სამი მეგობარი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სამი მეგობარი}} |
„სამი მეგობარი“ (გერმ. Drei Kameraden) — ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც მწერალმა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას.
„სამი მეგობარი“ | |
---|---|
Drei Kameraden | |
სამი მეგობარი | |
ავტორი | ერიხ მარია რემარკი |
ქვეყანა | გერმანია |
ენა | გერმანული |
თემა | სიყვარული, მეგობრობა, ჰუმანიზმი |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | „საბჭოთა აჭარა“ |
გამოცემის თარიღი | დეკემბერი, 1936 |
მთარგმნელი | გივი კარბელაშვილი |
ქართულად გამოიცა | 1973 |
გვერდი | 541 |
წინამორბედი | გზა შინისაკენ |
ISBN | 30,000 |
რომანის გამოსვლის შემდეგ მწერალს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა. ნაცისტების პროპაგანდისტები გაშმაგებით სდევნიდნენ მას, ბრალს სდებდნენ „სამხედრო სულისკვეთების“ შებღალვასა და დაკნინებაში. რემარკის წიგნები აკრძალეს და საჯაროდ დაწვეს.
სიუჟეტი
რედაქტირება,,დაკარგული თაობის“ ტრაგედია
რედაქტირებაუდიდესი ტრაგედიებიდან ომი ერთ-ერთი ყველაზე საშინელია. არასდროს და არაფრით შეხორცდება ადამიანის სულიერი ჭრილობები, რომელიც ვერ მოესწრო შვილის, შეყვარებულისა თუ მამის ფრონტიდან დაბრუნებას.
დანაკარგის ტკივილზე, ადამიანთა განსაცდელზე მოუთხრობს მკითხველს მწერალი-ანტიფაშისტი ე. მ. რემარკი. იგი არ ყოფილა უბრალო დამკვირვებელი. მას ყველა ეს უბედურება საკუთარი თავალით ჰქონდა ნანახი - პირველ მსოფლიო ომში რამდენიმეჯერ დაიჭრა, სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში, შეესწრო მეგობრების დაღუპვას, მაგრამ ფიზიკურ ტრავმაზე მძიმე სულიერი ტრავმა აღმოჩნდა. ისევე როგორც მის ცხოვრებაში, უამრავი მისი თანამებრძოლის შეგნებაშიც გაჩნდა მოწყენილობის, სიცარიელისა და უიმედობის განცდა. ამის შედეგი იყო ჯერ ახალი გენერაციის - „დაკარგული თაობის“ - გაჩენა, დროთა განმავლობაში კი ამავე სახელწოდების ლიტერატურისა, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლად თავად რემარკი მიიჩნევა.
პირველი მსოფლიო ომი XX ასწლეულის გლობალურ ტრაგედიად იქცა. მან წაიღო მილიონი ადამიანის სიცოცხლე და კიდევ ათი მილიონი დაინვალიდდა. ამ ომის მორალური შედეგები პირველად პროგრესულმა მწერლებმა იგრძნეს. რემარკის შემოქმედებაში ჩვენ ვეცნობით გმირებს, რომლებიც ფიზიკურად არ დაზარალდნენ, მაგრამ სულიერად დამახინჯდნენ.
სულიერი სიცარიელე, არაყი, რომი, უიმედობა, საცოდავი აწმყო და უარესი მომავალი - არის ომგამოვლილი ადამიანების სახე. უმუშევრობა, კრიზისები, ლოთობა - რემარკისეული სამყაროს ძირითადი ნიშნებია. ყოველივე ამას მწერალი დიდი ტაქტით, უბრალოებით და საგნის უაღრესად ღრმა ცოდნით გადმოგვცემს.
რომანის გმირები საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებიან, რომ ომმა მათი ბედი შეცვალა, ისე, როგორც ბევრი სხვა ადამიანის. რობერტ ლოკამპის მოგონებებში ომი წარმოიქმნება როგორც სტიქია, რომელიც შთანთქავს ახალგაზრდობას, მეგობრობას და საუკეთესო ოცნებებს. -„შესაძლებელია ჩვენ ცოცხლები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ვიცხოვრებთ კია? ჩვენ მივუგებთ-დაღლილები, შინაგანად განადგურებულები, გაუდაბნოებულები, ყველასთვის უცხოები, იმედდაკარგულები. ჩვენ უკვე ვერ შევძლებთ ცხოვრებაში ჩვენი ადგილის პოვნას“ - ამბობს იგი.
ყველა იდეალი გაფანტა ევროპის საზარელმა ყოველდღიურობამ. იდეები თანმიყოლებით ქრებოდა ომის ცეცხლიან დღეებში, ასე გაგრძელდა ომის შემდგომაც. ომი დასრულდა, მაგრამ არ დამთავრდა ის მორალური პრობლემები, რაც ადამიანებს ომმა დაუტოვა. ამას დაემატა სოციალური პრობლემები, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნებოდა გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დიდი და მცირე ქალაქების ყოველდღიურობაში, რომლებიც არც ისე შორეულ წარსულში ამაყობდნენ უზომო სისუფთავით და მკაცრი წესრიგით. სახეზე იყო სიღარიბე, გარყვნილება, ნგრევა. უცებ აღმოჩნდა, რომ ომმა და ომის შემდგომმა პირველმა წლებმა გაანადგურეს არა მარტო მილიონობით სიცოცხლე, არამედ იდეებიც.
რომანის გმირები - რობერტ (რობი) ლოკამპი, გოტფრიდ ლენცი და ოტო კესტერი - ცხოვრობენ პრინციპით: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის, მაგრამ „ყველა“-ეს მხოლოდ მათი სამეულია. სკოლის სამი მეგობარი, ომში კი ფრონტის მეგობრები, სახლში დაბრუნების შემდეგ ავტო-სარემონტო სახელოსნოშიც ერთად მუშაობენ. მკითხველი არაერთხელ ხდება მათი ტკივილისა და სიხარულის მოზიარე.
სამი მეგობრის ცხოვრების მაგალითზე მთელი თაობის პრობლემებს ვეცნობით. უამრავი ადამიანი ფრონტიდან ისე დაბრუნდა, რომ ვერ გაიგო რა იყო სიყმაწვილე. ახალგაზრდა ჯარისკაცები ომმა ნაადრევად დააბერა, მათ დაკარგეს ახალგაზრდული სიხალისე და მხიარულება. ისინი ცხოვრობენ სიხარულის, იმედისა და ოცნებების გარეშე. მართალია ომს გადაურჩნენ, მაგრამ შინაგანად განადგურებულები არიან. ფიქრობენ, რომ საკუთარი თავის რეალიზება არსებულ რეალობაში ძალიან ძნელი იქნება. ხარბად ეტანებიან ნებისმიერ სამუშაოს, შრომობენ თავდაუზოგავად და პატიოსნად, მაგრამ წარმატება და კეთილდღეობა იგვიანებს.
ასეთია ომგამოვლილი ახალგაზრდების, ე. წ. "დაკარგული თაობის" ტკივილიან-განცდიანი ცხოვრება, მაშინ, როცა ქვემეხები დუმან.
ლიტერატურა
რედაქტირებაკაკაბაძე ნ. ნარკვევები მეოცე საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან. ტ. 1. თბილისი: გამომცემლობა „ცოდნა“, 1964