მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)

ნოდარ დუმბაძის რომანი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.

მე, ბებია, ილიკო და ილარიონინოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანი. ნაწარმოების მთავარი გმირი, მთხრობელი ზურიკელა ვაშალომიძე გურიის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს ბებიასთან ერთად. ბებიას შვილიშვილის აღზრდაში მეზობლები, ილიკო და ილარიონი ეხმარებიან. ნაწარმოების მოქმედება დიდი სამამულო ომის დროს ვითარდება. რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ჟანრი კომედია რომანი
ავტორი ნოდარ დუმბაძე
მშობლიური ენა ქართული
დაწერის ადგილი საქართველოს სსრ
გამოცემულია 1960
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნოდარ დუმბაძე, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. I, — თბილისი, „მერანი“, 1960

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება