მილან კუნდერა (დ. 1 აპრილი, 1929, ბრნო, ჩეხოსლოვაკია, — გ. 11 ივლისი, 2023, პარიზი, საფრანგეთი) ― წარმოშობით ჩეხი, ფრანგი მწერალი. ძირითადად ცნობილი რომანით „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ (1984).

მილან კუნდერა
ჩეხ. Milan Kundera
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1929(1929-04-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი Královo Pole, ჩეხოსლოვაკია[6]
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 2023(2023-07-11)[12] [13] [10] [11] (94 წლის)
გარდაცვალების ადგილი 7th arrondissement of Paris[10]
საქმიანობა მწერალი[14] [15] [16] , სცენარისტი, მთარგმნელი[15] [11] , რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოეტი[15] [11] , დრამატურგი[11] , ესეისტი[11] , პროზაიკოსი[11] და ნოველისტი
ენა ჩეხური ენა[17] და ფრანგული ენა[17]
მოქალაქეობა  საფრანგეთი[18]
 ჩეხეთი[19] [18]
 ჩეხოსლოვაკია[8]
მოქალაქეობის არმქონე[20]
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[21] და Film and TV School of the Academy of Performing Arts in Prague[21] [11]
Magnum opus ხუმრობა, The Book of Laughter and Forgetting, The Unbearable Lightness of Being, Immortality[22] , Laughable Loves[22] , The Art of the Novel, Life Is Elsewhere, Q78152429? და The Farewell Waltz
ჯილდოები ჰერდერის პრემია[21] , ჩინო დელ დუკას პრემია[23] , Medal of Merit, 1st class[21] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[21] , ვილენიცის პრემია, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის[21] [11] , ნელი ზაქსის პრემია[21] , იერუსალიმის პრემია[21] , City of Brno Award, honorary citizen of Brno, იაროსლავ სეიფერტის პრემია[21] , Prix de la critique[24] , ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის, Common Wealth Award of Distinguished Service[21] , ფრანც კაფკას პრემია[25] , Decoration of Merit[26] , honorary doctor of the University of Michigan, მონდელოს პრემია[21] , The prize of the BNF[16] , Czech State Award for Literature[16] , Q3404571?[16] , კლემენტ გოტვალდის სახელობის სახელმწიფო პრემია[11] და Q130553019?
მეუღლე Věra Kunderová[27] და Olga Haasová[28]
ნათესავ(ებ)ი Ludvík Kundera[29]
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მილან კუნდერა 1975 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, 1981 წლიდან კი იგი საფრანგეთის მოქალაქეა. იგი დაიბადა ლუდვიკ კუნდერას ოჯახში, რომელიც თავის დროზე დიდი ჩეხი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლეოშ იანაჩეკის მოსწავლე იყო. მამის გავლენით მილან კუნდერა ფორტეპიანოზე დაკვრას ადრეულ ასაკში დაეუფლა. შემდგომში იგი სერიოზულად სწავლობდა მუსიკას, რამაც საბოლოოდ დიდი გავლენა იქონია მის მთლიან შემოქმედებაზე. 1948 წელს ბრნოს საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მილან კუნდერა სწავლას კარლის უნივერსიტეტში აგრძელებს, სადაც იგი ლიტერატურის და ესთეტიკის შესწავლას იწყებს, ორი სემესტრის შემდეგ კი მას საბუთები კინოაკადემიაში გადააქვს, სადაც იგი საწყის ეტაპზე რეჟისორობისა და სცენარისტობისათვის ემზადება. 1950 წელს იგი დროებით იძულებული გახდა, შეეწყვიტა სწავლის პროცესი პოლიტიკური მიზეზების გამო. სწავლის დასრულების შემდეგ, 1952 წელს კი იგი კინოაკადემიაში იწყებს მუშაობას მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებლად.

კუნდერა მიეკუთვნებოდა იმ ჩეხი ახალგაზრდების რიცხვს, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის ძნელბედობის ჟამი, რამაც მათ ცნობიერებაში რეალობის შავ–თეთრი ხედვა დაამკვიდრა. ამ გარემოებებმა მილან კუნდერა მარქსიზმამდე და კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებამდე მიიყვანა. 1948 წელს ჩეხოსლოვაკიის კომპარტიაში წევრიანდება, 1950 წელს კი, იგი და ჩეხი მწერალი, იან ტრეფულკა ანტიპარტიული ქმედებებისათვის კომპარტიის რიგებიდან გარიცხეს. შემდგომში ეს ინციდენტი ტრეფულკამ აღწერა ნოველაში "ისინი ბედნიერები იყვნენ", 1962. კუნდერამ კი თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მისი რომანის, "ხუმრობის" ლაიტმოტივად გამოიყენა. მილან კუნდერა 1956 წელს დააბრუნეს კომუნისტურ პარტიაში, თუმცა 1970 წელს იგი მეორედ გააძევეს პარტიიდან. მილან კუნდერა, მრავალ ჩეხ მსახიობთან და მწერალთან ერთად, ჩართული იყო 1968 წელს პრაღაში მომხდარ ხავერდის რევოლუციაში, ხანმოკლე ოპტიმიზმი 1968 წლის აგვისტოში წითელი არმიის მიერ ჩეხოსლოვაკიის ექსპანსიით დასრულდა.

შემოქმედება

რედაქტირება

თავის პირველ რომანში "ხუმრობა" მილან კუნდერამ აღწერა ტოტალიტარიზმის სატირული მხარე კომუნისტური მმართველობის დროს. საბჭოეთისა და 1968 წელს წითელი არმიის ჩეხეთში შეჭრის კრიტიკის გამო მწერალი შავ სიაში მოხვდა და მისი რომანები მის სამშობლოში აიკრძალა. 1975 წელს კუნდერა საფრანგეთში გაიქცა. 1979 წელს, საფრანგეთში ყოფნისას, კუნდერამ დაწერა რომანი "სიცილი და დავიწყება", რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ყველა საშუალებებით ჩეხეთის მკვიდრნი საბჭოთა რეჟიმს.

1984 წელს მილან კუნდერას ყველაზე აღიარებულმა ნაწარმოებმა, "ყოფიერების აუტანელმა სიმსუბუქემ" იხილა დღის სინათლე. რომანი მოგვითხრობს ორი ჩეხის, ტერეზას და ტომაშის, სიყვარულის ამბავს საბჭოთა ოკუპაციის დროს. 1988 წელს ფილიპ კაუფმანმა ამ რომანის ეკრანიზაცია განახორციელა, სადაც მთავარი როლები ჟულიეტ ბინოშმა და დენიელ დეი–ლუისმა შეასრულეს. 1990 წელს მილან კუნდერა ახალი რომანით "უკვდავება" წარდგა მკითხველთა წინაშე. ამ თხზულებამ ავტორი თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კორიფედ აქცია.

კუნდერა დაჟინებით იმეორებს, რომ იგი რომანისტია და არა პოლიტიკური დისიდენტი მწერალი. პოლიტიკის თემა მის ბოლო რომანებში საბოლოოდ ქრება და მწერალი ფილოსოფიაზე და კოსმოპოლიტიზმზე ამახვილებს ყურადღებას. მილან კუნდერას სტილი, ფილოსოფიური გადახვევებით გაჯერებული, შთაგონებულია რობერტ მუზილის რომანებით და ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოებებით.

პერსონაჟების აღწერის დროს მილან კუნდერა ე. წ. "ფსიქოლოგიური რეალიზმის" ტექნიკას იყენებს. იგი მეტ ყურადღებას თავისი პერსონაჟების მენტალურ პროცესებს უთმობს, ვიდრე მათ გარეგნობასა და ხასიათს. მისი რწმენით, ეს სრულიად ზედმეტია, რადგან მკითხველის წარმოსახვა კითხვის პროცესში ავტომატურად ავსებს მწერლის მიერ შეგნებულად დატოვებულ ცარიელ ადგილებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ხუმრობა, 1967
  • სასაცილო სასიყვარულო ისტორიები, 1960
  • სიცოცხლე სადღაც იქ არის, 1969
  • ჟაკი და მისი ბატონი, 1975
  • გამოსათხოვარი ვალსი, 1976 (ქართულად თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა, 2004)
  • სიცილისა და დავიწყების წიგნი, 1979
  • ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, 1984
  • რომანის ხელოვნება, 1985
  • უკვდავება, 1990
  • დაღალატებული აღთქმები, 1992
  • სიზანტე, 1992
  • პიროვნულობა, 1998
  • უმეცრება, 2000
  • ფარდა, 2005
  • უმნიშვნელობის ზეიმი, 2014

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. Czech National Authority Database
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Český hudební slovník osob a institucí
  6. 6.0 6.1 Encyklopedie dějin města Brna — 2004.
  7. Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 Evidence zájmových osob StB
  9. Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 10.2 Fichier des personnes décédées mirror
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 Vědecká knihovna v Olomouci REGO
  12. Boyer-Weinmann M. Milan Kundera, romancier de l’existence, est mort / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 2023. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  13. Balucha M. Ve věku 94 let zemřel Milan Kundera. Ve světě patřil mezi nejznámější české spisovateleČeský rozhlas, 2023.
  14. Deutsche Nationalbibliothek Record #118568043 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  15. 15.0 15.1 15.2 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  17. 17.0 17.1 Lewis D. Milan Kundera, Literary Star Who Skewered Communist Rule, Dies at 94 — 2023. — ISSN 0362-4331
  18. 18.0 18.1 Chemin A. La République tchèque a rendu à Milan Kundera sa nationalité, quarante ans après / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 2019. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  19. Rovenský J. Milan Kundera má po 40 letech opět české občanstvíBorgis, Seznam.cz, 2019.
  20. Milan Kundera, une vie d’écrivain — 2019.
  21. 21.00 21.01 21.02 21.03 21.04 21.05 21.06 21.07 21.08 21.09 21.10 Milan Kundera – iLiteratura.cz — 2006.
  22. 22.0 22.1 Milan KUNDERAÚstav pro českou literaturu AV ČR.
  23. Milan Kunderaსაფრანგეთის ინსტიტუტი.
  24. Académie française
  25. Milan Kundera 'joyfully' accepts Czech Republic's Franz Kafka prizeTheGuardian.com.
  26. Pahor pisatelju Milanu Kunderi podelil zlati red za zasluge — 2021.
  27. https://www.nouvelobs.com/culture/20230712.OBS75656/la-mort-de-milan-kundera-sa-derniere-plaisanterie.html
  28. Zemřela Olga Haasová-Smrčková, neteř Huga Haase a první žena Milana Kundery — 2022.
  29. https://www.ceskatelevize.cz/lide/ludvik-kundera/