შარლოტ ბრონტე (დ. 21 აპრილი, 1816 — გ. 31 მარტი, 1855) — ინგლისელი მწერალი. იგი დაიბადა 1816 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში.

შარლოტ ბრონტე
CBRichmond.png
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1816(1816-04-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი თორნტონი[14]
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1855(1855-03-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [13] [15] (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჰაუორტი
დასაფლავებულია St Michael and All Angels' Church, Haworth
ფსევდონიმი Currer Bell[14] [16] , Lord Charles Wellesley[17] და Captain Tree[18]
საქმიანობა პოეტი[14] , რომანისტი[14] , მწერალი[19] , გუვერნანტი[18] და მასწავლებელი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Pensionnat de Demoiselles
ჟანრი რომანი[18] , გოთიკური პროზა, პოეზია და Victorian literature
Magnum opus ჯეინ ეარი, Villette, შერლი[14] , მასწავლებელი[14] და Poems by Currer, Ellis, and Acton Bell[14]
მეუღლე Arthur Bell Nicholls[20]
ხელმოწერა Charlotte Bronte Signature.jpg

აღზრდა და განათლებარედაქტირება

შარლოტის მამამ, პატრიკ ბრონტემ, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა, რვა შვილიდან ოთხი, პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში მიაბარა, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. ამ სასწავლებელში ყოფნისას შარლოტის უფროსი დები ჭლექით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტი კერძო პანსიონს მიაბარეს. კერძო პანსიონის დამთავრების შემდეგ შარლოტმა იქვე დაიწყო აღმზრდელად მუშაობა, შემდეგ იგი მოეწყო იორკში, ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება გადაიტანა. მისმა ამაყმა ხასიათმა ვერ გაუძლო დამცირებას და იორკიდან ბრიუსელში გადავიდა, სადაც მუშაობა ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო.

მოღვაწეობარედაქტირება

შარლოტმა და თავისმა ორმა დამ — ემილიმ და ენმა ადრეულ ასაკში დაიწყეს ლექსებისა და რომანების წერა. შარლოტის სამწერლო სარბიელი წარუმატებლობით აღსავსე გამოდგა, მაგრამ მწერალი ამ დაბრკოლებებმა სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი იყო „მასწავლებელი“ რომელიც მწერალს ყველა გამომცემლობამ უკანვე დაუბრუნა. რობერტ საუთიმაც შარლოტის ლექსები უკან დააბრუნა და თან წერილში დიდაქტიკური დარიგებებიც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არ არისო.

მაგრამ ამ დარიგებამაც რომანების წერაში მწერალს ხელი ვერ შეუშალა. 1847 წელს მან გამოაქვეყნა ახალი რომანი „ჯეინ ეარი“, რომელმაც მწერალს დიდი წარმატება მოუტანა. 1850 წელს წიგნი დაიბეჭდა რუსულ ჟურნალ-გაზეთებში, რამაც რუსი მკითხველი საზოგადოება აღაფრთოვანა, მაგრამ მათაც არ გამორჩენიათ წიგნის ნაკლოვანებები.

რომანებირედაქტირება

  • „მასწავლებელი“, 1845-46, გამოცემულია 1857 წ. თარგმანი ლევან ინასარიძისა (2020)
  • „ჯეინ ეარი“, 1846-47, გამოცემულია 1847 წ. თარგმანი თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილისა
  • „შერლი“, 1848-49, გამოცემულია 1849 წ.
  • „ვილეტი“, 1850-52, გამოცემულია 1853 წ. თარგმანი ლევან ინასარიძისა (2021)
  • „ემა“ (დაუსრულებელი).

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118638009 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 IMSLP — 2006.
  8. 8.0 8.1 FemBio: Банк інформації про видатних жінок, Frauendatenbank, Банк данных о выдающихся женщинах, Görkəmli qadınlar haqqında məlumat bankı, Հայտնի կանանց տվյալների բանկ
  9. 9.0 9.1 BD Gest'
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  11. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 140.
  15. The Fine Art Archive — 2003.
  16. Czech National Authority Database
  17. Unpublished Charlotte Bronte works 'to join UK collection' — 1997.
  18. 18.0 18.1 18.2 http://id.loc.gov/authorities/names/n79054114
  19. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  20. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.