შიმშილის თამაშები

შიმშილის თამაშები“ (ინგლ. The Hunger Games) — ამერიკელ მწერალ სიუზენ კოლინზის რომანი. იგი არის „შიმშილის თამაშების ტრილოგიის“ პირველი წიგნი. პირველად 2008 წლის 14 სექტემბერს გამოიცა. „შიმშილის თამაშები“ 27 ენაზე ითარგმნა, გამოცემის უფლებები 39-მა ქვეყანამ შეიძინა.

2012 წლის 3 მარტს კინოეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.

შინაარსი

რედაქტირება

მთხრობელი 16 წლის გოგონა ქეთნის ევერდინია, რომელიც პოსტ-აპოკალიპტურ მსოფლიოში ცხოვრობს, რომელსაც მეტროპოლისი კაპიტოლიუმი მართავს. შიმშილის თამაშები ყოველწლიური სატელევიზიო ღონისძიებაა, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ერთი ბიჭი და ერთი გოგონა მონაწილეობს. მათ 12 რაიონიდან ლატარიით ირჩევენ. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩება.

ჯილდოები

რედაქტირება

2008 წელს Publishers Weekly-მ „შიმშილის თამაშები“ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა, ნიუ-იორკ ტაიმზმა კი „2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის“ ჯილდო გადასცა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება