ხმაური და მძვინვარება
„ხმაური და მძვინვარება“ (ინგლ. The Sound and the Fury) — ამერიკელი ნობელიანტი მწერლის უილიამ ფოლკნერის რიგით მეოთხე რომანი. პირველად გამოიცა 1929 წელს. „ხმაური და მძვინვარება“ იოკნაპატოფას ციკლის რომანია.
ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის „მაკბეტის“ მონოლოგიდან (აქტი მეხუთე, მოქმედება მეხუთე).
შინაარსი და სტრუქტურა
რედაქტირებამოქმედება ავტორის მიერ შეთხზულ იოკნაპატოფას შტატში ხდება. მთავარი გმირები - კომპსონების ოჯახის წევრები საკუთარი რეპუტაციის აღდგენაზე ზრუნავენ. რომანი 4 ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი (1928 წლის 7 აპრილი) მოთხრობილია 33 წლის ბენჯამენ „ბენჯი“ კომპსონის მიერ, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. მეორე ნაწილში (1910 წლის 2 ივნისი) ცენტრალური ფიგურაა ბენჯის უფროსი ძმა ქვენტინ კომპსონი, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მესამე ნაწილში (1928 წლის 6 აპრილი) ქვენტინის უმცროსი ძმის თვალთახედვაა წარმოდგენილი. მეოთხე ნაწილში (1928 წლის 8 აპრილი) უცხო პირი მოუთხრობს მკითხველს.
ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ. ცნობიერების ნაკადში აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, უეცარი ასოციაციები გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს. ხშირად საჭირო ხდება მიბრუნება და მხედველობიდან გამორჩენილი დეტალების აკრეფა, შეკრება, შესაბამის ადგილას ჩასმა, რითაც ამა თუ იმ ეპიზოდის, ფრაზის, პერსონაჟის ქმედების, ჟესტის მნიშვნელობა განუზომლად, თვალსა და ხელს შუა იზრდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხმაური და მძვინვარება დაარქივებული 2015-08-22 საიტზე Wayback Machine.