საბრალონი (ფრანგ. Les Misérables) — მწერალ ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ისტორიული რომანი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთში. ნაწარმოები ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

„საბრალონი“
Les Misérables

კოზეტი
ავტორი ვიქტორ ჰიუგო
ილუსტრატორი ემილ ბაიარი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ისტორიული რომანი
გამომცემელი A. Lacroix, Verboeckhoven & Ce.
გამოცემის თარიღი 1862

ვიქტორ ჰიუგომ ნაწარმოებში დასვა აქტუალური პრობლემები: ადამიანის დამცირება იმის გამო, რომ იგი საზოგადოების დაბალ ფენებს ეკუთვნის, ქალის ზნეობრივი დაცემა სიდუხჭირის გამო და ბავშვის დაძაბუნება უმეცრების ნიადაგზე.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ტრიალებს ჟან ვალჟანის ირგვლივ. ღარიბმა ჟან ვალჟანმა მშიერი ბავშვების დასაპურებლად საფუნთუშედან პური მოიპარა. იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და ხუთი წლით კატორღა მიუსაჯეს. ჟან–ვალჟანმა რამდენიმეჯერ სცადა გაქცევა, მაგრამ მას ყოველთვის იჭერდნენ და პატიმრობის ვადას უხანგრძლივებდნენ. ჟან ვალჟანმა კატორღაში ცხრამეტი წელი გაატარა.

გათავისუფლების შემდეგ ყოფილ კატორღელს მრავალი უსიამოვნება შეემთხვა. მას არავინ ენდობოდა. გამონაკლისი იყო ეპისკოპოსი ბენვენიუ, რომელმაც იგი კარგად მიიღო, ვახშამით გაუმასპინძლდა და მოასვენა. შუაღამით გაღვიძებულმა ჟან ვალჟანმა მაგიდაზე მიმოფანტული ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა და ჩუმად დატოვა ბინა. მეორე დღეს ჟანდარმებმა ჟან ვალჟანი ნაქურდალით ხელში ბენვენიუს ბინაზე დააბრუნეს, მაგრამ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ვერცხლეული ჟან ვალჟანს თვითონ აჩუქა. ამ შემთხვევამ ჟან ვალჟანში დიდი სულიერი გარდატეხა მოახდინა — მასში კვლავ გაიღვიძა კეთილმა საწყისმა. მოგვიანებით, მადლენის გვარით იგი ერთ-ერთ პატარა ქალაქში დასახლდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. ძია მადლენი ყველას შეუყვარდა. იგი ქალაქის მერი გახდა. ვალჟანი ზრუნავს კოზეტზე, რომლის დედის, ფანტინის სიცოცხლეზე იგი თავს პასუხისმგებლად თვლის.

ჟან ვალჟანის მხატვრული სახის გვერდით წარმოდგენილია პოლიციის ინსპექტორის ჟავერის სახე. ცივი, უგულო, თავისი მოვალეობის პედანტური სიზუსტით შემსრულებელი ჟავერისთვის სიკეთე თვით ის კანონებია, რომელთა განხორციელებისთვის იგი იღვწის. მისთვის წარმოუდგენელია, რომ შესაძლებელია ზნეობა და კანონი არ დაემთხვეს ერთმანეთს. ჟავერი მოწოდებით ჯაშუშია. იგი ყველას უთვალთვალებს. სწორედ მან დაადგინა, ვინ იყო წარსულში მერი მადლენი. ჟავერს თავისი თავი სამართლიანობისა და კანონიერების დამცველად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში დიდ უსამართლობას სჩადის. როდესაც იგი ჟან ვალჟანთან ამ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, მასში ადამიანური გრძნობები იღვიძებს და თავს იკლავს.

ადაპტაციები

რედაქტირება

მნიშვნელოვანი ადაპტაციებია:

  • როდესაც ვიქტორ ჰიუგომ მოისურვა გაეგო, თუ როგორ იყიდება „საბრალონი“, წიგნის გამომცემელს გაუგზავნა წერილი, რომელიც შეიცავდა მხოლოდ კითხვის ნიშანს, წიგნის გამომცემელმა უპასუხა: „!“[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნაირა მამუკელაშვილი, ახალი ისტორია (მეცხრე კლასის სახელმძღვანელო), თბ., 1998 წელი, გვ. 95
  1. ყველაზე ლაკონიური წერილი, „ჩვენი მწერლობა“, № 47, 2003, გვ. 10