დაკარგული თაობა (ინგლ. Lost Generation) — 1920-იანი წლების ევროპელ და ამერიკელ მწერალთა ჯგუფის პირობითი სახელწოდება. ჯგუფის ლოზუნგი გახდა გერტრუდ სტაინის სიტყვები: „თქვენ ყველანი დაკარგული თაობა ხართ!“. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ მწერლებს, რომლებმაც განიცადეს პირველი მსოფლიო ომის საშინელება, დაკარგეს დემოკრატიზმის გადარჩენის იმედი, რწმენა ტრადიციისა და მომავლისა და რომლებიც ანარქისტულ თვალსაზრისზე დადგნენ.

ლიტერატურა რედაქტირება