეტიკით, თითქოს საბჭოთა სინამდვილიდან გაქცევაზეც მიანიშნებს."

კრიტიკოსთა აზრით ქართულ ლიტერატურაში ანტიუტოპიური სამყარო სრულყოფილი სახით პირველად მშვიდ ცურვაში შემოდის. მშვიდი ცურვის არამატერიალურ განზომილებაში წარმოდგენილია სამყარო, სადაც ბოროტების ემისრების წყალობით, სიცოცხლეზე კონტროლია დაწესებული – აქ ყველა 44 წელი ცოცხლობს, მკვლელობა და თვითმკვლელობა წახალისებულია, რაც გამართლებულია იმ ლოგიკით, რომ ისინი „კეთილს სჩადიან“ რადგან მატერიალური სამყარო სინამდვილეში წარმავალია და მარადისობა სხვა განზომილებაში გადასვლით იწყება.[2]

რომანის დასასრულს ჩარკვიანი მკითხველს ტრილოგიის სხვა ნაწილების გამოცემასაც პირდებოდა, რომელებსაც განსხვავებული სიუჟეტი და განსხვავებული დასასრული ექნებოდათ, თუმცა მწერალი „მშვიდი ცურვის“ დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში, 2006 წლის 25 თებერვალს საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.

რომანი ორ მთავარ პერსონაჟზე – მეფეზე და რუმიზე მოგვითხრობს. მათი ცხოვრება პარალელურად ვითარდება, ისინი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან. მათი ბედისწერა გადაჯაჭვულია და ერთი ადამიანის ორი ბუნების გამოხატულებაა. ერთი მშენებელი საწყისია, მეორე – დამანგრეველი. ერთის შესახებ ვიცით, რომ ესაა ირაკლი ჩარკვიანი – მეფე. მეორე შუასაუკუნეების სუფიას, ფილოსოფოსის და პოეტის – რუმის ინკარნაციაა. მოქმედება ორ სივრცეში – მატერიალურ და ზემატერიალურ განზომილებაში ვითარდება. თუკი მატერიალურ სივრცეში რომანის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნაწილია გაშლილი, რომანში წარმოდგენილ სხვა განზომილებაში ბოროტ ძალებს სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აქვთ ჩაფიქრებული. შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილეა ლენინი, რომლის ინკარნაციასაც რომანში, ასევე ბოროტი ძალის – ქოსა რობოტის, ფონ კლაინეს სახეში ვხედავთ. ლენინი რუმის ავალებს თვითმფრინავის აფეთქებას, თუმცა საბოლოოდ ის ამას ვერ შეძლებს. თვითმფრინავს გერმანელი ფონ კლაინე ააფეთქებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2016-03-03.
  2. http://www.intelekti.ge/book_ge.php?id=258