მარტოობის ასი წელიწადი
„მარტოობის ასი წელიწადი“ (ესპ. Cien años de soledad) — კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1967 წლის რომანი. რომანში უხვად არის გამოყენებული უძველესი კულტურული სიმდიდრე: კლასიკური მითოლოგიური თემები, ხალხური ზღაპრული სახეები.
რომანის, „მარტოობის ასი წელიწადი“, ქართული თარგმანი ეკუთვნის ელზა ახვლედიანს.
დღემდე რომანის 30 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.[1][2]
თხრობის ფორმა, როგორც თავად მწერალი აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, „სწორხაზოვანი, თანმიმდევრული და რამდენადმე ზედაპირულია“.
სიუჟეტი
რედაქტირებატრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში, მაკონდოში, დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.bbc.com/news/world-latin-america-27073911
- ↑ Bell-Villada, Gene H. (2002). Gabriel García Márquez's One Hundred Years of Solitude: A Casebook. Oxford University Press. ISBN 0-19-514455-4.