99 ფრანკი (ფილმი)
99 ფრანკი (ფრანგ. 99 francs) — ფრანგი კინორეჟისორის ჟან კუნენის ფილმი, რომლის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 26 სექტემბერს. გადაღებულია ფრედერიკ ბეგბედერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი წარმოადგენს თანამედროვე სარეკლამო ბიზნესზე გადაღებულ ბოროტ სატირას, სადაც აღწერილია რეკლამის შემქმნელის ოქტავ პარანგოს ისტორია. ფილმის სამ ეპიზოდში კადრში ჩნდება რომანის ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი.
„99 ფრანკი“ | |
---|---|
ჟანრი |
კომედია დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ჟან კუნენი |
პროდიუსერი | ალენ გოლდმანი |
როლებში |
ჟან დიუჟარდენი ჟოსლენ კივრენი |
კომპოზიტორი |
ჟან-ჟაკ ჰერტცი ერინ ო'ჰარა ფრანსუა რუა |
ოპერატორი | დავიდ უნგარო |
გამოსვლის თარიღი | 2007 წლის 26 სექტემბერი |
ხანგრძლივობა | 99 წთ. |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ბიუჯეტი | $12,500,000 |
შემოსავალი | $22,076,806 |
სიუჟეტი
რედაქტირებაოქტავი მუშაობს უმსხვილეს სარეკლამო სააგენტოში. მისთვის „ადამიანი — ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი“. მას უამრავი ფული აქვს, ქალები და კოკაინი, მაგრამ, მაინც არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრებით. ოქტავის ცხოვრებას საფუძვლიანად ორი რამ შეცვლის: რომანი სოფისთან, სააგენტოს ყველაზე ლამაზ თანამშრომელთან, და კრება გიგანტური რძის ნაწარმის კონცერნში „მადონი“, რომელიც სარეკლამო რგოლებითაა დაკავებული.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ჟან დიუჟარდენი | ოქტავ პარანგო |
ჟოსლენ კივრენი | შარლი დაკუ |
პატრიკ მილე | ჯეფი |
ვაინა ჯოკანტე | სოფი |
ელიზა ტოვატი | ტამარა |
ნიკოლა მარიე | ალფრედ დიულიარი |
დომინიკ ბეტენფელდი | ჟან-კრისტიან განიანი |
ანტუან ბასლერი | მარკ მარონიე |
ფოსკო პერინტი | ჯოვანი დელ ტორო |
დენ ჰერცბერგი | სტივენი |