ფრედერიკ ბეგბედერი
ფრედერიკ ბეგბედერი (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21 სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი.
ფრედერიკ ბეგბედერი | |
---|---|
ფრანგ. Frédéric Beigbeder | |
დაბადების თარიღი | 21 სექტემბერი, 1965[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (59 წლის) |
დაბადების ადგილი | ნეიი-სიურ-სენი[10] |
საქმიანობა | მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, გამომცემელი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[11] , რედაქტორი და ნოველისტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, ლუი დიდის ლიცეუმი, CELSA Paris და Lycée Montaigne |
ჯილდოები | ინტერალიეს პრემია, რენოდოს პრემია და prix Rive gauche à Paris |
მეუღლე | Diane de Mac Mahon |
პარტნიორ(ებ)ი | Laura Smet[12] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბეგბედერმა განათლება მიიღო მონტენისა და ლუი-ლე-გრანის ლიცეუმებში. შემდეგ დაამთავრა პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება აქვს მიღებული მარკეტინგშიც.
1990 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი: „შეშლილი ახალგაზრდის მემუარები“, რის შემდეგაც ხდება ერთ-ერთი დიდი სარეკლამო სააგენტოს რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობს, როგორც კრიტიკოსი და ქრონიკების ავტორი ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Elle, Paris Match, Voici, VSD. მონაწილეობას იღებს სატელევიზიო გადაცემებში ლიტერატურის შესახებ.
1994 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „არდადეგები კომაში“. 1997 წელს ბეგბედერი წერს რომანს „სიყვარული გრძელდება სამი წელი“, რაზეც რეჟისორი მარკ მარონიე ტრილოგიას იღებს.
1999 წელს „გალიმარი“ გამოსცემს მის ნოველათა კრებულს "ნოველები ექსტაზის დროს".
მომდევნო წელს იწერება ბეგბედერის ყველაზე ცნობილი რომანი „99 ფრანკი“, რომელსაც მოგვიანებით ჯერ „14,99 ევრო“, შემდეგ კი „6,20 ევრო“ ეწოდება. რომანში ფარდა აქვს ახდილი სარეკლამო სფეროს შიგა სამზარეულოს. ნაწარმოების გამოსვლიდან ცოტა ხანში ავტორი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.
ამავე პერიოდში ბეგბედერმა საკუთარი ლიტერატურული გადაცემები შექმნა საფრანგეთის სხვადასხვა ტელეარხებზე, რომლებიც მალევე დაიხურა.
2003 წლის იანვარში გამომცემლობა ფლამარიონიო სთავაზობს მწერალს გახდეს გამომცემელი. 2006 წლამდე ბეგბედერმა გამოსცა დაახლოებით 25 წიგნი, რის შემდეგაც ფლამარიონთან მისი თანამშრომლობა შეწყდა.
2003 წელს მწერალი ინტერალიეს პრემიას იღებს რომანისთვის „Windows on the world“, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ეხება.
2005 წელს გამოვიდა ბეგბედერის „რომენტიკოსი ეგოისტი“, ორი წლის შემდეგ კი — „მიშველეთ ბოდიში“.
დღემდე ბეგბედერი არის 1994 წელს მის მიერვე დაარსებული ფლორის პრემიის ჟიურის თავმჯდომარე. მან ასევე დააარსა სადის პრემია, 2001 წელს, ლიონელ არასილთან ერთად.
2005-დან 2007 წლამდე იგი მუშაობდა ჟურნალისტად სატელევიზიო გადაცემაში Canal+-ზე. 2007 წლიდან კი ჟურნალ „პლეიბოის“ ფრანგული გამოცემის ლიტერატურული კრიტიკოსია. პარალელურად მუშაობს Canal+-ის ლიტერატურულ-კინემატოგრაფიულ გადაცემა „წრის“ წამყვანი. 1998 წლიდან მუშაობს ლიტერატურულ ჟურნალ „Lire“-შიც.
2007 წელს გამოვიდა „99 ფრანკის“ მიხედვით შექმნილი კინოფილმი, რომლის რეჟისორია ჟან კუნენი. ფილმში ბეგბედერიც ასრულებს მცირე ეპიზოდურ როლს.
2008 წლის 29 იანვრის საღამოს ფრედერიკ ბეგბედერი ერთ თავის მეგობართან ერთად დაკავებულ იქნა ნარკოტიკების მოხმარების გამო. მან წინასწარი დაკავების საკანში გაატარა 39 საათი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.
ნაწარმოებები
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- 1990: შეშლილი ახალგაზრდის მემუარები, გამომც. Table Ronde
- 1994: არდადეგები კომაში, გამომც. Grasset
- 1997: სიყვარული სამი წელი გრძელდება, გამომც. Grasset
- 2000: 99 ფრანკი (14,99 ევრო) (6,20 ევრო), გამომც. Grasset
- 2003: Windows on the world, გამომც. Grasset, ინტერალიეს პრემია, 2003
- 2005: რომანტიკოსი ეგოისტი, გამომც. Grasset
- 2007: მიშველეთ ბოდიში, გამომც. Grasset
ნოველები
რედაქტირება- 1999: ნოველები ექსტაზის დროს, გამომც. Gallimard
ესსეები
რედაქტირება- 2001: უკანასკნელი აღრიცხვა ლიკვიდაციამდე, გამომც. Grasset
კომიქსები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "99 ფრანკის" მიმოხილვა
- ნაწყვეტი რომანიდან „99 ფრანკი“ (ქართულად) დაარქივებული 2012-01-20 საიტზე Wayback Machine.
- „99 ფრანკის“ ქრონიკა, ვიდეო, ინტერვიუ, ნაწყვეტები რომანებიდან...[მკვდარი ბმული]
- ბეგბედერის არაოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-01-09 საიტზე Wayback Machine.
- ფრედერიკ ბეგბედერის ვიდეოინტერვიუ დაარქივებული 2007-10-08 საიტზე Wayback Machine. , 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ (ინგლისურად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ BD Gest'
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Lundy D. R. The Peerage
- ↑ GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #123008867 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Rousset A. Tout ce qu’on ignorait encore sur Laura Smet