გველის პერანგი
გველის პერანგი — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1926 წლის რომანი.
„გველის პერანგი“ | |
---|---|
| |
ავტორი | გრიგოლ რობაქიძე |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოდერნისტული რომანი, ექსპრესიონიზმი, სიმბოლიზმი, მაგიური რეალიზმი |
გამოცემის თარიღი | 1926 |
გვერდი | 320 |
ISBN | 978-9941-19-085-8 |
რომანის შესახებ
რედაქტირებაგველის პერანგი — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გრიგოლ რობაქიძის ნოსტალგიური რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა, რასაც მწერალი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ მწვავედ განიცდიდა, სწორედ გველის პერანგში ხორციელდება ვირტუალურად. რომანში აღწერილია ახალგაზრდა ემიგრანტის, არჩიბალდ მეკეშის (არჩილ მაყაშვილის) ისტორია სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ნაწარმოებში სრულად ჩანს ემიგრანტის პატრიოტული ტკივილი, სულისკვეთება და ის პრობლემები რაც სამშობლოში დაბრუნებისას დაატყდება თავს.
გრიგოლ რობაქიძე, რომლის ეროვნული იდეალები შეუთავსებელი აღმოჩნდა ბოლშევიკურ იდეოლოგიასთან, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე პოლიტიკურ ემიგრანტად იქცა. მისი შემოქმედების რეაბილიტაციის შემდეგ „გველის პერანგი“ 1989 წელს პირველად დაიბეჭდა საქართველოში. რომანის იდეას ავტორი შემდეგნაირად განმარტავს: „ ... მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი: არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან „გველის პერანგში. „ამ რომანში ვცდილობდი აღმოსავლეთის მსოფლშეგრძნება და სამყაროს ჭვრეტა პლასტიურად განმეხორციელებინა“.
პერსონაჟები
რედაქტირება- „არჩიბალდ მეკეში“ — მთავარი პერსონაჟი, ქართული სახელი — არჩილ მაყაშვილი.
- „ვამეხ“ — არჩილის მეგობარი.
- „ოლგა“ — ქალი, რომელიც არჩილს თავდაპირველად უყვარს.
რომანის გამოხმაურება
რედაქტირებაქართული საზოგადოება გულგრილად შეხვდა რომანს. რომანი 1927 წელს გერმანულად თარგმნა თავად ავტორმა — „Das Schlangenhemd“. წინასიტყვაობის ავტორია შტეფან ცვაიგი. გერმანიაში ამ ნაწარმოების გამოქვეყნებამ ინტერესი გამოიწვია. გერმანული პრესა „გველის პერანგს“ ქართველი პოეტის დიდ გამარჯვებას უწოდებდა.[1] რომანი თარგმნლია ასევე რუსულად 2014 წელს — „Змеиная рубашка“. გამომცემელია „Русский клуб“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3