99 ფრანკი
99 ფრანკი (ფრანგ. 99 francs) — ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის რომანი.[1] წიგნი გამოქვეყნდა საფრანგეთში 2000 წლის აგვისტოში „Grasset & Fasquelle-ს“ მიერ, სანამ ხელახლა გამოიცემოდა „14.99 ევროს“ და „6 ევროს“ სახელით.[2] წიგნის თავდაპირველად გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბეგბედერი მისმა დამსაქმებლებმა გაათავისუფლეს სარეკლამო სააგენტოდან.[3]
„99 ფრანკი 99 Francs“ | |
---|---|
ავტორი | ფრედერიკ ბეგბედერი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
გამოცემის თარიღი | აგვისტო, 2000 |
წინამორბედი | Love Lasts Three Years |
2007 წელს წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი იმავე სახელწოდებით ჟან კუნინის რეჟისორობით.
სიუჟეტი
რედაქტირებაწიგნი მოგვითხრობს ოქტავის, წარმატებული სარეკლამო მენეჯერის, შესახებ, რომელსაც აქვს ყველაფერი, უამრავი ფული, ქალები და კოკაინი. ამის მიუხედავად, ის მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ოქტავის ცხოვრებას საფუძვლიანად ორი რამ შეცვლის: რომანი სოფისთან, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელთან, და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში „მადონი“, რომელიც სარეკლამო რგოლების შექმნითაა დაკავებული.
მისი სიცოცხლე მთავრდება მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული რჩება ცხოვრებისგან და სამუშაოსგან.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Reyns-Chikuma, Chris (October 2008). „La fiction d'affaires : Une autre exception franCaise? 99 Francs de Frederic Beigbeder“. Contemporary French & Francophone Studies. Vol. 12 (Issue 4): 455–462.
- ↑ 99 francs (14.99€). Krinein Magazine. ციტირების თარიღი: 24 November 2012.
- ↑ Lezard, Nicholas (12 July 2003). „Ad execs quoting Gramsci? Only in France“. London: Guardian. ციტირების თარიღი: 24 November 2012.