ვიკიპედია:ყავახანა/2011/4
რას მიქვია ესკიზი?
მოვითხოვ, დამისაბუთოთ, რა ფუნქცია აკისრია ქართულ ვიკიპედიაში ესკიზების თარგებს? მაგალითად {{ესკიზი-რელიგია}}... თუკი ვერ დამისაბუთებთ, მოვითხოვ ამ თარგების გაუქმებას! (ისევე, როგორც გერმანულ ვიკიპედიაში გააუქმეს). — დავით პასუხი 11:42, 12 აპრილი 2011 (UTC)
- მე კი ვთვლი, რომ რაიმე სხვა ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ანუ ამ ეტაპზე მეც მათ გაუქმებისკენ ვარ გადახრილი - პრაქტიკულ დადებით შედეგს ვერ ვხედავ, თუმცა... არის ალბათბა იმისა, რომ მკითხველი წაიკითხავს ამ ტექსტს და მას სტატიის შევსება მოუნდება?IMO, არა.--გიორგი 11:47, 12 აპრილი 2011 (UTC)
- მაგის ალბათობა: 0,000001%. ამას ხომ ყველანი ვხვდებით :) — დავით პასუხი 11:51, 12 აპრილი 2011 (UTC)
აბა რანაირად უნდა აღინიშნოს, რომ სტატია დაუსრულებელია და თუ მსურველი არსებობს, უნდა დასრულებული იქნას? — BH განხილვაწვლილი 11:51, 12 აპრილი 2011 (UTC)
- შემოგიბრუნებ კითხვას და გეტყვი: დამისახელე თუნდაც ერთი დასრულებული სტატია ქართულ ვიკიპედიაში, რომელშიც მომხმარებლებს შესწორებისა და რედაქტირების საშუალება არა აქვთ. საერთოდ არსებობს კი დასრულებული სტატია? — დავით პასუხი 12:13, 12 აპრილი 2011 (UTC)
გამოდის რომ უბრალოდ ვშერლოკჰოლმსობთ და ვფილტრავთ ვიკიპედიის ანომალიებს. მაშინ ეგ ჩემი საქმე არ არის. — BH განხილვაწვლილი 12:15, 12 აპრილი 2011 (UTC)
- სამი დასრულებული წინადადება და სამი ბმული. ეს არის ესკიზი. საერთოდ ყველა სტტია ესკიზია რადგან ინფორმაციის მიღება დაუსრულებელია.--ცანგალა (გ) 14:05, 12 აპრილი 2011 (UTC)
არა, აშკარად აქვს გავლენა აქაური შეიძლება ვერც მიხვდეს უბრალო მკითხველიდან დანახულ სამყაროს (:დ ეს ცოტა მხატვრულად:დ), სინამდვილეში,როცა ესკიზის თარგი არ არის მითითებული, მკითხველს უბრალოდ ის აქვს გაგებული, რომ რედაქტირება თავისუფალია, ეს კი ზოგჯერ საკმარისი არაა, რომ ადამიანმა დაარედაქტიროს(მიუხედავად იმისა რომ იცის და უნდა კიდევაც დამატება, მაგრამ ვერ ბედავს(არ ვიცი რატომ მაგრამ მაინც)) და როცა ესკიზის თარგს ხედავს გამბედაობას(ენთუზიაზმს, etc.) მატებს, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ პირდაპირ მოუწოდებს დარედაქტირებისკენ. რითორიქა რა :დ.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:37, 12 აპრილი 2011 (UTC)
- მართალია ეს მომხმარებელი. თუ ზუსტად მახსოვს, მაგ თარგს გარკვეული წვლილი მიუძღვის ჩემს „გავიკიპედიელებაშიც“—G.G. 15:03, 12 აპრილი 2011 (UTC)
- ჩემი პირველი ანგარიში (რომლის პაროლიც დიიიდი ხანია დამავიწყდა) და პირველი ვიკიპედიური ნაბიჯები სწორედ მაგ ჯადოსნური სიტყვების (თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი) დამსახურებაა. — ჯაბა ლაბა 15:19, 12 აპრილი 2011 (UTC)
- ჩემს ვიკიმოღვაწეობაში, მართალია, ესკიზის თარგებს წვლილი არ მიუძღვით, თუმცა დიქსტოსას ვეთანხმები. :) – BruTe (გ) 13:44, 13 აპრილი 2011 (UTC)
- უნდა ვაღიარო რომ მეც მაგ თარგმა მიბიძგა პირველი რედაქტირებებისკენ :) შესაბამისად ჩემი თვალსაზრისით მისი პოზიტიური როლი უდიდესია :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:55, 13 აპრილი 2011 (UTC)
- გასაგებია... როგორც ჩანს ჰქონია რაღაც დანიშნულებაც... რადგან ასეა და გამბედაობას მატებს ახალბედებს, იყოს; მაგრამ მაინც აქვს ერთი მინუსი, რომელიც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის ზოგად პრინციპს: ტექსტი ეს არის დაუსრულებელი სტატია... და კიდევ ის, რომ ავტომატურად ყრის სტატიებს კატეგორიებში სახელწოდებით დაუსრულებელი სტატიები, ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. თუკი იმას ვამბობთ, რომ ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს უკეთესობისაკენ სტატია, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა ვიკისტატია დაუსრულებელია, რადგან მუდმივად მუშავდება და ჯერარსი მიუღწეველია. მართალია ძალიან შრომატევადი იქნება, მაგრამ კარგი იქნება ესკიზების ტექსტები შესაწორდეს ამგვარად: ლიტერატურის თემატიკის ეს სტატია ჯერ-ჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ ესა და ეს.... ხოლო კატეგორიების სახელები შეიცვალოს სიტყვებით: სტატიის ესკიზები ლიტერატურის შესახებ. გარდა ამისა, უნდა დაწესდეს ზღვარი, რა არის ესკიზი და რა არა. ჩემი აზრით, ესკიზად უნდა ჩაითვალოს სტატია სამიდან ხუთ წინადადებამდე, უფრო მეტი კი უკვე სტატიაა ნორმალური. — დავით პასუხი 15:09, 16 აპრილი 2011 (UTC)
- უნდა ვაღიარო რომ მეც მაგ თარგმა მიბიძგა პირველი რედაქტირებებისკენ :) შესაბამისად ჩემი თვალსაზრისით მისი პოზიტიური როლი უდიდესია :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:55, 13 აპრილი 2011 (UTC)
- ჩემს ვიკიმოღვაწეობაში, მართალია, ესკიზის თარგებს წვლილი არ მიუძღვით, თუმცა დიქსტოსას ვეთანხმები. :) – BruTe (გ) 13:44, 13 აპრილი 2011 (UTC)
- ჩემი პირველი ანგარიში (რომლის პაროლიც დიიიდი ხანია დამავიწყდა) და პირველი ვიკიპედიური ნაბიჯები სწორედ მაგ ჯადოსნური სიტყვების (თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, და შეავსოთ იგი) დამსახურებაა. — ჯაბა ლაბა 15:19, 12 აპრილი 2011 (UTC)
- თარგი უნდა დარჩეს, ხოლო დანარჩენში აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს. --მიხეილ (გ) 18:01, 16 აპრილი 2011 (UTC)
- ვეთანხმები დათოს. ისე, ინგლისურ ენოვან ვიკიში, თუ ზუსტად მახსოვს, ნანახი მაქვს მსგავსი კატეგორიები (სტატიის ესკიზები ლიტერატურის შესახებ).—G.G. 18:44, 17 აპრილი 2011 (UTC)
შევქმენი კატეგორიები სტატიების ესკიზების სახელწოდებით. თუმცა, დარჩა შესაქმნელებიც, უმეტესობა ქვეყნების კატეგორიები. თუ სადმე შეგხვდებათ ასეთი კატეგორია, გალურჯებას ნუ დაიზარებთ :) მადლობა.—G.G. 15:30, 6 მაისი 2011 (UTC)
დაცვის დონის დაწევა
კოლეგებო, ჩვენ შემოვიღეთ შემწომების ფუქნცია. აქედან გამომდინარე, სტატიების დაცვა აღარ არის საჭრო. აქედან გამომდინარე ვსსვამ საკითხს, ყველა დაცულ სტატიას ბლოკი მოეხსნეს, რათა წესებისამბერ ყველამ შეძლოს მათი რედაქტირება.--გიორგი 11:46, 12 აპრილი 2011 (UTC)
- იმათი ცვლილებები, რომლებსაც არა აქვთ შემმოწმებლის სტატუსი, ხომ ჩანს მაინც? (შესაბამისი შეტყობინებით: შეუმოწმებელი", მაგრამ მაინც). თანაც გვერდების დაცვის ფუნქციაა მოსალოდნელი ვანდალიზმის თავიდან აცილება. ასე რომ, შემოწმება არ გამორიცხავს დაცვას. — დავით პასუხი 11:49, 12 აპრილი 2011 (UTC)
- არა. ეს ჩანს რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის - ხოლო დაურეგისტრირებელი ხედავს ბოლოს შემოწმებულ ვერსიას (მისი არსებობის შემთხვევაში, ცხადია). ამ მხრივ არანაირი ვანდალიზმი არ გამოგვეპარება.--გიორგი 11:51, 12 აპრილი 2011 (UTC)
- გასაგებია... რა ვიცი... მე მაინც ვთვლი, რომ საჭიროა დაცვაც. სხვები რას იტყვიან, მე შეიძლება ცოტა კონსერვატორი ვარ ამ შემთხვევაში. — დავით პასუხი 12:15, 12 აპრილი 2011 (UTC)
- რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ადამიანს გასწორებაში? ამ შემთხვევაში, ვგონებ, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვარღვევთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ მ შემთხვევაში არანაირი რისკი არ გვაქვს.--გიორგი 12:17, 12 აპრილი 2011 (UTC)
- კარგი, ალბათ მართალი ხარ... მაგრამ მაინც: რისკი – ეს ანონიმურებთან არ გვაქვს, მაგრამ დარეგისტრირებული მკითხველები? :)) თუ ეგეთები არ არსებობენ? :)).. — დავით პასუხი 12:22, 12 აპრილი 2011 (UTC)
- რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ადამიანს გასწორებაში? ამ შემთხვევაში, ვგონებ, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვარღვევთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ მ შემთხვევაში არანაირი რისკი არ გვაქვს.--გიორგი 12:17, 12 აპრილი 2011 (UTC)
- გასაგებია... რა ვიცი... მე მაინც ვთვლი, რომ საჭიროა დაცვაც. სხვები რას იტყვიან, მე შეიძლება ცოტა კონსერვატორი ვარ ამ შემთხვევაში. — დავით პასუხი 12:15, 12 აპრილი 2011 (UTC)
- არა. ეს ჩანს რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის - ხოლო დაურეგისტრირებელი ხედავს ბოლოს შემოწმებულ ვერსიას (მისი არსებობის შემთხვევაში, ცხადია). ამ მხრივ არანაირი ვანდალიზმი არ გამოგვეპარება.--გიორგი 11:51, 12 აპრილი 2011 (UTC)
- დაცვა აუცილებელია. დაცული სტატიები ბევრი არ არის. მე უფრო თარგებს უკეთებ დაცვას.--ცანგალა (გ) 14:07, 12 აპრილი 2011 (UTC)
- რისთვისაა საჭირო? არგუმენტი? დაუსაბუთებელ პირადულ მოსაზრებას ასეთ სერიოზულ საკითხში, როგორიცაა პროექტის უპირველესი წესის უგუნებელყოფა - ეს არის თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიის პროექტი, რომლის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია?! რომ იბლოკება სტატია, ეტალონიზმი იქმნება, და ის კი გავიწყდებათ, რომ ეს დაუშვებელია, და სტატიის რედაქტირება ნებისმიერს უნდა შეეძლოს! რისთვისაა ეს სულელური დაცვა, როდესაც ყველა სტატია დღეიდან დაცულია? უფრო უკეთესად, ვიდრე ჩვეულებრივი გვერდის დაბლოკვით? ნუთუ პროექტის სულის დარღვევას ამაში ვერ ხედავ?--გიორგი 17:21, 13 აპრილი 2011 (UTC)
- ნახევრად დაბლოკილ სტატიებზე თუა საუბარი (ძირითადად, რჩეულებზე), მათ დარედაქტირებას ვერ შეძლებენ მხოლოდ ანონიმური მომხმარებლები, რომელთა რედაქტირებების 80% ასეთ სტატიებში ვანდალიზმია. რაღაც გაგებით, შესაძლებელია მოხდეს დაცვის დონის დაწევის გამართლება, რადგან მომხმარებელი მაინც შემოწმებულ ვერსიას ხედავს. ამ შემთხვევაში, მივიღებთ 20% (თუ რამდენიც არის) სასარგებლო რედაქტირებებს ანონიმების მხრიდან. თარგებს კი ჭირდება დაცვა, ისინი მრავალ სტატიაშია გამოყენებული.—G.G. 18:55, 17 აპრილი 2011 (UTC)
ტერიტორიული ორგანოები
„ცანგალა გახსოვს ადრე გვქონდა სადღაც განხილვა (ან პირადი საუბარი, ვერ ვიხსენებ) საკრებულო, თემი თუ ტერიტორიული ორგანო. მერე ამაზე ვისაუბრეთ ვიკიშეხვედრაზეც. ახლა ბმული, რომ ჩავამატე ამ სტატიას ეს გამახსენდა. აბა გადახედე ამ საიტს [1], მახსოვს ადრე კანონიც გამოგიგზავნე სკაიპით, ტერიტორიული მოწყობის შესახებ, სადაც მსგავსი რამე ეწერა. მოდი გადავწყვიტოთ რა დავწეროთ ხოლმე. — ჯაბა ლაბა 18:55, 10 აპრილი 2011 (UTC)
მოდი გავაკეთოთ ეს ახალი სტატია ტერიტორიული ორგანო, მართალი ხარ ამაში.
ისე ყავახნაში გადავიტანოთ ეს ნაწერი მართლა ჯობს. — ჯაბა ლაბა 20:28, 10 აპრილი 2011 (UTC)
| |
(zangala-ს განხილვის გვერდიდან)
|
ანუ ყველგან უნდა შეიცვალოს სიტყვა საკრებულო სიტყვით ტერიტორიული ორგანო?--გიორგი 11:24, 15 აპრილი 2011 (UTC)
- კანონს რომ გადავხედე ზუსტად მასეა საჭირო. — ჯაბა ლაბა 13:57, 15 აპრილი 2011 (UTC)
- იქნება შერულებული.--გიორგი 14:00, 15 აპრილი 2011 (UTC)
- გასაგებია, მაგრამ მოდი ჯერ გრიგოლს დაველოდოთ. — ჯაბა ლაბა 14:20, 15 აპრილი 2011 (UTC)
- რასა ვიქმნთ? — ჯაბა ლაბა 18:02, 20 აპრილი 2011 (UTC)
- ე.ი. დარწმუნებულები ხართ? თბილისის საკრებულო რომ იხმარება - ის რა არის? --ცანგალა (გ) 19:48, 20 აპრილი 2011 (UTC)
- დარწმუნებული ვარ რადგან კანონმდებლობაში (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ) მასე წერია. თბილისის შესახებ კი კანონში წერია: "ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის — თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით." რაც ნიშნავს რომ თბილისი ზოგად წესს "არ ემორჩილება". — ჯაბა ლაბა 20:06, 20 აპრილი 2011 (UTC)
- როგორც მე გავიგე თემები უნდა შეიცვალოს ტერიტორიული ორგანოთი?--Δαβίδ 20:24, 20 აპრილი 2011 (UTC)
- დიახ. თემი და საკრებულო. — ჯაბა ლაბა 20:30, 20 აპრილი 2011 (UTC)
- მაშინ ინფოდაფა დასახლებაშიც შევცვლი--Δαβίδ 20:37, 20 აპრილი 2011 (UTC)
- თემსა და საკრებულოს შორის რამე განსხვავება არის?--ცანგალა (გ) 13:20, 21 აპრილი 2011 (UTC)
- არ იჩქაროთ, გთხოვთ! კანონმდებლობას არ ენდოთ, ზოგჯერ ზოგადია! გთხოვთ, დამიცადეთ ერთი–ორი დღე აღდგომის მერე. — დავით პასუხი 13:30, 21 აპრილი 2011 (UTC)
- ჯაბა, რაღაცის გარკვევას ვცდილობ (აქამდე არც ვიცოდი ამაზე თუ იყო განხილვა) და თუ მიმითითებ, რომელ კანონში წერია, დამეხმარები. მადლობა. — დავით პასუხი 13:41, 21 აპრილი 2011 (UTC)
- არ იჩქაროთ, გთხოვთ! კანონმდებლობას არ ენდოთ, ზოგჯერ ზოგადია! გთხოვთ, დამიცადეთ ერთი–ორი დღე აღდგომის მერე. — დავით პასუხი 13:30, 21 აპრილი 2011 (UTC)
მემგონი ვიჩქარეთ შეცვლა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საიტზე წავაწყდი ამ ცხრილს სადაც წერია ტერიტორიული ორგანო და ქვევით ქალაქი და თემია მითითებული, როგორც მე აქედან მივხვდი თემები არ არის შესაცვლელი ის უნდა დარჩეს რადგანაც მაგ ცხრილში ტერიტორიულ ორგანოს განეკუთვნება როგორც თემები ისე ქალაქი სენაკიც.--Δαβίδ 22:51, 22 აპრილი 2011 (UTC)
- უკვე შეცვალეთ? :( ხომ გთხოვეთ, რომ დაიცადეთ მეთქი... (თუ დავაგვიანე? ცუდია რომ თავიდანვე არ მივაქციე ყურადღება). კანონებს ნუ დაუჯერებთ ხოლმე ბრმად. მარტივ მაგალითს მოვიყვან: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ერთი და იმავე სტრუქტურული ერთეულის აღსანიშნავად ერთგან გამოყენებულია დახურული სხდომა, ხოლო მეორეგან პლენუმი. უპირატესობას პლენუმს ანიჭებენ, კაცმა არ იცის რატომ... კანონში ორივეა გამოყენებული. კიდევ სხვა მაგალითი: სამოქალაქო კოდექსში 65–ე (3) მუხლში წერია, რომ X შემთხვევაში საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმება, მაშინ როცა ეს ორგანო რეალურად არ არსებობს... იმავე კოდექსის 1278–ე მუხლი გვეუბნება, რომ ამ ორგანოს ჰქვია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან რაღაც სხვა კიდევ... ასე რომ, კანონები არაა ყოველთვის ენის ნორმები და ხშირად არ უნდა ვენდოთ. სხვა
დროს, გთხოვთ, თუკი რაიმე კანონს განვიხილავთ ვიკიპედიაში, მეც გამაგებინეთ ხოლმე, თუ ვერ ვნახე მე თვითონ :). შეიძლება ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ მაინც :). რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თვითონ ჯაბას მიერ მითითებული ერთ–ერთი საიტიდან მეც იგივე დასკვნა გამოვიტანე, რაც დათომ: როგორც ჩანს, ტერიტორიული ორგანო ზოგადი ტერმინია და მოიცავს ქალაქებს, დაბასა და თემებს. — დავით პასუხი 05:59, 23 აპრილი 2011 (UTC) დათო მე ინფოდაფა დასახლებაში შევცვალე და ორი მუნიციპალიტეტის სოფლებში. ე.ი უკან დავაბრუნებ ცვლილებებს ტერიტორიული ორგანოდან → თემებზე თუ წინააღმდეგი არავინ არის--Δαβίδ 08:09, 23 აპრილი 2011 (UTC)
- აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ტერიტორიული ორგანო მხოლოდ ზოგადი ტერმინია და ეხება ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს --Δαβίδ 08:17, 23 აპრილი 2011 (UTC)
- დათო, ბოლო ბმული მოწმობს მხოლოდ ერთს - ტერიტორიული ორგანო არ არის - „სოფელი“, „თემი“, „დაბა“ ან „ქალაქი“, არამედ მათი (დასახლებების) გამგეობების ორგანო. თვითონ სიტყვას დაუკვირდით - ორგანო, მმართველობის სტრუქტუტული ერთეულია და არა დასახლების. (აი მაგ.: ტერიტორიული ორგანოები თემებში, რუსთავის ტერიტორიული ორგანოები , კანონი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ, ჩვენი სტატია ნახეთ შესავალში რა წერია ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს — ქ. თბილისის ტერიტორიული ორგანოს და აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის — ქ. თბილისის მერიის მეშვეობით. სულაც ეს ნიუსი იხილეთ: სახელმწიფო რეესტრის პირველი ტერიტორიული ორგანო რუსთავში გაიხსნა).
ხოლო დასახლებები მოხსენიებულია, როგორც ტერიტორიული ერთეული. --Rastrelli F 09:09, 23 აპრილი 2011 (UTC)
- მე ახლა გამოვიტანე ასეთი დასკვნა: საქართველო იყოფა ადმინისტრაციულად ასეთ დონეებად: მხარე და მასთან გათანაბრებული ქალაქი თბილისი → მუნიციპალიტეტები, მათთან გათანაბრებული თბილისის რაიონები და თვითმმართველი ქალაქები → ტერიტორიული ორგანოები. ამ უკანასკნელში არაა განსხვავებული ტიპები? ქალაქში არსებული ტერიტორიული ორგანოები და
რაიონებშიმუნიციპალიტეტებში არსებული, ორივეს ერთი სახელი აქვთ? იქნებრაიონებისმუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ორგანოებს თემები ჰქვია? — დავით პასუხი 09:35, 23 აპრილი 2011 (UTC)
- მე ახლა გამოვიტანე ასეთი დასკვნა: საქართველო იყოფა ადმინისტრაციულად ასეთ დონეებად: მხარე და მასთან გათანაბრებული ქალაქი თბილისი → მუნიციპალიტეტები, მათთან გათანაბრებული თბილისის რაიონები და თვითმმართველი ქალაქები → ტერიტორიული ორგანოები. ამ უკანასკნელში არაა განსხვავებული ტიპები? ქალაქში არსებული ტერიტორიული ორგანოები და
- დათო1010-ს: როგორც ჩანს ვიჩქარე თემების. თემი უნდა დარჩეს, მაგრამ საკრებულო გამორიცხულია უნდა წაიშალოს. სწორი გამოთქმაა ქვიშხეთის თემის ტერიტორიული ორგანო.
- დათო დოიჩლანდს: კანონი ზემოთ უკვე მითითებული მაქვს. გეთანხმები კანონის ზოგადობაში. ისე რამდენჯერმე თუ არ გადაიკითხა ადამიანმა კანონი ვერას გახდება. :)
- ცანგალას:თემი კანონის მიხედვით არის დასახლებათა გაერთიანება, ხოლო საკრებულო – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. აქედან გამომდინარე არასწორია ეწეროს სადმე რომ ესა თუ ის სოფელი შედის რომელიმე სოფლის საკრებულოში. — ჯაბა ლაბა 14:16, 25 აპრილი 2011 (UTC)
- ჯაბა, რა ვქნა, ვერ ვნახე ამ განხილვაში ბმული კანონზე. ზემოთ ამბობ, რომ ცანგალას გაუგზავნე კანონი, მაგრამ ბმულს ან მე ვერ ვხედავ, ან შენ გეშლება... ქვემოთაც დადე რა. რაც შეეხება საკრებულოს: მხოლოდ ჩემი ვარაუდია: თემი – ესაა ტერიტორიული ორგანო, ხოლო საკრებულო – ესაა თემის მმართველი ორგანო, ან რაღაც ამდაგვარი... უფრო ნათელი რომ იყოს, ასეთი შედარებაც შეიძლება: თბილისი – თბილისის მერია, თემი – თემის საკრებულო. — დავით პასუხი 14:21, 25 აპრილი 2011 (UTC)
- დათო იკითხე: თუ მიმითითებ, რომელ კანონში წერია, დამეხმარები. მაშინ როცა მანამდე სრულად მეწერა კანონს სახელი (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ). ბმული არ გიკითხია, ახლა იკითხე? ა ბატონო, გადახედე, მჯერა უკეთ გამოიტან დასკვნებს ვიდრე მე. — ჯაბა ლაბა 14:28, 25 აპრილი 2011 (UTC)
- გმადლობ, შევეცდები :), თუმცა მე სხვა რამეს ვაპირებ... არაფერი არ შეცვალოთ, გთხოვთ, დამიცადეთ. — დავით პასუხი 14:31, 25 აპრილი 2011 (UTC)
- არაფრის. გელოდები, შეცვლასაც არ ვაპირებ ერთპიროვნულად. :) — ჯაბა ლაბა 14:36, 25 აპრილი 2011 (UTC)
- დათო იკითხე: თუ მიმითითებ, რომელ კანონში წერია, დამეხმარები. მაშინ როცა მანამდე სრულად მეწერა კანონს სახელი (ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ). ბმული არ გიკითხია, ახლა იკითხე? ა ბატონო, გადახედე, მჯერა უკეთ გამოიტან დასკვნებს ვიდრე მე. — ჯაბა ლაბა 14:28, 25 აპრილი 2011 (UTC)
რასტრელის განმარტება ზემოთ არის საკმაოდ ზუსტი, უბრალოდ აქვე კანონის ციტატასაც გაჩვენებთ. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონი, მუხლი 1, პუნქტი "ზ". კანონი შეგიძლიათ აქ ნახოთ
ცოტა განმარტებაც. მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები (თბილისიც) იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეული შეიძლება იყოს ერთი დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი), ან დასახლებათა გაერთიანება (თემი). ქალაქში კი ასეთია უბანი. მაგალითად სოფელი აწყვიტა არის ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, ასევე დაბა ასპინძაც წარმოადგენს ამ მუნიციპალიტეტის ადმ. ერთეულს. ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულია ტოლოში, რომელიც წარმოადგენს ორი სოფლის: საკუთრივ ტოლოშისა და ხერთვისის გაერთიანებას. კანონი ასეთ გაერთიანებას უწოდებს თემს. ქალაქში შექმნილ ასეთივე ერთეულს ქვია უბანი. მაგ. ფოთში არის ასეთი ოთხი უბანი: მალთაყვა, კუნძული, ცენტრი და ნაბადა. ახლა ტერიტორიული ორგანოს შესახებ: ეს არის მხოლოდდამხოლოდ მმართველობითი დაწესებულების დასახელება და არავითარ შემთხვევაში ადგილის/ტერიტორიის. ანუ ეს არის რამდენიმე თანამდებობის პირი (რწმუნებული + 2 ან სამი სპეციალისტი, რაოდენობა დამოკიდებულია, სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, უბნის სიდიდეზე), რომელსაც გამგეობა ნიშნავს ადმინისტრაციულ ერთეულში. საბოლოო ჯამში ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ასეთი ფორმულირება: "სოფელი .... არის ტეროტორიული ორგანოს ცენტრი" მაგ: ქვემო მაჩხაანი. როგორ შეიძლება სოფელი იყოს ორგანოს/დაწესებულების ნაწილი ან ცენტრი? მაგ სოლოლაკი ძველი თბილისის რაიონის ნაწილია თუ ძველი თბილისის რაიონის გამგეობის? ამიტომ ყველგან, სადაც რამდენიმე დასახლების გაერთიანებაზეა საუბარი უნდა გამოიყენებოდეს სიტყვა თემი. --M. განხილვაწვლილი 13:39, 27 აპრილი 2011 (UTC)
- შესაძლებელია კანონებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ აბა რას ნიშნავს ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლები? დავიჯერო ამ ვებ-გვერდის ორგანიზატორებს დამხარდამჭერებს ასეთი მარტივი შეცდომები მოსდით? — ჯაბა ლაბა 16:44, 27 აპრილი 2011 (UTC)
- ჯაბა, რატომ გამორიცხავ შეცდომას, ან გაუგებრობას მაგ საიტზე? აქვე, მოკლედ რომ განვმარტო „ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლები“ - ჩემი აზრით არის იგივე, რაც საკრებულოსთან მიმართებაში თქვი: არასწორია რომელიმე საკრებულოში შემავალი სოფელიო. თუ იურისდიქციის კუთხით განვიხილავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება: სოფელი X შედის Y (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს იურისდიქციაში, მსგავსად - სოფელი X შედის Y-ის ტერიტორიული ორგანოს იურისდიქციაში. --Rastrelli F 20:14, 27 აპრილი 2011 (UTC)
- ე.ი. ფორმულირება სოფელი X შედის Y-ის ტერიტორიული ორგანოს იურისდიქციაში და სოფელი X შედის Y-ის თემში სწორია? საკრებულო როგორც გავიგე ისევე არასწორია, როგორც ტერიტორიული ორგანო? — ჯაბა ლაბა 04:12, 28 აპრილი 2011 (UTC)
- სწორედ. ადრე (2006 წლამდე) სოფლებში, თემებში და ა.შ. საკრებულოები აირჩეოდა, ახლა კი ინიშნება ტერიტორიული ორგანო - რწმუნებული და სპეციალისტები. --M. განხილვაწვლილი 06:29, 28 აპრილი 2011 (UTC)
- ე.ი. ფორმულირება სოფელი X შედის Y-ის ტერიტორიული ორგანოს იურისდიქციაში და სოფელი X შედის Y-ის თემში სწორია? საკრებულო როგორც გავიგე ისევე არასწორია, როგორც ტერიტორიული ორგანო? — ჯაბა ლაბა 04:12, 28 აპრილი 2011 (UTC)
- ჯაბა, რატომ გამორიცხავ შეცდომას, ან გაუგებრობას მაგ საიტზე? აქვე, მოკლედ რომ განვმარტო „ტერიტორიულ ორგანოში შემავალი სოფლები“ - ჩემი აზრით არის იგივე, რაც საკრებულოსთან მიმართებაში თქვი: არასწორია რომელიმე საკრებულოში შემავალი სოფელიო. თუ იურისდიქციის კუთხით განვიხილავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება: სოფელი X შედის Y (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს იურისდიქციაში, მსგავსად - სოფელი X შედის Y-ის ტერიტორიული ორგანოს იურისდიქციაში. --Rastrelli F 20:14, 27 აპრილი 2011 (UTC)
- გასაგებია. ე. ი. სტატიებიდან სიტყვა საკრებულოც ამოსაღებია მაგ. ზემოთ მითითებული ზღუდერის საკრებულო არასწორია და უნდა იყოს ზღუდერის თემი?ჯაბა ლაბა 06:40, 28 აპრილი 2011 (UTC)
- უნდა იყოს ზღუდერის თემი. საკრებულოც ამოსაღებია. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუნიციპალიტეტში ან ქალაქში არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოზეა საუბარი. მაგ: მცხეთის საკრებულო და გამგეობა, ან ბათუმის საკრებულო და მერია და ა.შ. თემის შესახებ სტატიაც ცოტა შევავსე კანონის ნორმებით. და სიტყვამ მოიტანა და ამ საკითხსაც თუ გადავწყვეტთ კარგი იქნება. --M. განხილვაწვლილი 14:21, 28 აპრილი 2011 (UTC)
- თსუ–ში ჩემს ერთ–ერთ ლექტორს ვკითხე, ვაჩვენე ის კანონი, ჯაბამ რომ მიმითითა. წავაკითხე M.-ის წერილი და 100% დაეთანხმა, სწორიაო M.. არ ვიცი რამდენად შეიძლება ერთ ადამიანს დავუჯეროთ, მაგრამ ჩვენზე მეტად გარკვეულია და მგონი უნდა ვენდოთ. გარდა ამისა, M.–იც ერკვევა, როგორც ჩანს, ტერიტორიული მოწყობის საკითხებში, ასე რომ, ერთი კი არა, ორი ადამიანი ამბობს ერთსა და იმავეს – უფრო მეტი საფუძველი გვაქვს, რომ ვენდოთ :)) — დავით პასუხი 08:09, 30 აპრილი 2011 (UTC)
- უნდა იყოს ზღუდერის თემი. საკრებულოც ამოსაღებია. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუნიციპალიტეტში ან ქალაქში არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოზეა საუბარი. მაგ: მცხეთის საკრებულო და გამგეობა, ან ბათუმის საკრებულო და მერია და ა.შ. თემის შესახებ სტატიაც ცოტა შევავსე კანონის ნორმებით. და სიტყვამ მოიტანა და ამ საკითხსაც თუ გადავწყვეტთ კარგი იქნება. --M. განხილვაწვლილი 14:21, 28 აპრილი 2011 (UTC)
- უკვე ვენდე. ახლა დროა დააბრუნებინოთ ბოტს ის ცვლილებები რაც გააკეთეთ. — ჯაბა ლაბა 11:26, 30 აპრილი 2011 (UTC)
ქართული ვიკიპედია ფეიზბუქზე
ამ გვერდის ადმინი ვინცაა შევიდეს აქ და გვერდის მისამართი გაასწოროს =))
- მადლობა...[5]--გიორგი 13:40, 15 აპრილი 2011 (UTC)
- არაფერს ;) რამე თუ დაგჭირდეს ფეიზბუქის გვერდებთან დაკავშირებით მკითხე ხოლმე ყველაფერი ვიცი :დ =)) — Gala =)) განხილვაწვლილი 13:50, 15 აპრილი 2011 (UTC)
რატომ მოხდა ამ თარგის წაშლა?
იქნებ აქ მაინც მიპასუხოს ვინმემ რატომ მოხდა ამ თარგის წაშლა? ყველაფერი წესების დაცვით იყო გაკეთებული. შემოვიტანე ინგლისური ვიკიპედიიდან თავისი ენების ბმულებით რატომ შლით?--Europeanman განხილვაწვლილი 16:29, 15 აპრილი 2011 (UTC)
კი არ წაიშალა, არამედ გადამისამართდა. რაც, რა თქმა უნდა, არასწორი იყო. თქვენს მიერ შემოტანილი ინფოდაფა ძირითადად, როგორც მივხვდი, გეი პორნო-მსახიობების სტატიებში გამოიყენება და საერთოდ არავითარ კავშირშია პიროვნების ჩვეულებრივ ინფოდაფასთან. მით უმეტეს, რომ მასში სპეციფიური დამატებითი ველებიც არის. — BH განხილვაწვლილი 16:44, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ერთი და იგივე ინფოდაფების შექმნას აზრი არა აქვს. სისულელეა ორი სტატიისთვის ახალი ინფოდაფის შექმნა მაშინ, როდესაც არსებობს გაცილებით უფრო კომპლექტური.--გიორგი 18:06, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ფლოიდგეოს: არასწორი კი არა სავსებით სწორი იყო, მაგ ინფოდაფაში, რამდენიმე პარამეტრი იყო, რაც არც ინგლისურშია, მის გარეშე კიდევ შესაძლებელია დატოვება, მაგ პარამეტრით არასოდეს. --ჯაბა ლაბა 18:07, 15 აპრილი 2011 (UTC)
რა თარგიც არ უნდა იყოს, ხომ უნდა მოხდეს განხილვა წაშლამდე? ან რა პარამეტრი იყო ასეთი, რომელიც უცხოურსაც არ აქვს? — BH განხილვაწვლილი 18:22, 15 აპრილი 2011 (UTC)
მეც მაინტერესებს რომელ პარამეტრზე ლაპარაკობთ? ინგლისურის ზუსტი ასლია და განსხვავება საიდან იქნება. ან რატომ არის მაინცდამაინც ამ თარგზე ასეთი ამბავი?--Europeanman განხილვაწვლილი 18:27, 15 აპრილი 2011 (UTC)
- იმიტომ, რომ სისულელა - დაწყებული სახელწოდებით, დამთავრებული შინაარსით - დაწყებული შინაარსის დუბლირებით და დანიშნულების გაუგებრობით.--გიორგი 18:31, 15 აპრილი 2011 (UTC)
მაინც რა არის გაუგებარი სტატიები ეხება გეი მსახიობებს და თუ ჩვეულებრივ მსახიობებზე შეიძლება დაწერა ამათ რა დააშავეს? შინაარსის დუბლირებაზე ლაპარაკი კი სისულელეა, რადგან ქართული ვიკიპედიის სტატიების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური ვიკიპედიებიდან არის დაკოპირებული--Europeanman განხილვაწვლილი 18:38, 15 აპრილი 2011 (UTC)
შინაარსის დუბლირებაზე ევროპელს ვეთანხმები. და საერთოდ, მომაბეზრებელი ხდება, როდესაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებები იჩენს თავს ვიკიპედიაში. მოგვწონს თუ არ მოგვწონს თემატიკა, ’შინაარსის დუბლირება და დანიშნულების გაუგებრობა’ არის ინდივიდუალური აზრი, რომლის ასახვა სტატიებსა და თარგებზე (მათი წაშლით ან წაშლის მოთხოვნით) ეწინააღმდეგება ვიკიპედიის ყველა პრინციპს. — BH განხილვაწვლილი 18:42, 15 აპრილი 2011 (UTC)
- წავიდა დემაგოგია... სტატიებს არ ვეხები (თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა სისულელეში გადაღებული "მსახიობი" სხვა საკითხია). თარგების სახელთა სივრცის დანაგვიანება დუბლირებული თარგებით ki დაუშვებელია. --გიორგი 18:45, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ერთი ის მითხარი, თუ ვითომ მსახიობები არანაირად განსხვავდებიან ჩვეულებრივებისგან. {{ინფოდაფა_მსახიობი}} რატომ არ იყენებთ ერთი? --გიორგი 18:48, 15 აპრილი 2011 (UTC)
- წავიდა დემაგოგია... სტატიებს არ ვეხები (თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია რაღაცა სისულელეში გადაღებული "მსახიობი" სხვა საკითხია). თარგების სახელთა სივრცის დანაგვიანება დუბლირებული თარგებით ki დაუშვებელია. --გიორგი 18:45, 15 აპრილი 2011 (UTC)
სტატიებში შენი ქმედებები არც მიგულისხმია. მე ზოგადად ვთქვი. აი სისულელეში გადაღებული მსახიობი რამდენად მნიშვნელოვანია, ეგ მაშინ დადგინდება, როდესაც საბოლოოდ დადგინდება, რისი წერა შეიძლება ჩვენთან და რისი არა. ის, რომ ჩვენ ახლა აქ ვზივართ და ამას განვიხილავთ, სწორედ იმის შედეგია, რომ არ ვიცით, ვიკიპედიურია თუ არა პორნომსახიობთა ჟამთაღწერა. — BH განხილვაწვლილი 18:51, 15 აპრილი 2011 (UTC)
- მათზე სტატიების წერა ვერ აიკრძალება. მაგრამ მათი გულისთვის სპეციალური ინფოდაფებისა და მისთ. შექმნა, მაშინ როდესაც იგივე შინაარსის სხვა თარგები არსებობს, არის სისულელე. ხოლო ის, რომ კრიტერიუმები საჭიროა, ამაშ გეთანხმები.--გიორგი 18:54, 15 აპრილი 2011 (UTC)
შეგიძლიათ შეადაროთ მაგ ორი თარგის შინაარსი და მიხვდებით რატომაც არის საჭირო ცალკე თარგი, რომ არსებობდეს. სწორედ მაგიტომ არის ინფლისურშიც ცალკე თარგად არა ინფოდაფა მსახიობთან. ისე მაინტერესებს რატომ წყვეტთ ერთპიროვნულად რა უნდა დარჩეს და რა წაიშალოს?--Europeanman განხილვაწვლილი 18:54, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ინგლისურიდან ნაგვის გადატანა ქართულ ვიკიპედიაში მიუღებელია. თუ გსურთ ქართულ ვიკიპედიაში არსებული წესისა და ტრადიციების დარღვევა ორი სტატიის გულისთვის, მაშინ ვიკიპედია და პირადი ბლოგი გეშლებათ. რაც შეეხება იმას, თუ რა მაძლევს უფლებას ვილაპარაკო ვიკიპედიის წესებსა და ტრადიციებზე, არის ის, რომ მე ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი ვარ. და აი თქვენ ვინ მოგცათ ნება პროექტში არსებული წესების დარღვევისა - აი ეს კარგი კითხვაა. თუ გინდათ წეროთ თქვენთვის საინტერესო თემაზე, ამას არ გიშლით, მაგრამ მოქმედი წესების დარღვევა დაუშვებელია.--გიორგი 19:02, 15 აპრილი 2011 (UTC)
მაჩვენეთ წესი სადაც წერია, რომ მსგავსი შინაარსის თარგების შექმნა აკრძალულია და წესების დარღვევაა?--Europeanman განხილვაწვლილი 19:04, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ჯერ ეს ერთი, თქვენთან ბრუდერშაფტზე არ დამილევია და მოვითხოვ, ზრდილობიანად მიმართოთ ვიკიპედიის ყველა მომხმარებელს - ამას ზრდილობა მოითხოვს. მეორე, გარდა წერილობითი წესებისა, არსებობს საღი აზრი და გონება. თქვენ თავს კითხეთ - საჭიროა თუ არა ერთსა და იმავე თემატიკაზე ერთნაირი ინფოდაფები? --გიორგი 19:09, 15 აპრილი 2011 (UTC)
მე ზრდილობიანად გელაპარაკებით უბრალოდ თქვენ ცდილობთ ახალი წესების მოგონებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ყველა ვიკიპედიაში ერთნაირი წესები მოქმედებს და თუ ინგლისურენოვანში დაშვებულია ე.ი აქაც შეიძლება მსგავსი თარგები იყოს. უკვე გითხარით, რომ შეადარეთ ორივე ტარგი და ნახავთ, რომ სახელის და დაბადების თარირის გარდა ბევრი სხვაობაა, რომელიც ჩვეულებრივი მსახიობის თარგში ვერ იქნება--Europeanman განხილვაწვლილი 19:14, 15 აპრილი 2011 (UTC)
- ვიკიპედიებში წესები არ ემთხვევა. ამაში დარწმუნება კი თავად შეგიძლიათ თუნდაც გერმანული და ინგლისური ვიკიპედიების შედარებით. რატომ ვერ იქნება ჩვეულებრივი მსახიობის თარგში ეს ინფორმაცია? რა ინფორმაციაა ეგეთი?--გიორგი 19:16, 15 აპრილი 2011 (UTC)
კარგით მაშინ თუ განსხვავებას ვერ ხედავთ ეს გრაფები ჩაამატეთ და იყოს ეგრე | სქესი = ქალი/მამაკაცი | სიმაღლე = | წონა = | გაზომვები = | ასოსზომა = yes/no (default is no) | თვალის ფერი = | თმის ფერი = | კანის ფერი = | ეთნიკურობა = | iafd = -| egafd = -| bgafd = -| imdb = -| afdb = id#/სახელი -| eurobabeindex = --Europeanman განხილვაწვლილი 19:21, 15 აპრილი 2011 (UTC)
როგორც ვატყობ ამ კატეგორიებს ჩვეულებრივი მსახიობის თარგში არავინ არ ჩასვამს, ამიტო უნდა აღდგეს ის თარგი იმ ფორმით რომლითაც იყო--Europeanman განხილვაწვლილი 19:34, 15 აპრილი 2011 (UTC)
მე შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მოვიყვან მაგალითს. გვაქვს თარგი:ინფოდაფა პერსონაჟი. თეორიულად ამ თარგის გამოყენება ბევრ სტატიაში შეიძლება. მაგრამ გაკეთებული მაქვს სხვა სპეციფიური ინფოდაფები. მაგ.: თარგი:ინფოდაფა ვო პერსონაჟი და თარგი:ტოლკინისგმირი (ეს უკანასკნელი უბრალოდ ინფოდაფაზე უნდა გადავიტანო), სადაც ისეთი ველებია, რომლებსაც ძირითად ინფოდაფაში ვერ ჩაწერ (პერსონაჟის რასა, გალაქტიკა, იარაღი და მსგავსი). — BH განხილვაწვლილი 19:40, 15 აპრილი 2011 (UTC)
- მოთხოვნილი ცვლილებები ჩამატებული შესაბამის თარგში. დოკუმენტაციის გვერდის განახლებას მომთხოვნზე ვტოვებ.--გიორგი 19:49, 15 აპრილი 2011 (UTC)
ეთნიკურობა არის დასამატებელი და ასევე ასოს ზომაც არ ჩანს ჯეფ პალმერი თარგის ქვემოთა ნაწილში ცუდად ჩანს ყველაფერი ცალ-ცაკეა ყვითლად გაყოფილი და საჭიროა ისე გაკეთდეს როგორც ზედა ნაწილია--Europeanman განხილვაწვლილი 20:12, 15 აპრილი 2011 (UTC)
ახალ გვერდებში ყვითელი ხაზი
ზოგ ახალ გვერდს ჩამონათვალში ყვითელი ფონი აქვს. რას ნიშნავს?--გოტა (მომწერე) 16:13, 17 აპრილი 2011 (UTC)
- ჩემთან არაფერი ჩანს--Tornike 16:17, 17 აპრილი 2011 (UTC)
შეუმოწმებელს თუ პირიქით შემოწმებულს ნიშნავს--თეიმურაზი (გ) 16:23, 17 აპრილი 2011 (UTC)
- შეუმოწმებელს.—G.G. 17:46, 17 აპრილი 2011 (UTC)
This file ფაილი:Vepkhistkaosani zichy.jpg uploaded to commons from ka.wikipedia. I need that admin check who was the original uploader and the original date of upload, just to credit him as the original uploader. Geagea განხილვაწვლილი 17:56, 17 აპრილი 2011 (UTC)
- ფაილის ისტორია:
- 00:48, 28 აგვისტო 2007 . . Air sign (Talk) 1,834×2,669 (1,488,245 ბაიტი).—G.G. 18:11, 17 აპრილი 2011 (UTC)
- Didi madloba. Geagea განხილვაწვლილი 18:26, 17 აპრილი 2011 (UTC)
- არაფრის. :) Always Welcome. —G.G. 18:33, 17 აპრილი 2011 (UTC)
- Didi madloba. Geagea განხილვაწვლილი 18:26, 17 აპრილი 2011 (UTC)
გილოცავთ
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ღვთის მადლი გფარავეთ.
ქრისტე აღსდგა!— დიქსტოსა განხილვაწვლილი 20:11, 23 აპრილი 2011 (UTC)
ჭეშმარიტად. მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. — BH განხილვაწვლილი 20:22, 23 აპრილი 2011 (UTC)
- Христос Воскрес!!!
- ქრისტე აღსდგა!
- !ܡܫܝܚܐ ܩܡܠܗ
- Mesîh Zêndî bû!
- ハリストス復活!
- Чырысти райгас!
- المسيح قام
- Χριστός α̉νέστη!
- Քրիստոս յարեաւ ի մեռելոց՜
- Christ est ressuscité !
- Chrystus zmartwychwstał!
- !המשיח קם
- ക്രിസ്തു ഉയിര്ത്തെഴുന്നേറ്റു!
- Christus resurrexit!
— თეიმურაზი (გ) 21:35, 23 აპრილი 2011 (UTC)
ვუერთდები მილოცვებს, თუმცა ნაკლებ ენებზე.—G.G. 05:56, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა! :) თემურ, მგონი გერმანული გამოგრჩა :) Christus ist auferstanden! ყველა მართლმადიდებელს, კათოლიკეს, მონოფიზიტს და დიოფიზიტს გილოცავთ! :) — დავით პასუხი 06:33, 24 აპრილი 2011 (UTC)
- მიაფიზიტს, დიაფიზიტსა და პროტესტანტს :)--თეიმურაზი (გ) 07:57, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ვუერთდები, გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. – BruTe (გ) 08:05, 24 აპრილი 2011 (UTC)
- მრავალს დაესწარით! --Rastrelli F 11:11, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს! GIO→13 (გ) 12:04, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ქრისტე აღსდგა! გილოცავთ.--Ouzo განხილვაწვლილი 17:29, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს! GIO→13 (გ) 12:04, 24 აპრილი 2011 (UTC)
- მრავალს დაესწარით! --Rastrelli F 11:11, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ვუერთდები, გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. – BruTe (გ) 08:05, 24 აპრილი 2011 (UTC)
- მიაფიზიტს, დიაფიზიტსა და პროტესტანტს :)--თეიმურაზი (გ) 07:57, 24 აპრილი 2011 (UTC)
ყველაზე მეტ ენაზე არსებული რჩეული სტატია
ისე მაინტერესებს. თქვენ რომელი გინახავთ?
ალბათ მარტო სტატიის სიდიდე არ არის გადამწყვეტი შეფასებისას და მისი საინტერესობაც დიდად მნიშვნელოვანია. ამიტომ აბა რაები იცით თქვით. მე ეხლა ეს შემხვდა ყველაზე მეტ ენაზე არსებული რჩეული სტატია. 7 რჩეული + 1 კარგი — დიქსტოსა განხილვაწვლილი 10:08, 24 აპრილი 2011 (UTC)
- 6 ენაზეა ეგ სტატია რჩეული. მაგრამ აზრი? ეხლა ამ სტატიას გადავხედე, 6 რჩეული + 2 კარგი.—G.G. 10:53, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ნუ ხო, მეტალიკა ალბათ ამაღელვებლად კარგი წასაკითხი არ იქნება. თუმცა ეს შეიძლება 11 რჩეული + 6 კარგი— დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:07, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ვისთვის როგორ.—G.G. 13:54, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის? :D — დავით პასუხი 17:30, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ვისთვის როგორ.—G.G. 13:54, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ნუ ხო, მეტალიკა ალბათ ამაღელვებლად კარგი წასაკითხი არ იქნება. თუმცა ეს შეიძლება 11 რჩეული + 6 კარგი— დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:07, 24 აპრილი 2011 (UTC)
დობილი პროექტების თარგები
ვიკიპედიელნო, მინდა შემოგთავაზოთ დობილი პროექტების თარგების ({{Commonscat}}, {{ვიქსიკონი}}) დიზაინის ცვლილება ქართულ ვიკიპედიაში. ჩვენი თარგები გაკეთებულია ინგლისური ვიკიპედიის მიხედვით. მე ვთვლი, რომ გერმანულში უკეთესი აქვთ. აი, მაგალითად ამ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ, როგორ აქვთ საწყობის ბმული გაკეთებული სექციაში Weblinks. ასეთ თარგს ქართულ ვიკიპედიაში ერთი პლიუსიც ექნება: აღარ მოხდება ისეთი საშინელი წყობა სტატიაში, როგორიც აქ მოხდა — საწყობის თარგი ფაქტობრივად ტყუილადაა ჩაგდებული, არ ჩანს. რას იტყვით? — დავით პასუხი 17:48, 24 აპრილი 2011 (UTC)
- არა. ამაში გერმანელებს არ ვეთანხმები. ა) გამოყოფა აკლია საკმაოდ, გარდა ამისა ეს წყობა უფრო აპრობირებულია ვიკიპედიათა უმრავლესობაში.--გიორგი 17:51, 24 აპრილი 2011 (UTC)
- გამოყოფაში რას გულისხმობ? რომ ვიკიმედიის პროექტები ცალკე იყოს? – ვფიქრობ გამოყოფილია: მუქი შრიფტითაა და წინ ლოგოც აქვს. აპრობირებული რომაა ეს რას ნიშნავს? ახალი ამბავია, რომ ვიკიპედიათა უმრავლესობა (რომელშიც ეს წყობაა აპრობირებული) ნაგავია (ბოდიში)? :)) გერმანულ წყობას ორი დადებითი თვისება აქვს: ლამაზია (ჩემთვის, ყოველი შემთხვევისთვის) და გრძელ ინფოდაფასთან თავსებადია მშვენივრად, რასაც ინგლისურ ვარიანტზე ვერ ვიტყვით. რა აქვს ამ უკანასკნელს დადებითი? — დავით პასუხი 18:00, 24 აპრილი 2011 (UTC)
- დათო, მთავარი პლუსი რაც გერმანულს აქვს არის შემდეგი: საწყობის საიტი ისეთივე რესურსია ინტერნეტში, როგორც სხვა ნებისმიერი საიტი, იმ განსხვავებით, რომ დობილი პროექტია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწყობის თარგი ინტერნეტრესურსების სექციაში ისმება. დობილობას კი, საკმარისად უსვამს ხაზს ლოგო. მე პირადად გერმანულს ვარჩევდი. --Rastrelli F
18:23, 24 აპრილი 2011 (UTC)18:24, 24 აპრილი 2011 (UTC)- მასეთი თარგი უკვე არსებობს (დაახ. 2 წელია): თარგი:Commons-inline. თუ ვცდები, მითხარით.—G.G. 06:34, 25 აპრილი 2011 (UTC)
- დათო, მთავარი პლუსი რაც გერმანულს აქვს არის შემდეგი: საწყობის საიტი ისეთივე რესურსია ინტერნეტში, როგორც სხვა ნებისმიერი საიტი, იმ განსხვავებით, რომ დობილი პროექტია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ საწყობის თარგი ინტერნეტრესურსების სექციაში ისმება. დობილობას კი, საკმარისად უსვამს ხაზს ლოგო. მე პირადად გერმანულს ვარჩევდი. --Rastrelli F
- გამოყოფაში რას გულისხმობ? რომ ვიკიმედიის პროექტები ცალკე იყოს? – ვფიქრობ გამოყოფილია: მუქი შრიფტითაა და წინ ლოგოც აქვს. აპრობირებული რომაა ეს რას ნიშნავს? ახალი ამბავია, რომ ვიკიპედიათა უმრავლესობა (რომელშიც ეს წყობაა აპრობირებული) ნაგავია (ბოდიში)? :)) გერმანულ წყობას ორი დადებითი თვისება აქვს: ლამაზია (ჩემთვის, ყოველი შემთხვევისთვის) და გრძელ ინფოდაფასთან თავსებადია მშვენივრად, რასაც ინგლისურ ვარიანტზე ვერ ვიტყვით. რა აქვს ამ უკანასკნელს დადებითი? — დავით პასუხი 18:00, 24 აპრილი 2011 (UTC)
- ასეთი შეკითხვა მაქვს: ყველა სტატიებში უნდა შევცვალოთ თარგები თუ ბოტი ამუშავდება?--ცანგალა (გ) 15:52, 4 მაისი 2011 (UTC)
ტრანსკრიპცია-ტრანსლიტერაციის წესები
გამარჯობა. მართლმადიდებლებს გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. საქპატენტის საიტზე აღმოვაჩინე უცხო სიტყვათა ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები. მგონი ზოგჯერ მაინც დაგვეხმარება საკამათო სიტუაციების გადაჭრაში.--Kober განხილვაწვლილი 03:56, 26 აპრილი 2011 (UTC)
- სავარაუდოდ ეგ ჩვენი დახმარების გვერდის ასლია :). — დავით პასუხი 04:08, 26 აპრილი 2011 (UTC)
- მაგარია :)--Kober განხილვაწვლილი 04:10, 26 აპრილი 2011 (UTC)
- ტიტუ, რა ზარმაცია ეგ ხალხი! =))))--თეიმურაზი (გ) 07:51, 30 აპრილი 2011 (UTC)
- აბაა! :)) — დავით პასუხი 08:01, 30 აპრილი 2011 (UTC)
- ტიტუ, რა ზარმაცია ეგ ხალხი! =))))--თეიმურაზი (გ) 07:51, 30 აპრილი 2011 (UTC)
- ცნობისთვის თურქული ენის ნორმები საქპატენტის თანამშრომელმა მომაწოდა.--ცანგალა (გ) 16:13, 11 მაისი 2011 (UTC)
დიოგენეს დაჯილდოება
ვიკიპედიელებო, ვიკიმედია საქართველოსა და დიოგენეს მიერ ჩატარებული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართა ოთხშაბათს, 27 აპრილს. ბოდიშს ვითხოვ, რომ გვიან გატყობინებთ ვიკიპედიელებს... ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ მხოლოდ კონკურსანტების მოწვევა მოვასწარით. გამარჯვებულებს პროექტის გვერდზე დავწერ. — დავით პასუხი 07:26, 30 აპრილი 2011 (UTC)
- იხ. ასევე გაზეთ "24 საათის" რეპორტაჟი ქართული ლიტერატურა "ვიკიპედიაზე" .--გიორგი 11:50, 1 მაისი 2011 (UTC)
ფრენჩაიზი
ზოგიერთ სტატიაში იქითკენ მივექანები რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. ფრენჩაიზი არის ერთ თემასთან დაკავშირებული პროდუქცია, როგორიც არის ფილმები, კომიქსები, სათამაშოები, თამაშები და ა.შ. ახლაც ტერმინატორის თარგს ვაკეთებდი და საერთო სტატიას ინგლისურად ჰქვია Terminator (franchise).
რა ვქნათ ასეთ შემთხვევებში? გამოვიყენოთ სიტყვა ’ფრენჩაიზი’? არის ალტერნატივა - ’სერია’, მაგრამ რისი სერია? --BH განხილვაწვლილი 18:51, 1 მაისი 2011 (UTC)
- რატომაც არა ფრენჩაიზი, ეს სიტყვა ქართულში ამჟამად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით ეკონომიკურ სექტორში. --მიხეილ (გ) 19:05, 1 მაისი 2011 (UTC)
მადლობა, მიხეილ. თუნდაც ამ მიზეზით უკვე შეიძლება გამოყენება. უბრალოდ ცოტა ვერიდებოდისავით. იმედია, სხვები არ იქნებიან უარზე, რომ ასეთი ტერმინი გამოვიყენოთ მსგავს სიტუაციებში. — BH განხილვაწვლილი 19:07, 1 მაისი 2011 (UTC)
- და . ახლა ისმის კითხვა - ეს არის ფრანგული სიტყვა და ქართულად როგორ იქნება. როგორ დამკვიდრდა იმას ნუ იტყვით. ვინ დაამკვიდრა? ე. ი. ფრანგული franchise - როგორ დავწეროთ ქართულად? ფრანშისი? შევქმენი დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში რატომ უნდა შემოვიტანოთ ინგლურიდან როდესაც სიტყვა ფრანგულია? -ცანგალა (გ) 19:19, 1 მაისი 2011 (UTC)
ეს უნდა მოვკითხოთ იმას, ვინც ეკონომიკაში დაამკვიდრა. — BH განხილვაწვლილი 19:22, 1 მაისი 2011 (UTC)
ეს სიტყვა სამართალში გამოიყენება როგორც ფრენშაიზინგი. სამოქალაქო კოდექსი, მ. 607--M. განხილვაწვლილი 19:25, 1 მაისი 2011 (UTC)
- ყოველ შმეთხვევაში, პირადად მე, ქართულ ენაზე გამოცემულ ტურიზმის ლიტერატურაში, ეს სიტყვა მხვდება ხოლმე როგორც ფრენჩაიზი ამ ფრენჩიაზინგი. --მიხეილ (გ) 19:43, 1 მაისი 2011 (UTC)
- en:Franchising და გთხოვ ნახოთ en:Franchise . Franchising ქვეთავებია. ე. ი. ქართულში ყველაფერს ფრენშაიზინგი. დაარქვეს? იქნებ გამიმარტოთ.-ცანგალა (გ) 20:02, 1 მაისი 2011 (UTC)
- ამგვარ ტერმინებში შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. ხელშეკრულებები, რომელთაც ქართულად სახელი ვერ მოუძებნეს, სწორედ სამოქალაქო კოდექსშია მოწესრიგებული და პირველი წყარო ისაა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულებას ჰქვია ფრენშაიზინგი (საქ. ს. კ. მ. 607), ხოლო ხელშეკრულების მხარეებს ფრენშაიზის მიმცემი (საქ. ს. კ. მ. 608) და ფრენშაიზის მიმღები (საქ. ს. კ. მ. 609). გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ტერმინები. სხვა ყველა დამკვიდრებული არასწორია. — დავით პასუხი 05:10, 2 მაისი 2011 (UTC)
- მე ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად შემხვედრია ფრენჩაიზი ამ ფრენჩიაზინგიც, მათ შორის უფრო ხშირად პირველი. ფრენშაიზი(ნგი) არ შემხვედრია, მაგრამ თუ სამოქალაქო კოდექსში ასე წერია...—G.G. 05:30, 2 მაისი 2011 (UTC)
- სამოქალაქო კოდექსი ადგენს ზუსტ დასახელებებს ქართულად ხელშეკრულებებისას. — დავით პასუხი 05:41, 2 მაისი 2011 (UTC)
- მე ეკონომიკურ ლიტერატურაში ხშირად შემხვედრია ფრენჩაიზი ამ ფრენჩიაზინგიც, მათ შორის უფრო ხშირად პირველი. ფრენშაიზი(ნგი) არ შემხვედრია, მაგრამ თუ სამოქალაქო კოდექსში ასე წერია...—G.G. 05:30, 2 მაისი 2011 (UTC)
- ამგვარ ტერმინებში შეგვიძლია ვენდოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. ხელშეკრულებები, რომელთაც ქართულად სახელი ვერ მოუძებნეს, სწორედ სამოქალაქო კოდექსშია მოწესრიგებული და პირველი წყარო ისაა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულებას ჰქვია ფრენშაიზინგი (საქ. ს. კ. მ. 607), ხოლო ხელშეკრულების მხარეებს ფრენშაიზის მიმცემი (საქ. ს. კ. მ. 608) და ფრენშაიზის მიმღები (საქ. ს. კ. მ. 609). გთხოვთ, გამოიყენეთ ეს ტერმინები. სხვა ყველა დამკვიდრებული არასწორია. — დავით პასუხი 05:10, 2 მაისი 2011 (UTC)
- en:Franchising და გთხოვ ნახოთ en:Franchise . Franchising ქვეთავებია. ე. ი. ქართულში ყველაფერს ფრენშაიზინგი. დაარქვეს? იქნებ გამიმარტოთ.-ცანგალა (გ) 20:02, 1 მაისი 2011 (UTC)
Multilingual Challenge
ცხადდება დერბის მრავალენოვანი შეჯიბრი ეს არის ვიკიპედიის პირველი მრავალენოვანი თანამშრომლობა. ყველა ვიკიპედიელს შეუძლია მონაწილეობის მიღება, ვიკიპედიის ნებისმიერ ენაზე. შეჯიბრი გაგრძელდება 2011 წლის 1 მაისიდან 3 სექტემბრამდე. |
Announcing the Derby Multilingual Challenge This is the first multilingual Wikipedia collaboration. All Wikipedians can take part, in any Wikipedia language. The challenge runs from 1 May until 3 September 2011. |
Andrew Dalby 12:45, 2 მაისი 2011 (UTC)
ტირეები
ემილია-რომანია აქ მაგალითად ართულებს ცხოვრებას რად გვინდა ეს უცნაური უნიკოდის ტირე? გადავაკეთო სადაც დავინახო ხომ ? ხდ— დიქსტოსა განხილვაწვლილი 13:56, 3 მაისი 2011 (UTC)
- ორსიტყვიანი გეოგრაფიული სახელები, ქართულ ენაში მიღებული წესის მიხედვით (მოგვწონს ჩვენ თუ არა), იწერება ტირეთი.—G.G. 05:36, 4 მაისი 2011 (UTC)
- მაგას თუ არ ვცდები დეფისი ქვია, ტირე ორი დეფისის ხელაა და სხვა დანიშნულება აქვს.--Rastrelli F 06:11, 4 მაისი 2011 (UTC)
- ცხოვრებას არაფერი არ ართულებს. ნორმა გვეუბნება და ჩვენ ვიყენებთ. დეფისი ( -) პატარა ხაზი, რომელიც იხმარება სიტყვათა შესაერთებლად და არა ტირე (— ) სასვენი ნიშანი, ჰორიზონტალური ხაზი. (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 1, გვ 462 და 2, გვ. 914, თბ., 1990)--ცანგალა (გ) 16:00, 4 მაისი 2011 (UTC)
ხო მაგრამ ეს ენციკლოპედია არის ელექტრონუილი და ძალიან რთულია მომხმარებლისთვის იმის გახსენება და მიხვედრა და ცოდნა რომ ის ღილაკი პ–ს ზევით(ხდ) არის ტირე და არა დეფისი.დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:02, 14 მაისი 2011 (UTC)
- გამოსავალი რა არის მაშინ? ამის გამო დავარღვიოთ ნორმები? --მიხეილ (გ) 16:05, 14 მაისი 2011 (UTC)
- ნახე აქ რა წერია ეგ პ–ს ზედა ღილაკი ჰაიფენ მინუსია რომელიც გამოყენება სამივესთვის(ტირე, დეფისი, მინუსი) ელექტრონულ სისტემებში.დიქსტოსა განხილვაწვლილი 12:02, 15 მაისი 2011 (UTC)
კი ბატონო, გავეცანი, მაგრამ პირადად მე სალიტერატურო ნორმების დარღვევა ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს. --მიხეილ (გ) 17:08, 15 მაისი 2011 (UTC)
ნატახტარის კონკურსის დაჯილდოვება
ვიკიპედიელებო, ნატახტარიდან შემატყობინეს, რომ კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება ხვალ, ხუთშაბათს, 5 მაისს, გაუ–ში – თბილისი, ჭავჭავაძის 17ა. გარდა კონკურსანტებისა, სხვა ვიკიპედიელებიც თუ ვიქნებით, კარგი იქნება :). მოსვლა ყველას შეუძლია, რა თქმა უნდა :). — დავით პასუხი 11:39, 4 მაისი 2011 (UTC)
- ვისაც რომელ საათზე უნდა? :)) – BruTe (გ) 13:54, 4 მაისი 2011 (UTC)
- :D ხო, დამავიწყდა: 5 საათზე :)) — დავით პასუხი 14:37, 4 მაისი 2011 (UTC)
სამუდამო ბლოკის აკრძალვა IP მისამართებისათვის
ვიკიპედიელთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ ქართული (და ალბათ არა მარტო ქართული) ინტერნეტრეალობიდან გამომდინარე, სამუდამო ბლოკი IP მისამართზე, ცოტა არ იყოს გაუმართლებელია რამდენიმე მიზეზის გამო. ზოგერთი ინტერნეტ-პროვაიდერი თავისი მომხმარებლების IP მისამართს ყოველდღიურად ცვლის (მაგ. მაგთიფიქსი, ვისაც გამოგიცდიათ, მიხვდებით), რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეს თუ შემოვდივარ ვიკიპედიაში, მეორე დღეს შესაძლოა შემეცვალოს IP და ჩემი IP უკვე დაბლოკილი IP აღმოჩნდეს... ამის გამო, სამუდამო ბლოკი IP-ზე გაუმართლებლად მიმაჩნია. სამუდამო ბლოკი შეიძლება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელზე. თუ იზიარებთ ჩემს აზრს, შევთანხმდეთ, რომ არ დავბლოკოთ IP-ები სამუდამოდ. — დავით პასუხი 15:23, 4 მაისი 2011 (UTC)
ერთს ვიტყვი. როგორც დავაკვირდი, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი შემოდის, აფუჭებს და მერე შეიძლება 1 წლის შემდეგ შემოვიდეს. შემიმჩნევია, რომ ერთი და იგივე IPებიდან არიან და ასე ვთქვათ, იგივე ხელწერა აქვთ.
რაც შეეხება ამ საბავშვო ბაღს, რომელიც წამდაუწუმ რეგისტრირდება ან ანონიმურად მოქმედებს, როგორც ადრე ვივარაუდე, უმეტესობა იმიტომ ’ვარჯიშობს’, რომ ამას ავალებს პედაგოგი (ინფორმატიკის ალბათ), როდესაც ასწავლის ინტერნეტის გამოყენებას. ჰო და მათი დიდი რაოდენობა რაიონებიდან არის (წერენ კიდეც - ’მე ვარ ესა და ეს, ვსწავლობ აქა და აქ’ და ლოგიკურად, მაგთიფიქსიდან უნდა იყოს. — BH განხილვაწვლილი 15:31, 4 მაისი 2011 (UTC)
- პედაგოგები რომ ავალებენ, ამაში ვეთანხმები floydgeos, ოღონდ არა მარტო რაიონებში და არა მარტო სკოლებში. ჩემს მეგობარს, რომელიც ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, ანალოგიური დაავალა ინფორმატიკის ლექტორმა და აღუთქვა, რომ კურსის განმავლობაში ვიკიპედიაში მუშაობაც უნდა ასწავლოს. ძალიან კი გამიკვირდა... --მიხეილ (გ) 18:15, 4 მაისი 2011 (UTC)
- ჰეჰ. ილიაში არ ვიცი, მაგრამ სკოლების პედაგოგებს აშკარად არ გაუგიათ ვანდალიზმზე ვიკიპედიაში. — BH განხილვაწვლილი 18:19, 4 მაისი 2011 (UTC)
- მე თუ მკითხავთ, არავითარი ვიკიპედია მაგას არ უნდა. დაიყენონ ვირტუალურ სერვერებზე MediaWiki და აფუჭონ საკუთარ კომპიუტერებში. — BH განხილვაწვლილი 18:26, 4 მაისი 2011 (UTC)
- IP-ზე მეც ვთქვი ჩემი განხილვის გვერდზე მსგავსი და დათოს ვეთანხმები. ვირტუალურ სერვერებზე MediaWiki-ს დაყენება გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს და ურჩევიათ, მზა აფუჭონ ნეტში. დიდ ვიკიპედიებში მიღებული პრაკტიკაა უკვე. თუმცა, მრავალჯერადად შემჩნეული IP-ები შესაძლოა გახდეს ხანგრძლივი ბლოკირების საგანი (1 წლამდე), მაგრამ არა სამუდამოსი. ასეა ინგლისურ ვიკიში და წესებსიც კი აქვთ ჩადებული. —G.G. 18:39, 4 მაისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები Floydgeo (დაიყენონ ვირტუალურ სერვერებზე MediaWiki და აფუჭონ საკუთარ კომპიუტერებში.), ხოლო IP- თან დაბლოკვასთან მიმართებაში ვეთანხმები Dawid Deutschland-ს (ზოგერთი ინტერნეტ-პროვაიდერი თავისი მომხმარებლების IP მისამართს ყოველდღიურად ცვლის (მაგ. მაგთიფიქსი, ვისაც გამოგიცდიათ, მიხვდებით), რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ დღეს თუ შემოვდივარ ვიკიპედიაში, მეორე დღეს შესაძლოა შემეცვალოს IP და ჩემი IP უკვე დაბლოკილი IP აღმოჩნდეს... ), მაგრამ მაქსიმალური დროით დავბლოკოთ.-ცანგალა (გ) 18:48, 4 მაისი 2011 (UTC)
- მეორე საკითხი - როგორ უნდა გააგებინო ეს? სკოლები და უნივერსიტეტები დაიარო? არა და რა ადვილია მაგის დაყენება, არც თარგების კეთება დასჭირდებოდათ. შევლენ, დააჭერენ ღილაკს ’ახალი სტატია’ და აკეთებენ სტატიას. ბოდიში, თემას გადავუხვიე, აღარ გავაგრძელებ ამაზე. — BH განხილვაწვლილი 19:52, 4 მაისი 2011 (UTC)
ნატახტარის დაჯილდოვება და სხვა მრავალი
ძვირფასო ვიკიპედიელებო, დღეს მოხდა "ვიკიმედია საქართველოსა" და "ლუდსახარშ ნატახტარის" მიერ ერთობლივად განხორციელებული კონკურსის შეჯამება და გამარჯვებულების გამოვლენა. გარდა უბრალოდ შეხვედრისა, ჩვენ ასევე განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომელთა შესახებ უფრო დაწვრილებით მოგვიანებით დავწერთ. --გიორგი 16:36, 5 მაისი 2011 (UTC)
- ვულოცავ ყველა გამარჯვებულს. :) – BruTe (გ) 19:15, 5 მაისი 2011 (UTC)
- წარმატებები! --Rastrelli F 20:05, 5 მაისი 2011 (UTC)
- მეც ვულოცავ კიდევ ერთხელ :). — დავით პასუხი 09:09, 6 მაისი 2011 (UTC)
- წარმატებები! --Rastrelli F 20:05, 5 მაისი 2011 (UTC)
- გილოცავთ... --ცანგალა (გ) 14:58, 6 მაისი 2011 (UTC)
- გილოცავთ ყველა მონაწილეს! წარმატებები.—G.G. 15:21, 6 მაისი 2011 (UTC)
წაშალეთ ვინმემ
ვინმემ, ეს და ეს მედიავიკები წაშალეთ რა. რამდენი ხანი ვითმინოთ გაფუჭებული სქოლიო?--გიორგი 18:07, 5 მაისი 2011 (UTC)
მეც ვერ ვხვდები, როდემდე უნდა ვითმინოთ უმოქმედო სქოლიო. არავინ ზრუნავს ამაზე? — BH განხილვაწვლილი 18:28, 5 მაისი 2011 (UTC)
- ეგ კი არა და ახალ გვერდებს გადახედეთ აქ არსებული ნაგვის წამშლელიც აღარავინაა. — ჯაბა ლაბა 18:40, 5 მაისი 2011 (UTC)
წავშალე--Δαβίδ 19:09, 5 მაისი 2011 (UTC)
შავი ფურცლის საქმე შავადაა :)
აბა ნახეთ მსგავსი სტატიები კალენდარს რა უქნა შავმა ფურცელმა. რას დარბის აქეთ-იქეთ ეს წარწერა? იქნებ დროა ერთი ადგილი მივუჩინოთ. — ჯაბა ლაბა 04:04, 6 მაისი 2011 (UTC)
და არა მარტო. ტაქსოდაფებიც. ნებისმიერი შექმნილი ცხრილი. საბედნიეროდ, ზოგიერთ ინფოდაფას ეგ ბედი ასცდა, მაგრამ სხვები მართლა შავ დღეში არიან. აი როგორაა. და გული მიგრძნობს, ეს საკითხიც ისევე მიგდებული დარჩება, როგორც სქოლიოს ბედი. იმიტომ რომ მერამდენე თვეა უკვე ის სქოლიოს ამბავიც მიჩუმდა. — BH განხილვაწვლილი 08:18, 6 მაისი 2011 (UTC)
- ისე, ჩვენს შრის დარჩეს, მაგრამ სქოლიო შესანიშნავად ავამუშავეთ მე და დათომ უკვე ორი დღეა.--გიორგი 08:25, 6 მაისი 2011 (UTC)
- ბოდიში, ჩამოვრჩი. ვივა. მართლა გამიხარდა. — BH განხილვაწვლილი 08:34, 6 მაისი 2011 (UTC)
- იქნებ, მეც მასწავლოთ ეგ ხრიკი - ჩემთან არ მუშაობს.--Rastrelli F 08:46, 6 მაისი 2011 (UTC)
ბრაუზერის ქეში რაღა შუაში იყო? სისტემის გადაყენება მომიწია და იმის შემდეგაც იყო სქოლიოს პრობლემა. — BH განხილვაწვლილი 09:03, 6 მაისი 2011 (UTC)
- ჰმ, არა და, ჩემთან გასწორდა :), აგაშენათ ღმერთმა! --Rastrelli F 09:43, 6 მაისი 2011 (UTC)
- ზოგიერთ ინფოდაფას მართლაც აქვს პრობლემა, ზოგს არა. ხომ არ ჯობია, ინფოდაფებში (რომლებსაც პრობლემა აქვთ) შევცვალოთ კოდირება ისე, რომ თავსებადი იყვნენ მშვენივრად? (თუკი ეს შესაძლებელია საერთოდ ტეხნიკურად). გაწელილი შავი ფურცელი არ მომწონს. გარდა ამისა, გუშინდელ შეხვედრაზე მყოფმა რამდენიმე ვიკიპედიელმა ვთქვით, რომ შავი ფურცელი – ცოტა გაუგებარია, ჯობია ეწეროს უბრალოდ შეუმოწმებელი. — დავით პასუხი 09:54, 6 მაისი 2011 (UTC)
შავი ფურცელი, შავი სანთლები, კატა და გადაბრუნებული ჯვრები. :) ისე პრინციპში, არც მთლად გაუგებარია, მაგრამ აშკარაა, რომ ’შეუმოწმებელი’ სჯობს.
და რა პარამეტრია ასეთი, რომ აფუჭებს განლაგებას? ჩემს მიერ გამოყენებულ ინფოდაფებში - მსახიობი, კინოფილმი, ალბომი, მუსიკოსი, სინგლი, ტურნე ეს პრობლემა არ არის. — BH განხილვაწვლილი 10:00, 6 მაისი 2011 (UTC)
- კონსენსუსი აჯობებს. — BH განხილვაწვლილი 10:05, 6 მაისი 2011 (UTC)
- მე თანახმა ვარ.—G.G. 10:06, 6 მაისი 2011 (UTC)
- შავი ფურცელი-ს შეუმოწმებელი ჯობია. GIO→13 (გ) 11:58, 6 მაისი 2011 (UTC)
- მე თანახმა ვარ.—G.G. 10:06, 6 მაისი 2011 (UTC)
მეც შეუმოწმებელს ვუჭერ მხარს--Δαβίδ 14:10, 6 მაისი 2011 (UTC)
- ჩემი ხმაც შეუმოწმებელს --მიხეილ (გ) 16:48, 6 მაისი 2011 (UTC)
ბარემ მეც ვიტყვი ჩმემს აზრს ამ შავ ფურცელთან დაკავშირებით. ჯერ ერთი , კაცმა რომ თქვას, ეგ ფურცელი შავი ნამდვილად არ არის, პირიქით, თეთრია, უბრალოდ შავი ასოებით არის დაწერიალი :)) (шутка)...მეორეც შავი უმეტესად არასასიამოვნო რამესთან ასოცირდება ”შავი სამყარო” ”შავბნელი-საქმენი” ” შავი სამარე” ”შავი ხვრელი და შავი ენერგია” და მისთანანი... მოკლედ არასანდოობის მაღალი ხარისხი აქვს:)..რაც შეეხება ”შეუმოწმებელს” ეგ ტერმინი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ მოცემული სტატია შეუმოწმებელია და კარგი იქნება რომ შემოწმდეს (გადამოწმდეს) :) ეგ არი და ეგ ...შეუმოწმებელი სჯობს:))— Jano Markhulia განხილვაწვლილი 18:45, 6 მაისი 2011 (UTC)
- გაკეთდა შეუმოწმებელი. GIO→13 (გ) 20:40, 6 მაისი 2011 (UTC)
- თუმცა, მგონი არ გასწორებულა ჯერ :| — დავით პასუხი 05:36, 7 მაისი 2011 (UTC)
- მადლობა დათო (1010) სწორდ გამიგე რისი თქმაც მინდოდა. მაგრამ მსგავს სტატიებშიც ცუდადაა და ჯობდა ეგ წარწერა ისევ მარცხნივ ყოფილიყო (თუ ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ხდება). — ჯაბა ლაბა 13:40, 7 მაისი 2011 (UTC)
- თუმცა, მგონი არ გასწორებულა ჯერ :| — დავით პასუხი 05:36, 7 მაისი 2011 (UTC)
წმინდა_ელენეს_კუნძულიდიქსტოსა განხილვაწვლილი 14:32, 16 მაისი 2011 (UTC)
(ჩახველებასმაილი) ^ეს ნახეთ აქაც პრობლემაადიქსტოსა განხილვაწვლილი 10:20, 17 მაისი 2011 (UTC)
მე მეგონა, მხოლოდ table-ებზეა, ინფოდაფებშიც ყოფილა ეგ პრობლემა. ანუ რაღაცის ბრალია, ალბათ ინფოდაფის არქიტექტურის, ასე ვთქვათ. — BH განხილვაწვლილი 10:46, 17 მაისი 2011 (UTC)
ფონდ ვიკიმედიის რეზოლუცია
"ფონდ ვიკიმედიის" სამეურვეო საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ჩვენი პროექტების მონაწილეებისგან შემდგარი საზოგადოებების გაჯანსაღებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი მისიის განსახორციელებლად. "ვიკიმედიის" ყველა პროექტი დაფუძნებულია მონაწილეობის თავისუფლების, ურთიერთდახმარებისა და ხარსხის კულტურაზე, რისი დახმარებითაც შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში შეიქმნა ცოდნის უდიდესი საცავი. მაგრამ მაშინ, როდესაც ვიკიპედიის მკითხველთა და მხარდამჭერთა რიცხვი მატულობს, ბოლო გამოკვლევები ცხადყოფენ ახალი რედაქტორების მონაწილეობის შემცირებას.
როგორც აღნიშნულია ჩვენი ხუთწლიანი განვითარების გეგმაში, ვიკიმედიის მიზანია ახალი რედაქტორების მიზიდვა და არსებული რედაქტორების შენარჩნება. ამ მიზნის განსახორციელებლად ფონდმა ვიკიმედიამ შემდეგი რეკომნდაციები შეიმუშავა:
- ახალი რედაქტორის მოსვლისას მოექეცით მას სიკეთით, პატივისცემითა და მოთმინებით;
- გამაარტივეთ პროექტებში კავშირის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს წესები და დახმარებები;
- მხარი დაუჭირეთ იმ საშუალებების განვითარებას, რომლებიც ვიკიპედიის გამოყენებას და მასში მონაწილეობის მიღებას გაამარტივებს;
- გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა გაძლიერდეს ინფორმაციული ზეგაველანა ამ საკითხებთან დაკავშირებით;
- იმუშავეთ კოლეგებთან უფრო მეგობრული კავშირის კულტურის შესამუშავებლად;
- კოლეგებთან ერთად იბრძოლეთ იმ დამანგრეველი ზეგავლენბის წინაღმდეგ, რომელსაც ტროლები და ვანდალები ქმნიან.
- ჩვენ
- ფონდ ვიკიმედიის რეზოლუცია (ორიგინალი, ინგლ.ენაზე)--გიორგი 06:22, 6 მაისი 2011 (UTC)
გიორგობას გილოცავთ ყველას!
ყველას გილოცავთ წმიდა დიდმოწამე და საკვირველმოქმედი გიორგის ხსენებას. წმიდა გიორგის ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. - Giorgi13
- დიდი, დიდი, მადლობა :) შენც გილოცავ :)--გიორგი 13:59, 6 მაისი 2011 (UTC)
- მადლობა! ყველას გილოცავთ :). — დავით პასუხი 14:00, 6 მაისი 2011 (UTC)
- მეც ვულოცავ ყველა გიორგის:)--Δαβίδ 14:16, 6 მაისი 2011 (UTC)
- მადლობა. :) მეც ყველას გილოცავთ!—G.G. 15:19, 6 მაისი 2011 (UTC)
- მეც ვულოცავ ყველას წმინდა გიორგის ხსენების დღეს.:) – BruTe (გ) 15:21, 6 მაისი 2011 (UTC)
ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით გიორგებს!--მიხეილ (გ) 16:47, 6 მაისი 2011 (UTC)
ნავსადგური თუ პორტი?
ნავსადგური თუ პორტი? შეცდომა არც ერთი არ არის, მაგრამ ძირითადი უნდა იყოს ნავსადგური (ქართული და არა ფრანგული). მაგ. სტატიაში აკაბა კატეგორია:წითელი ზღვის პორტები მაგივრად იყოს წითელი ზღვის ნავსადგურები; კატეგორია:საქართველოს პორტების მაგივრად საქართველოს ნავსადგურები. ქსე-ში სტატია არის მხოლოდ ნავსადგურზე - ქსე, ტ. 7, გვ. 294-295, თბ., 1984, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება პორტი (ფრ.), იგივეა, რაც ნავსადგური - ქ. ე. გ. ლ., ტ. 2, გვ. 813, თბ., 1990, ხოლო უკვე ნავსადგურზე არის განმარტება - ქ. ე. გ. ლ.,, ტ. 2, გვ. 767, თბ., 1990. საინტერესოა თქვენი აზრი.--ცანგალა (გ) 17:14, 7 მაისი 2011 (UTC)
- მე პირადად ნავსადგურს ვემხრობი. დასაბუთება ნამდვილად აღარ სჭირდება. — ჯაბა ლაბა 17:29, 7 მაისი 2011 (UTC)
- ნავსადგური, რა თქმა უნდა. – BruTe (გ) 17:42, 7 მაისი 2011 (UTC)
- Без вопросов :)—G.G. 18:14, 7 მაისი 2011 (UTC)
- ნავსადგური, რა თქმა უნდა. – BruTe (გ) 17:42, 7 მაისი 2011 (UTC)
ეს ბმულიც გვეუბნება, რომ სწორია ნავსადგური--Δαβίδ 18:57, 7 მაისი 2011 (UTC)
- ქართული მირჩევნია ფრანგულს. — დავით პასუხი 05:33, 8 მაისი 2011 (UTC)
ენციკლოპედიურია ამჟამინდელი შინაარსი?
მაინტერესებს რამდენად ენციკლოპედიურია ხაჭაპურების შესახებ დაწერილი ამ სტატიების სვანური ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური, მეგრული ხაჭაპური, შინაარსი? ჩემის აზრით რეცეპტები არ უნდა იყოს და ასევე საჭირო ინგრედიენტებში რაოდენობის მითითებაც ზედმეტია. თქვენ რას ფიქრობთ?--Δαβίδ 19:02, 7 მაისი 2011 (UTC)
არ მიყვარს ამ უცხოური მაგალითების მოყვანა, მაგრამ ვთქვათ en:Pizza - აქაც არის რეცეპტები და ნეტავი მაგათთან არ იკრძალება? — BH განხილვაწვლილი 19:05, 7 მაისი 2011 (UTC)
- მეც ვფიქრობ, რომ ვიკიში არ უნდა იყოს. ადრე გვქონდა საუბარი და ვიკიწიგნები შეტანა გადაწყდა, სამწუხაროდ ბოლომდე წესიერად მგონი ვერ განვახორციელედ. {{თ|ვიკიწიგნები|კოქტეილები}} გაკეთდა, მაგრამ ვიკიში დარჩა, რაც გამოსასწორებელია. რაც შეეხება პიცას - დამზადების რეცეპტი სტატიაში წერია?--ცანგალა (გ) 19:21, 7 მაისი 2011 (UTC)
კი წერია. მართალია, ზოგადად. შეიძლება, არც ითვლება რეცეპტად.
თანახმა ვარ, მსგავსი ინფორმაცია გადატანილი იქნას ვიკიწიგნებში. მართლაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიკიპედიაში ვმუშაობთ. — BH განხილვაწვლილი 19:29, 7 მაისი 2011 (UTC)
- პიცაში რეცეპტი არ არის, მხოლოდ შემადგენლობა. ასე, რომ {{ვიკიწიგნები}} არის გადასატანი. ჩვენც ასევე გავაკეთოთ როგორც პიცაში, მაგრამ ყველა ხაჭაპურის შემადგენლობა ერთიდაიგივეა.--ცანგალა (გ) 19:36, 7 მაისი 2011 (UTC)
თუ ერთი და იგივეა, მაშინ ვიკიწიგნებში სექციებად უნდა იყოს კუთხეების სპეციფიკა. — BH განხილვაწვლილი 19:46, 7 მაისი 2011 (UTC)
- არა მარტო ვიკიწიგნებში, ვიკიპედიაშიც ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევიმუშაოთ ეს გერმანულის მსგავსი წესი, რომლის მიხედვითაც არაა აუცილებელი ყველაფერზე ცალ–ცალკე სტატიის წერა. ხაჭაპურზე ამდენი პატარ–პატარა და ცალ–ცალკე (პირდაპირ რომ ვთქვათ) უვარგისი სტატიების არსებობას, ჯობია იყოს ერთი შედარებით უკეთესი სტატია, რომელშიც ყველა სახის ხაჭაპური იქნება განხილული სექციების დახმარებით. — დავით პასუხი 05:39, 8 მაისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები დათოს. მსგავსი რამ მიტრიალებდა თავში და დათომ დამასწრო —G.G. 05:47, 8 მაისი 2011 (UTC)
საგვარეულოებთან დაკავშირებული სტატიები
კოლეგებო, ამ დროისთვის ძალზედ სასაცილო სიტუცია გვაქვს საგვარეულო სტატიებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვწერთ გვარს მხოლობით რიცხვში, ჩვენ გადავდივართ მრავალმნიშვნელობის გვერდზე სადაც ამ გვარის წარმომადგენელთა სია წერია, ხოლო როდესაც ჩვენ ვწერთ იგივე გვარს, ოღონდ მრავლობით რიცხვში, გადავდივართ სტატიაზე საგვარეულოს შესახებ. ეს სიტუაცია (ერთი და იგივე სიტყვა მხ. და მრ. რიცხვებში სხვადასხვა რამეზე გადადის) ალოგიკურია და ართულებს ვიკიპედიის გამოყენებას და სასურველი ინფორმაციის მოძიებას. ჩემი წინადადება შემდეგში მდგომარეობს -
- ყველა სტატაი საგვარეულოზე გადავიდეს ახალ სახელწოდებაზე შემდეგი პრინციპით - ხერხეულიძეები -> ხერხეულძეთა საგვარეული, ნართანიანი მრავლობითით, როგორც ეს გენეალოგიურ და ჰერალდიკურ წიგნებშია მიღებული.
- გვარის მრავლობითი და მხოლობითი აღმნიშვნები გადამისამართდეს პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სახელებზე. მაგ. ხერხეულიძე გადამისამართდება ხერხეულიძეთა საგვარეულოზე და იგივე ბედი ეწევა ხერხეულიძეებს. ხერხეულიძე, ხერხეულძეები -> ხერხეულიძეთა საგვარეულო.
- შეიქმნას ცალკე მრავალმნივნელობის გვერდები პოსტფიქსით მრავალმნიშვნელოვანი, სადაც საგვარეულოს წამრომადგენლების სახელები და გვარები იქნება თავმოყრილნი. (მაგ. ხერხეულიძეები (მრავალმნიშვნელოვანი)). რა აზრის ხართ ყოველივე ამაზე?--გიორგი; 12:44, 12 მაისი 2011 (UTC)
- მე ვფიქრობ, რომ მრავალმნიშვნელობის ფრჩხილიანი გვერდის შექმნა არაა საჭირო. ეს კიდევ უფრო გაართულებს ძიებას. გვარის მხოლობითი ფორმა დარჩეს მმ გვერდად. ასეა სხვა ვიკიპედიებშიც. ასევე, ადამიანის საკუთარი სახელებიც მმ გვერდებია, ყოველგვარი ფრჩხილების გარეშე. რაც შეეხება მრავლობით ფორმებს, ისინი გადამისამართდეს ამგვარად: მაისურაძეები → მაისურაძეთა საგვარეულო. — დავით პასუხი 13:10, 12 მაისი 2011 (UTC)
- მხოლობითის ფორმაზე მმ გვერდის შესახებ მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ მეჩვენება ალოგიკურად. პირიქით, უფრო ლოგიკურიცაა; როცა ეძებ ამ გვარის რომელიმე წარმომადგენელს, როგორც წესი, საძიებელში წერ ან სახელსა და გვარს სრულად (ილია ჭავჭავაძე), ან პირიქით (ჭავჭავაძე ილია), ან მხოლოდ სახელს (ილია), ან მხოლოდ გვარს (ჭავჭავაძე). პირველი ორი უცილოდ მიიყვანს მკითხველს სასურველ სტატიამდე, ხოლო მეორე ორის შემთხვევაში პატარა ნაბიჯი იქნება გადასადგმელი. გვაინტერესებს გვარის შემთხვევა. 1. წარმოვიდგინოთ გიორგის შემოთავაზებული ვერსია: ჭავჭავაძე –> ჭავჭავაძეთა საგვარეულო. მომხმარებელი, რომელიც ეძებდა ინფორმაციას კონკრეტულ პიროვნებაზე, მოხვდება გვარის შესახებ სტატიაზე. შესაბამისად, ვერ იპოვის სასურველ სტატიას მარტივად. 2. წარმოვიდგინოთ ჩემი შემოთავაზებული ვერსია: ჭავჭავაძე – მმ გვერდი, რომელზეც ბმულია გაკეთებული როგორც საგვარეულოს შესახებ სტატიაზე, ასევე გვარის წარმომადგენლებზეც. მომხმარებელი ამ შემთხვევაში უკვე მარტივად ამოარჩევს სასურველ ჭავჭავაძეს. გიორგის შემოთავაზებული ვერსია უადვილებს ძიებას მხოლოდ მათ, ვინც ეძებს ინფორმაციას გვარის შესახებ, მაგრამ ურთულებს მათ, ვინც კონკრეტული ადამიანის შესახებ ეძებს სტატიას (და მაგ. ახსოვს გვარი, არ ახსოვს სახელი). ჩემი ვერსია კი სადღაც შუალედურია. — დავით პასუხი 13:22, 12 მაისი 2011 (UTC)
- დათოს ვერსია უფრო ოპტიმალურად მეჩვენება, მხოლოდ ნართანიან მრავლობითის გამოყენებესთან დაკავშირებით ვიკიპედიაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოვდივართ (ორივე შემთხვევაში). გამონაკლისი?—G.G. 11:14, 13 მაისი 2011 (UTC)
- მხოლობითის ფორმაზე მმ გვერდის შესახებ მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არ მეჩვენება ალოგიკურად. პირიქით, უფრო ლოგიკურიცაა; როცა ეძებ ამ გვარის რომელიმე წარმომადგენელს, როგორც წესი, საძიებელში წერ ან სახელსა და გვარს სრულად (ილია ჭავჭავაძე), ან პირიქით (ჭავჭავაძე ილია), ან მხოლოდ სახელს (ილია), ან მხოლოდ გვარს (ჭავჭავაძე). პირველი ორი უცილოდ მიიყვანს მკითხველს სასურველ სტატიამდე, ხოლო მეორე ორის შემთხვევაში პატარა ნაბიჯი იქნება გადასადგმელი. გვაინტერესებს გვარის შემთხვევა. 1. წარმოვიდგინოთ გიორგის შემოთავაზებული ვერსია: ჭავჭავაძე –> ჭავჭავაძეთა საგვარეულო. მომხმარებელი, რომელიც ეძებდა ინფორმაციას კონკრეტულ პიროვნებაზე, მოხვდება გვარის შესახებ სტატიაზე. შესაბამისად, ვერ იპოვის სასურველ სტატიას მარტივად. 2. წარმოვიდგინოთ ჩემი შემოთავაზებული ვერსია: ჭავჭავაძე – მმ გვერდი, რომელზეც ბმულია გაკეთებული როგორც საგვარეულოს შესახებ სტატიაზე, ასევე გვარის წარმომადგენლებზეც. მომხმარებელი ამ შემთხვევაში უკვე მარტივად ამოარჩევს სასურველ ჭავჭავაძეს. გიორგის შემოთავაზებული ვერსია უადვილებს ძიებას მხოლოდ მათ, ვინც ეძებს ინფორმაციას გვარის შესახებ, მაგრამ ურთულებს მათ, ვინც კონკრეტული ადამიანის შესახებ ეძებს სტატიას (და მაგ. ახსოვს გვარი, არ ახსოვს სახელი). ჩემი ვერსია კი სადღაც შუალედურია. — დავით პასუხი 13:22, 12 მაისი 2011 (UTC)
- მე ვფიქრობ, რომ მრავალმნიშვნელობის ფრჩხილიანი გვერდის შექმნა არაა საჭირო. ეს კიდევ უფრო გაართულებს ძიებას. გვარის მხოლობითი ფორმა დარჩეს მმ გვერდად. ასეა სხვა ვიკიპედიებშიც. ასევე, ადამიანის საკუთარი სახელებიც მმ გვერდებია, ყოველგვარი ფრჩხილების გარეშე. რაც შეეხება მრავლობით ფორმებს, ისინი გადამისამართდეს ამგვარად: მაისურაძეები → მაისურაძეთა საგვარეულო. — დავით პასუხი 13:10, 12 მაისი 2011 (UTC)
- ქსე-ეს მიხედვით მაგ. არსებობს მრავლობითი რიცხვი მაგ. ანდრონიკაშვილები, ფანასკერტელები რა საჭიროა საერთოდ საგვარეულოზე გადასვლა? ხოლო წარმომადგენლებზე იყოს ანდრონიკაშვილი. ყოველი ახალი მომხმარებელი ნუ იგონებს ახალ ორთვალას. ამიტომ ხერხეულიძეების საგვარეულო და მისტ. გაუქმდეს.--ცანგალა (გ) 11:46, 17 მაისი 2011 (UTC)
- ზედმეტი კონსერვატიზმი და სიახლის მიუღებლობა იწვევს სტაგნაციას, რაც საბოლოოდ დაჟანგებითა და კატასტროფით მთავრდება. ცანგალა, შენი სიტყვები ვიკიპედიის პოლიტიკას როგორ შეესაბამება განსაკუთრებით ფონდის ბოლო რეზოლუციის გათვალისწინებით? არამგონია, ადმინისტრატორს ეკადრებოდეს ასეთი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აზრები და სიტყვები ახალბედებთან მიმართებაში (ყოველი ახალი მომხმარებელი ნუ იგონებს ახალ ორთვალას). სიახლის მიუღებლობის და ქსეს ბრმა მიმდევრობის (ჩათვალე - ფანატიზმის) გარდა არანაირ არგუმენტაციას ვერ ვხედავ.--გიორგი; 12:50, 17 მაისი 2011 (UTC)
- (ყოველი ახალი მომხმარებელი ნუ იგონებს ახალ ორთვალას) - კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რადგან დღეს არის 2011 წელი და წესები უნდა იყოს შემუშავებული და ჭავჭავაძე - უნდა დარჩეს როგორც არის. დინასტიასა და საგვარეულოს შორის არის განსხვავება. ამიტომ იარსებობს დინასტია და გვარის მრავლობითი რიცხვი (საგვარეულოზე გადატანის გარეშე). დინასტია - ერთი და იმავე გვარის მეფეები, რომლელნიც მემკვიდრეობით ადიან ტახტზე. საგვარეულო ერთი გვარის (მნიშვ. 2) წევრთა ერთობლიობა. ბაგრატიონთა საგვარეულო 2. გვარის (მნიშვ. 2) კუთვნილი, დამახასიათებელი საგვარეულო ქონება საგვარეულო მონასტერი (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, 1990 1 და 2 ტომი). ცანგალა (გ) 13:03, 17 მაისი 2011 (UTC)
- ზემოთ ხსენებული რეზოლუციიდან რომელი მუხლი დავარღვიე?--ცანგალა (გ) 14:15, 17 მაისი 2011 (UTC)
ნიშაპურ
Which Georgian user can translate this article ნიშაპურ from english or any language to the Georgian ?--Sonia Sevilla განხილვაწვლილი 23:34, 12 მაისი 2011 (UTC)
- done ნიშაპური --მიხეილ (გ) 00:04, 13 მაისი 2011 (UTC)
- thank you!--Sonia Sevilla განხილვაწვლილი 01:04, 13 მაისი 2011 (UTC)
რუსი მუსიკოსების ალბომების სახელები
ვთქვათ, ავდექი და ვწერ სტატიას DDT-ს ალბომზე. სტატიის სათაური რუსულად იყოს? ანუ Свинья на радуге, Рождённый в СССР, Город без окон. Вход - ? ვინაიდან მუსიკალური ალბომების სახელებს არ ვთარგმნით, აქაც ასევე მოვიქცეთ? --BH განხილვაწვლილი 14:27, 16 მაისი 2011 (UTC)
- ჩემი აზრით, უნდა დავტოვოთ მასე. ვინაიდან მუსიკალური ალბომების სახელებს არ ვთარგმნით, მისი ქართული თარგმანით გადმოტანა გაუმართლებელი იქნებოდა. რუსულს, მგონი, ყველა ვკითხულობთ მაინც. :) —G.G. 05:07, 17 მაისი 2011 (UTC)
- იაღლიში მომივიდა. ჩემს პროექტში უნდა დამეწერა ამაზე (მუსიკის წესების). აქაურობის მაგივრად. კიდევ არის ამასთან დაკავშირებით რაღაც საკითხები. მაგალითად, რუსული ჯგუფების სახელები. ბრავო (რუსული ჯგუფი) კარგი, ადვილად გადმოვიტანე..და ვთქვათ, ru:Запрещённые барабанщики? გამოდის, რომ უნდა დავტოვოთ, როგორც არის, აბა ’ზაპრეშონიე ბარაბანშიკის’ დავწერთ? ან ru:Смысловые галлюцинации. მართალია, ინგლისურში არის en:Smyslovye Gallyutsinatsii, მაგრამ ჩემთვის რთულად წარმოსადგენია ’სმისლოვიე გალუცინაციი’. — BH განხილვაწვლილი 06:37, 17 მაისი 2011 (UTC)
- სტატიაში ინგლ.-ში Svinya na raduge Свинья на радуге Pig on a Rainbow წერია. სტატიები არ არსებობს. ახლა გეკითხები აზერბაიჯანულის ან სომხურის ჯგუფების ალბომებზე როგორ დაიწერება. ყველა ენაზე ხომ არ დავწერთ ქართ. ვიკიში. ალბათ ლათინური შრიფტით Svinya na raduge უნდა დაიწეროს.--ცანგალა (გ) 12:06, 17 მაისი 2011 (UTC)
ჯგუფების, მუსიკოსების სახელებზეც იგივე? და თუ ჯგუფი არ იყენებს ოფიციალურად ლათინური ასოებით დაწერილ ვერსიას? — BH განხილვაწვლილი 12:25, 17 მაისი 2011 (UTC)
- ჯგუფების, მუსიკოსების სახელებზეც იგივე? - სახელები აუცილებლად ქართულად (იმედია შევთახმდებით - ისე ვლადიმირი თუ ვლადიმერი? ). ჯგუფები DDT (ლათინურად), რადგან ქართული შრიფტით შეთანხმება უფრო გაგვიჭირდება. მაგ. ru:Водопад имени Вахтанга Кикабидзе აქ [:ru: Категория:Рок-группы России]] ვნახე ლათინური ასოებით. რუს. Башня Rowan - გერმ. Baschnja Rowan. ყველაფერი ლათინურად. --ცანგალა (გ) 12:49, 17 მაისი 2011 (UTC)
შეცდომა "ჩემს კონფიგურაციაში"
დამალეთ საკონტროლო სიიდან ჩემი რედაქტირებები ორჯერაა და ზედა სავარაუდოდ ბოტი უნად იყოს. დიქსტოსა განხილვაწვლილი 15:29, 17 მაისი 2011 (UTC)
- (ჩახველება სმაილი). ასევე უაღრესად ლოგიკური იქნება რედაქციების რაოდენობა:–საც თუ შევასწორებთ რედაქტირებების რაოდენობებად.დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:35, 21 მაისი 2011 (UTC)
- საიდან სწორდება, თუ მეტყვის ვინმე, გავასწორებ აქაც და ვიქსიკონშიც. — დავით პასუხი 14:38, 21 მაისი 2011 (UTC)
- მალაფაიას არ ეცოდინება?დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:48, 21 მაისი 2011 (UTC)
- საიდან სწორდება, თუ მეტყვის ვინმე, გავასწორებ აქაც და ვიქსიკონშიც. — დავით პასუხი 14:38, 21 მაისი 2011 (UTC)
- (ჩახველება სმაილი). ასევე უაღრესად ლოგიკური იქნება რედაქციების რაოდენობა:–საც თუ შევასწორებთ რედაქტირებების რაოდენობებად.დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:35, 21 მაისი 2011 (UTC)
იწყება არდადეგები
მხოლოდ ინფორმაციისთვის - იწყება არდადეგები და ალბათ ვანდალიზმიც მომრავლდება. --ცანგალა (გ) 18:32, 20 მაისი 2011 (UTC)
- ალბათ ვერ დაგეთანხმები. არდადეგები მარტო ვანდალებისათვის ხომ არ იწყება :). საქმიანი ვიკიპედიელებიც მოიცლიან არდადეგების პერიოდსში ვიკიპედიისათვის ;). — დავით პასუხი 18:35, 20 მაისი 2011 (UTC)
მოდი ასე ვთქვათ - სკოლებში ინფორმატიკის გაკვეთილებიდან შემოსვლებმა უნდა იკლოს, წესით :) — BH განხილვაწვლილი 14:57, 21 მაისი 2011 (UTC)
პრობლემა Hotcat-თან დაკავშირებით
უკვე რამდენი ხანია, როდესაც Hotcat-ით კატეგორიას ვუთითებ, ხტება ფანჯარა (confirm navigation), რომელიც მაფრთხილებს: „სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს ცვლილებების დაკარგვას". შემდეგ leave this page უნდა მისცე, რომ კატეგორია ჩასვას, რის შემდეგაც საშინლად ჭედავს და იწყება უმეტესად 1 ან 2 წუთიანი ლოდინი, რათა კატეგორია ჩაჯდეს. ადრე ასეთი ფანჯარა საერთოდ არ ხტებოდა, რისი ბრალია? უკვე ძალიან შემაწუხა და იმიტომ ამოვიღე ხმა. --მიხეილ (გ) 15:46, 21 მაისი 2011 (UTC)
რა ბრაუზერს იყენებ? — BH განხილვაწვლილი 15:56, 21 მაისი 2011 (UTC)
- Google Chrome, მაგრამ სხვა ბრაუზერებზეც (Fire Fox, Internet Explorer) ასე შვრება. --მიხეილ (გ) 16:06, 21 მაისი 2011 (UTC)
- Mozilla Firefox - მეც იგივე პრობლემა მაქვს, უკვე დიდი ხანია. — დავით პასუხი 16:13, 21 მაისი 2011 (UTC)
უცნარია, მელაკუდა მაქვს მეც, 3.6 ვერსია და ეგეთი პრობლემები არ მაქვს. Hotcat-ს ვიყენებდი რამდენიმე დღის წინ. — BH განხილვაწვლილი 16:19, 21 მაისი 2011 (UTC)
- ნამდვილად უცნაურია. Hotcat რამდენიმე საათის წინ უპრობლემოდ გამოვიყენე (Opera).—G.G. 16:22, 21 მაისი 2011 (UTC)
- Firefox 4.0 - პრობლემა არის. ამის წინა ვერსიაშიც იყო. — დავით პასუხი 16:58, 21 მაისი 2011 (UTC)
- იგივე პრობლემა მაქვს მეც (google chrome)--M. განხილვაწვლილი 14:02, 23 მაისი 2011 (UTC)
- Firefox 4.0 - პრობლემა არის. ამის წინა ვერსიაშიც იყო. — დავით პასუხი 16:58, 21 მაისი 2011 (UTC)
ოპოზიციურ აქციებს ერთი სტატია არ მივუძღვნათ?
2003 წლიდან. საინტერესო იქნება.დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:28, 22 მაისი 2011 (UTC)
უფრო სწორად , არა მარტო აქციებს არამედ ყველანაირ მასობრივ პროტესტს სააკაშვილის წინააღმდეგ.დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:32, 22 მაისი 2011 (UTC)
- მაგრამ რამდენად მიუკერძოებელი გამოვა? ცოტა ძნელი იქნება ამ პრინციპის დაცვა და ეჭვი არ მეპარება, ისეთი სტატია იქნება, რომლის განხილვის გვერდიც 100-ჯერ დიდი იქნება, ვიდრე თავად სტატია.--მიხეილ (გ) 19:36, 22 მაისი 2011 (UTC)
- ხო ძნელი იქნება მაგრამ შესაძლებელია. აბა ისე არ შეიძლება მნიშვნელოვანი მოვლენაა ეგ პროტესტები.დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:56, 22 მაისი 2011 (UTC)
- თეორიულად შესაძლებელია. ბევრი ქექვა დასჭირდება ამ ამბავს. ვთქვათ იგივე 2003 წლის შემოდგომის აქციებზე ინფორმაციის მოძიებისას. ფაქტების დასახელებისას ნეიტრალურობა იქნება, როგორც ყოველთვის, პრიორიტეტი. — BH განხილვაწვლილი 21:20, 22 მაისი 2011 (UTC)
- რატომაც არა, თუ ვინმე შეუძლია ნეიტრალური იყოს მაგ საკითხში და სურვილიც აქვს, დაწეროს :). მე ნამდვილად არ შემიძლია და არც სურვილი მაქვს. მე ვფიქრობ, ყველაფერი ობიექტურად რომ შეფასდეს, გარკვეული ხანი უნდა გავიდეს... (მაგ. 2014 წელს რომ დაიწეროს, ალბათ უფრო ობიექტური გამოგვივა :)). — დავით პასუხი 04:27, 23 მაისი 2011 (UTC)
ვფიქრობ, ჯერ ადრეა. დრო უნდა გავიდეს. ისე შარშანწინდელ მოვლენებზე არის დასაწერი საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2009, როგორც არსებობს საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007).--M. განხილვაწვლილი 14:00, 23 მაისი 2011 (UTC)
- უი ყოფილა უკვე. რაღაც მსგავსის დაწერა მინდოდა მაგრამ ახლანდელსაც რო შეხებოდა ისეთი. რაც შეეხება მერე დაიწეროსო არასწორია, ბინ ლადენზე წუთი არ იყო გასული წერა დაიწყეს ხდ. თან მერე გახსენებები და მასალების ძებნა გაჭირდება. ნუ მაგრამ კაი იყოს ჯერ ესე.— დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:12, 23 მაისი 2011 (UTC)
- ბინ ლადენი აშკარად სხვა რამეა. ასე თუ ისე, დაწერ ობიექტურად რამეს. აქ კი, ვფიქრობ ძნელია, თუმცა არავის ეკრძალება :). თუ შეძლებს ვინმე, დაწეროს... — დავით პასუხი 14:18, 23 მაისი 2011 (UTC)
აუცილებლად დასაწერია, ვფიქრობ უფრო ნეიტრალური სათაურით - საპროტესტო გამოსვლები საქართველოში 2011, ან ზემოხსნებული სათაურის მსგავსი და საერთოდ შეიძლება გადაბმა 2009-2011 წწ?--Rastrelli F 18:58, 23 მაისი 2011 (UTC)
კაი, ვთქვათ, მიმდინარეზე ვწერთ. მოდით მაშინ, სექციების სტრუქტურა მოვუფიქროთ. ვთქვათ, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ:
შესავალი
- წინაპირობები (თუ რაც არის)
- მოვლენათა განვითარება
- ეჭვი რუსეთთან კავშირზე
- საერთაშორისო გამოხმაურება (პრესა ალბათ, ძირითადად)
მაგრამ მაინც 25-26ს დაველოდოთ, არ აჯობებს? — BH განხილვაწვლილი 07:25, 24 მაისი 2011 (UTC)
- ჩემი აზრით მოცდა იმიტომ ჯობს, რომ დავაკვირდეთ, არის კი ისეთი მოვლენა, რომ სტატიის არსებობა იყოს საჭირო. ყველა მიტინგზე სტატია ხომ არ დაიწერება, იანვარში ვეტერანების აქცია იყო, მარტში მძღოლების, მაგრამ იმათზე სტატიებს არ ვწერთ. შედარებისთვის, 2007 წლის აქციები იყო რამდენიმე დღიანი და შედეგი ქონდა ვადამდელი არჩევნები, 2009 წლის აქციები იყო რამდნეიმეთვიანი.
მეორე საკითხი: თუ სტატია შეიქმნება, იყოს მხოლოდ მოვლენების ქრონიკა და არა შეფასებები, იმიტომ რომ, დარწმუნებული ვარ, შეფასებები იქნება ძალიან სადავო და ცოტა დრო სანამ არ გავა, ნეიტრალურის დაწერა არ გამოვა. --M. განხილვაწვლილი 08:25, 24 მაისი 2011 (UTC)
შეფასებები რა თქმა უნდა, ჩვენი არ იქნება. იყოს ის, რაც ოფიციალურად ითქვა და დაიწერა, წყაროების მითითებით. — BH განხილვაწვლილი 08:33, 24 მაისი 2011 (UTC)
- რა თქმა უნდა. შეფასებების გაკეთების უფლებას არც ვიკიპედიის წესები გვაძლევს, მაგრამ პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მოსაზრებები დაიწერება. – BruTe (გ) 09:01, 24 მაისი 2011 (UTC)
- en:2011 Georgian demonstrations ინგლისურ ვკიპედიაში უკვე უცდიათ. :) — ჯაბა ლაბა 14:53, 24 მაისი 2011 (UTC)
თბილისის საპატიო მოქალაქეები
ვინ იქნა არჩეული 2010 წლის თბილისის საპატიო მოქალაქეებად. თუ არავინ მაშინ უნდა ჩავწეროთ რომ არჩეული არავინ იყო. --ცანგალა (გ) 16:55, 24 მაისი 2011 (UTC)
es ara?— დიქსტოსა განხილვაწვლილი 19:15, 24 მაისი 2011 (UTC)
გამოჩენილი, ცნობილი და მისთანანი
მაინტერესებს თქვენი აზრი ვიკიპედიაში მსგავს სიტყვებთან დაკავშირებით. რამდენად საჭიროა მსგავსი სიტყვების ჩაწერა, ამათუ იმ ბიოგრაფიულ სტატიაში. — ჯაბა ლაბა 18:34, 25 მაისი 2011 (UTC)
- არაორაზროვნად, არა. მაგათ მივამატებ კიდევ 'საუკეთესო', 'გამორჩეული' და მისთანანი.—G.G. 18:42, 25 მაისი 2011 (UTC)
- იმ შემთხვევასი, თუ სერიოზული წყარო სწოედ ამ ეპიტეტებს იყენებს, არაოზრაცნად ეს დასაშვებია. წყაროზე უკეთესად არც მე და არც ჯაბამ არ ვიცით - ვიკიპედიას არა აქვს ნებართვა ინფორმაციის დამახინჯების. თუ წყაროში წერია გამოჩენილი, ეს უნდა იყოს ასახული სტატიაში.--გიორგი; 18:45, 25 მაისი 2011 (UTC)
მეც მაქვს მგონია, მაქსიმუმ 4-5 სტატიაში. ამოსაღებია. კი, ვიცით, რომ ცნობილია, მაგრამ უნდა გავაქროთ ეგ ფრაზები. — BH განხილვაწვლილი 18:46, 25 მაისი 2011 (UTC)
- ანუ უნდა დავამახინჯოთ წყარო? რა კარგი ენციკლოპედიაა, რომელიც წყაროს ამახინჯებს. ერთი მცირე დამახინჯება შემდეგ რატომ არ უნდა გაიზარდოს დიდში? წყროების დამახინჯება ვიკიპედიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. --გიორგი; 18:48, 25 მაისი 2011 (UTC)
- წინადადება მაქვს შეიქმნას გვერდი ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები (დათოს აქვს თუ არ ვცდები მსგავსი გვერდი) სადაც თავს მოიყრის ყველა მიღწეული შეთანხმება და მსგავს გამოხტომებს ადგილი აღარ ექნება. — ჯაბა ლაბა 18:55, 25 მაისი 2011 (UTC)
- გამოხტომები ამ შემთხვევაში მარტო თქვენსკენ მოინახულება, ყველა სტატიაში ცხვირის ჩაყოფით და ყველა სტატიაში საკუთარი ნიკის ჩაწერის სურვილით. --გიორგი; 18:57, 25 მაისი 2011 (UTC)
- წინადადება მაქვს შეიქმნას გვერდი ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები (დათოს აქვს თუ არ ვცდები მსგავსი გვერდი) სადაც თავს მოიყრის ყველა მიღწეული შეთანხმება და მსგავს გამოხტომებს ადგილი აღარ ექნება. — ჯაბა ლაბა 18:55, 25 მაისი 2011 (UTC)
აი კიდევ ერთი გამოხტომა. — ჯაბა ლაბა 18:59, 25 მაისი 2011 (UTC)
- ეგ წინადადება მე დიდი ხნის წინ გამოვთქვი და ყავახანაშიც დავწერე, მაგრამ, როგორც ჩანს, დათომ ჯერ ვერ მოიცალა მაგისთვის. იმედია, უახლოეს მომავალში შექმნის.—G.G. 19:08, 25 მაისი 2011 (UTC)
რას ნიშნავს წყაროს დამაზინჯება? როდესაც შეფასებას აკეთებ, მარტო წყაროს მითითება საკმარისი აღარ არის და საჭიროა განმარტება ტექსტში: ამ და ამ წყაროს მიხედვით..., რადგან ამის გარეშე მკითხველი აღიქვამს სტატიის მიერ გაკეთებულ შეფასებად. თვითონ სტატია, მიმაჩნია რომ არ უნდა აკეთებდეს შეფასებებს. --Rastrelli F 19:11, 25 მაისი 2011 (UTC)
გიორგი (ITshnik) მსგავსი ფაქტი (რომ სადღაც იყო საუბარი) მახსოვდა, მაგრამ ვერ მივაგენი სად ეწერა, ბოდიში „იდეის მოპარვისთვის“ . — ჯაბა ლაბა 19:19, 25 მაისი 2011 (UTC)
- იხ. განხილვა:გიორგი ჭოღოშვილი - აქ ნათლივ ჩანს პრობლემა ჯერ კიდევ 2006 წელს იყო. გადახედეთ ენციკლოპედიებს (წყარო) არსად არ წერია სიტყვა„ გამოჩენილი, ცნობილი და მისთანანი“. გამოჩენილი, ცნობილი რომ არ იყოს პიროვნება ის ენციკლოპედიაში ვერ მოხვდებოდა. და აქვე ერთი თხოვნა მექნება საქმე ვაკეთოთ და ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით.ცანგალა (გ) 19:26, 25 მაისი 2011 (UTC)
რა ბოდიში, ჯაბა :) ვიკიპედია:ყავახანა/2011/2#ვიკიპედიის დადგენილებები ერთ-ერთი მათგანი. მე დათოს მივწერე განხილვის გვერდზე მსგავსი შეთავაზებით და ამის მერე გახსნა ეს თემა. ისე, როგორც ჩანს, ჩემზე ადრეც გამოუთქვამთ მსგავსი მოსაზრება (დათოს ეხსომება), ასე რომ მთლად „ჩემი იდეაც“ არ არის —G.G. 19:28, 25 მაისი 2011 (UTC)
- პ.ს. ჰო, აი ის გვერდიც, სადაც დათოს მივწერე ვიკიპედიელის განხილვა:Dawid Deutschland/არქივი 12#ვიკიპედიის დადგენილებები. (არც ისე რთული მოსაძიებელია:))—G.G. 19:33, 25 მაისი 2011 (UTC)
არადა უნდა იყოს გამოჩენილი, ცნობილი და ეგეთები. აი ვთქვათ გაუნათლებელი ვარ ძალიან და ვიკიპედიაში ვკითხულობ დიდი ალბათობით ისიც მაინტერესებს მე წესით ეს თემა უნდა ვიცოდე თუ არა. და არ უნდა ვუყურებდე ინტერ ლინკების იმის დასადგენად მართლა მნიშვნელოვანი მოვლენაა (პიროვნება etc.)დიქსტოსა განხილვაწვლილი 20:28, 25 მაისი 2011 (UTC)
მაგალითად: Franco Corelli - "was a famous Italian tenor who had a major international opera career between 1951 and 1976". --Ouzo განხილვაწვლილი 21:36, 25 მაისი 2011 (UTC)
- ა, კიდო: Giuseppe De Luca - "was a famous Italian baritone".
- კიდო: Francesco de Pinedo - "was a famous Italian aviator".
- კი-დო: Camillo Pabis Ticci - "was a famous Italian bridge player".
- საკმარისია მგონი, თუ კიდო?.--Ouzo განხილვაწვლილი 21:42, 25 მაისი 2011 (UTC)
- შესაძლოა ქართველებთან დაკავშირებულმა მაგალითებმაც დაგაინტერესოთ: George Papashvily - "was a famous Georgian-American writer and sculptor".--Ouzo განხილვაწვლილი 21:45, 25 მაისი 2011 (UTC)
- ქართველთა სიას შეიძლება დაემატოს კიდევ:
- შესაძლოა ქართველებთან დაკავშირებულმა მაგალითებმაც დაგაინტერესოთ: George Papashvily - "was a famous Georgian-American writer and sculptor".--Ouzo განხილვაწვლილი 21:45, 25 მაისი 2011 (UTC)
- საკმარისია მგონი, თუ კიდო?.--Ouzo განხილვაწვლილი 21:42, 25 მაისი 2011 (UTC)
- კი-დო: Camillo Pabis Ticci - "was a famous Italian bridge player".
- კიდო: Francesco de Pinedo - "was a famous Italian aviator".
- Malkhaz Abdushelishvili, was a famous Georgian scientist, one of the
- Robert Bardzimashvili, was a very famous Georgian musician.
- Levan Chilashvili - was a famous Georgian archaeologist and historian
- Suliko Jgenti - was a famous Georgian playwright and filmmaker.
- Dimitri Uznadze - was a famous Georgian psychologist
- Nikoloz Janashia - was a famous Georgian historian
- Givi Kandareli - was a famous Georgian painter
- Zaur Kaloyev - was a famous Georgian footballer. .........................--Ouzo განხილვაწვლილი 21:51, 25 მაისი 2011 (UTC)
- ყველა, რაც ჩამოთვალე ქართველების დაწერილია, ხოლო რომელიც არ არის, გადაწერილია (?) წყაროებიდან. --Rastrelli F 08:56, 26 მაისი 2011 (UTC)
- ქართველების დაწერილია თუ არა, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ამ სტატიებმა მრავალი რედაქტირება გაიარეს და ასე რომ არ ყოფილიყო, ინგლისურენოვანი (არაქართველი) რედაქტორები მას მაშინვე ამოიღებდნენ. თუ არ მეთანხმები, მაშინ მე გავაგრძელებ არაქართველი პიროვნებების შესახებ მაგალითების მოყვანას. გავაგრძელო?--Ouzo განხილვაწვლილი 12:04, 26 მაისი 2011 (UTC)
- ზოგადად, მიმაჩნია რომ ასეთი შეფასებები არ უნდა იყოს ვიკიპედიის სტატიებში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო. მაგალითად, იოსებ სტალინი – ამ სტატიაში რომ ეწეროს, რომ ეს პიროვნება ცნობილი იყო, ამას, დამეთანხმებით, არავინ მიიჩნევს სუბიექტურ მოსაზრებად. მე ვფიქრობ, ასეთი შეფასებები უნდა ავკრძალოთ იმ შემთხვევებში, როცა შეფასება სუბიექტირია (თუნდაც ძალიან მცირე დოზით). ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ შეფასებასთან, რომელიც საკამათო არ შეიძლება გახდეს და ობიექტური სინამდვილეა ფაქტობრივად (მაგ. სტალინი რომ ცნობილი პიროვნებაა მსოფლიოში, ეს ხომ ობიექტური სინამდვილეა), შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით, რომ არაა სასურველი შეფასებების დაწერა. — დავით პასუხი 11:57, 26 მაისი 2011 (UTC)
- მე პირადად მომხრე ვარ იმისა, რომ არ ჩაიწეროს. მოდით კენჭი ვიყაროთ ისე რუსკა მაყაშვილი გამოჩენილი, ცნობილი და ა. შ. და სტალინიც. ამიტომ ან ყველას ან არც ერთს. და რაც მთავარია დადგენილებებში, რომელსაც დათო ერთად კრიბავს იქ ჩაიდოს. ზემოთ ჩამოთვლილი ინგლ. ენაში ალბათ მომხმარებელი:ლევზურის დაწერია, რადგან მას უყვარს სიტყვა "განმოჩენილის" ჩაწერა. გთხოვთ ჩაიხედოთ რომელიმე ენციკლოპედიურ წიგნში, სად წერია? არსად. -ცანგალა (გ) 15:17, 26 მაისი 2011 (UTC)
- რა არის შეულეველი ამ ეპითეტებში, ვერ გავიგე?! :) საჭიროება მაინც დაასაბუთეთ და მერე ვწეროთ ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი. ინგლისური ვიკიპედია ეგება უფსკრულს მიექანება, მერე?!--Rastrelli F 20:18, 26 მაისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები ცანგალას და მეც ვითხოვ კენჭისყრის ჩატარებას, შემდეგ ეს დადგენილებებში შევიდეს და ორაზროვნებას ბოლო მოეღოს, როგორც ჩანს აქ დაუწერელ კანონებს არ აღიარებენ და დავწეროთ. — ჯაბა ლაბა 03:21, 27 მაისი 2011 (UTC)
- კენჭისყრის ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ, მგონი ისედაც ნათელია უმრავლესობის აზრი: აღარ გამოვყენოთ. — დავით პასუხი 05:20, 27 მაისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები ცანგალას და მეც ვითხოვ კენჭისყრის ჩატარებას, შემდეგ ეს დადგენილებებში შევიდეს და ორაზროვნებას ბოლო მოეღოს, როგორც ჩანს აქ დაუწერელ კანონებს არ აღიარებენ და დავწეროთ. — ჯაბა ლაბა 03:21, 27 მაისი 2011 (UTC)
- ზოგადად, მიმაჩნია რომ ასეთი შეფასებები არ უნდა იყოს ვიკიპედიის სტატიებში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარი მიდგომაა საჭირო. მაგალითად, იოსებ სტალინი – ამ სტატიაში რომ ეწეროს, რომ ეს პიროვნება ცნობილი იყო, ამას, დამეთანხმებით, არავინ მიიჩნევს სუბიექტურ მოსაზრებად. მე ვფიქრობ, ასეთი შეფასებები უნდა ავკრძალოთ იმ შემთხვევებში, როცა შეფასება სუბიექტირია (თუნდაც ძალიან მცირე დოზით). ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ შეფასებასთან, რომელიც საკამათო არ შეიძლება გახდეს და ობიექტური სინამდვილეა ფაქტობრივად (მაგ. სტალინი რომ ცნობილი პიროვნებაა მსოფლიოში, ეს ხომ ობიექტური სინამდვილეა), შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით, რომ არაა სასურველი შეფასებების დაწერა. — დავით პასუხი 11:57, 26 მაისი 2011 (UTC)
- კენჭისყრა თუ არ ჩატარდება მაშინ ვიკიდადგენილებებში შეიტანეთ რომ არ გამოვიყენოთ და სადაც წერია გავასწოროთ, მერე ზოგიერთმა რომ მოინდომოს წყარო სად ეძებოს მივუთითოთ. თორემ ხელახლა დაიწერება სტატია, ხელახლა ჩაასწორებს ვინმე, ხელახლა დააკომენტარებს ვინმე საკმაოდ უზრდელურად და ხელახლა წარმოიქმნება კომფლიქტი. მე მგონი გასაგებად ვთქვი. — ჯაბა ლაბა 15:11, 27 მაისი 2011 (UTC)
26 მაისი
ყველა ვიკიპედიელს ვულოცავ ამ დღეს! სულ გამარჯვებით გევლოთ!—G.G. 06:45, 26 მაისი 2011 (UTC)
გილოცავთ ყველას. დაე დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და წინაპრების მიზნები არასოდეს დაგვევიწყებინოს. — BH განხილვაწვლილი 07:19, 26 მაისი 2011 (UTC)
- მშვიდობა, ერთიანობა, თავისუფლება!.. — დავით პასუხი 11:58, 26 მაისი 2011 (UTC)
ვუერთდები. ყველა ვიკიპედიელს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. – BruTe (გ) 13:18, 26 მაისი 2011 (UTC)
პირადი შეურაცხყოფა
ამას და ამას მე ჩემს პირად შეურაცხყოფად ვთვლი. ჩემს ღირსებას ეხება ფაქტობრივად ეს ადამიანი და ეს პირველი შემთხვევა არაა. არაფერს არ ვითხოვ ერთის გარდა: შეწყვიტოს ამგვარი ჩემთვის შეურაცხმყოფელი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული (მე რა შუაში ვიყავი ახლა, ეს ვერ გავიგე) გამოხტომები. გაითვალისწინოს, თორემ შემდეგ ჯერზე თავს ვერ შევიკავებ ალბათ... — დავით პასუხი 12:07, 26 მაისი 2011 (UTC)
- სხვათაშორის პირად შეურაცხყოფაზე მინდოდა მე დამეწერა მაგრამ როგორც ჩანს გამოღმა მედავებიან, რომ გაღმა შერჩეთ. მაინტერესებს საღად მოაზროვნე, ობიექტურმა ადამიანებმა შეაფასონ ზემოთ მოყვანილი ბმულებია პირადი შეურაცხყოფა თუ [ამ ცვლილების დროს რეზიუმეში ჩაწერილი ტექსტი? მოვითხოვ ადმინებისაგან რეაგირებას. — ჯაბა ლაბა 14:51, 26 მაისი 2011 (UTC)
- ზემოთ მოყვანილი ბმულები რომ შეურაცხყოფაა, ამას არავისი დამოწმება არ ჭირდება. არც ის მაინტერესებს, სხვები ფიქრობენ თუ არა ჩემნაირად. არაფერს ვითხოვ, უბრალოდ ვამბობ, რომ მე ეს შეურაცხყოფად მივიღე და მეორედ არ განმეორდეს. (გაფრთხილებაა). თუ ვინმემ შეურაცხყოფა მოგაყენა, მე დამნაშავე არა ვარ მაგაში. რაც გინდა ის გიქნია, მე კი თავი დამანებე! — დავით პასუხი 14:57, 26 მაისი 2011 (UTC)
- თუ ვინმეს მეგობრობას შენ შეურაცხყოფად ღებულობ მე ეგ არ მაინტერესებს. მოგმართეთ შენ და ცანგალას მხოლოდ იმისათვის რომ ადმინები ხართ და უნდა დაარეგულიროთ ვითარება კიდეც. ადმინობა მხოლოდ ის არაა ვინმეზე ზეწოლა მოახდინო. თავს თუ დამანებებ კარგს იზამ. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდეთ დავაყენებ საკითხს იქ სადაც მეგობრობით არ წყდება საკითხები. — ჯაბა ლაბა 15:08, 26 მაისი 2011 (UTC)
- დათოს მიერ მითითებული გვერდები არის პირადი შეურაცხყოფა, ხოლო ჯაბას მიერ მითითებული გვერდი [ამ ცვლილების დროს რეზიუმეში ჩაწერილი ტექსტი?] ვერაფერს ვხვდებით, მაგრამ სტატიის ისტორიაში თუ ჩაიხედავთ ვკითხულობთ გიორგის მიერ რეზიუმეში ჩანაწერს (არა, ეს ტიპი არ მოისვენებს. ყ) - აი რას გულისხმობს ჯაბა. უნდა დავარეგულოთ ვითარება - კი ბატონო. როგორ? - უნდა შევარიგოთ დათო, გიორგი და ჯაბა. იქნებ სკაიპში დაელაპარაკოთ ერთმანეთს და შერიგდეთ, რადგან ზოგჯერ ვიკიპედიის ფურცლებზე ადამიან უჭირს ამის გაკეთება. --ცანგალა (გ) 15:36, 26 მაისი 2011 (UTC)
- მე გასაგებად დავწერე მგონი. არაფერი არ მინდა, არც შერიგება და არც სხვების აზრი არ მაინტერესებს. მე არ მსიამოვნებს ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება, როგორსაც ერთი ადამიანი უკვე დიდი ხანია ამჟღავნებს სხვადასხვაგვარად და ვაფრთხილებ, შემდეგში სხვაგვარად ვიმოქმედებ. ვფიქრობ, არც მის ინტერესში არ უნდა იყოს ეს და არც ჩემში. თავად ეს ძალიან კარგად გაიგო. — დავით პასუხი 16:11, 26 მაისი 2011 (UTC)
- დათოს მიერ მითითებული გვერდები არის პირადი შეურაცხყოფა, ხოლო ჯაბას მიერ მითითებული გვერდი [ამ ცვლილების დროს რეზიუმეში ჩაწერილი ტექსტი?] ვერაფერს ვხვდებით, მაგრამ სტატიის ისტორიაში თუ ჩაიხედავთ ვკითხულობთ გიორგის მიერ რეზიუმეში ჩანაწერს (არა, ეს ტიპი არ მოისვენებს. ყ) - აი რას გულისხმობს ჯაბა. უნდა დავარეგულოთ ვითარება - კი ბატონო. როგორ? - უნდა შევარიგოთ დათო, გიორგი და ჯაბა. იქნებ სკაიპში დაელაპარაკოთ ერთმანეთს და შერიგდეთ, რადგან ზოგჯერ ვიკიპედიის ფურცლებზე ადამიან უჭირს ამის გაკეთება. --ცანგალა (გ) 15:36, 26 მაისი 2011 (UTC)
მუქარას თავი დაანებე აქ ვიქსიკონი არაა სრული დიქტატის პირობებში რომ მოაქციე იქაურობა. ადმინისტრატორი, რომელიც კონსესუსს და კომპრომისს გამორიცხავს არ იმსახურებს ადმინისტრატორობას. მეც გასაგებად ვთქვი უკვე. ცანგალასთან კი კითხვა მექნება: იყო თუ არა რეზიუმეში ჩაწერილი სიტყვები ჩემი შეურაცხყოფა? — ჯაბა ლაბა 17:27, 26 მაისი 2011 (UTC)
- ამისი მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. „აქ ვიქსიკონი არაა სრული დიქტატის პირობებში რომ მოაქციე იქაურობა“ — მოვითხოვ ამ სიტყვების ახსნასა და განმარტებას, რომელ დიქტატზე ლაპარაკობ? ძალიან სერიოზულად, მოვითხოვ ამიხსნა, რას გულისხმობ! ეს ჩემთვის ხელწამოსაკრავი საქმე არაა. მე ვამაყობ, რომ ვიქსიკონი სულ რამდენიმე მომხმარებელმა საკმაოდ წარმატებულ პროექტად ვაქციეთ ვიკიპედიის შემდეგ. ამიხსენი, რას ნიშნავს სრული დიქტატის პირობები! ეს მოთხოვნაა და არა თხოვნა! „ადმინისტრატორი, რომელიც კონსესუსს და კომპრომისს გამორიცხავს არ იმსახურებს ადმინისტრატორობას“ — შეგიძლია წამოაყენო ჩემი კანდიდატურა სტატუსის მოხსნაზე. „იყო თუ არა რეზიუმეში ჩაწერილი სიტყვები ჩემი შეურაცხყოფა?“ — ეს არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს იმ ზიზღისმომგვრელ წერილს, რაც დღეს აღმოვაჩინე ჩემს განხილვის გვერდზე. — დავით პასუხი 18:26, 26 მაისი 2011 (UTC)
- ცანგალასთან კი კითხვა მექნება: იყო თუ არა რეზიუმეში ჩაწერილი სიტყვები ჩემი შეურაცხყოფა? - კი ბატონო არის შენი შეურაცხყოფა. მაგრამ რაც შენ დაწერე დათოს მიმართ — ამასაც ვთვლი შეურაცხოფად. მე პირადად დათოს ძალიან დიდ პატივს ვცემ და თუ საჭირო იქნება ყველგან დავიცავ მას. მაგრამ დათოს ჩემი დაცვა არ სჭირდება, რადგან თავისი მუშაობით გინდ ვიკიპედიაში გინდ ვიქსიკონში თავისი თავი წარმოაჩინა და საკმარისი დადებითი შემფასებლები ყავს და ყოველთვის ეყოლება. პირადად მე მომწონს მისი პირდაპირობა. ხოლო შეშლით ყველას გვეშლება - შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული. დათო რომ არა ქართული ვიქსიკონი არ განვითარდებოდა და არ გვექნებოდა ის ისეთი როგორსაც დღეს ვხედავთ. და ყველას გთხოვ ამჟამად კი ჯაბას და დათოს ცხელ გულზე ნურაფერს ნუ დაწერთ. ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და ერთმანეთთან შეხვედრის და თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ყველას გისურვებთ წარმატებებს.ცანგალა (გ) 19:24, 26 მაისი 2011 (UTC)
ცანგალა დავუშვათ მასეა და ორივე ტექსტი შეურაცხყოფაა. რაც იყო ამხელა სისულელის თავიდათავი რატომ არ გინდათ იმაზე გაამახვილოთ ყურადღება? ნუთუ ვერავინ დაინახეთ ჩემი განხილვის გვერდი სადაც სამი წლის განმავლობაში პირველად ჩამისვეს ვანდალის თარგი მხოლოდ ერთი შეთანხმებული სიტყვის ამოშლისთვის. ნუთუ არ გეჩვენებათ ეს დანაშაულად და შეურაცხყოფად? თუმცა ჩემი მხრიდან ერთს ვიტყვი და გამგებმა გაიგოს: მეტასტაზები ძალიან გაუმრავლდა ვიკიპედიას და საბოლოოდ დაღუპვისაკენ მიაქანებს. რაც გინდათ ის გიქნიათ. მე აქ მოვრჩი სისულელეებზე კომენტარების კეთებას. — ჯაბა ლაბა 19:38, 26 მაისი 2011 (UTC)
- ჯაბას მიმართ გიორგი არაეთიკურად იქცევა და კარგად უნდა ესმოდეს, რაც მოყვება ამას. თავის მხრივ ჯაბას, მიუხედავად ყველაფრისა, არ მგონია ქონოდა საფუძველი დათოსთვის მსგავსად მიემართა - იმედია მშვიდად გაერკვევით. ჩემი თხოვნაა, მომავალში ვიკიკინკლაობას ჯობია, სადაო საკითხი ფორუმზე დააყენოთ ცალსახად და ისე გადაწყვიტოთ ერთად. --Rastrelli F 20:31, 26 მაისი 2011 (UTC)
- კონკრეტულად სად მოვიქეცი არაკორექტულად მითხარით გეთაყვა. თორემ ჩემმა ჩაურევლობამ ეტყობა ცუდი შედეგი გამოიყო.
- სად მოვიქეცი არაკორექტულად.
- ზუსტი ტექსტი, რომელიც არაკორექტულია.--გიორგი; 03:51, 27 მაისი 2011 (UTC)
- „აქ ვიქსიკონი არაა სრული დიქტატის პირობებში რომ მოაქციე იქაურობა“ — ისტორიული ფრაზა, რომელიც უკვე ღიმილს იწვევს ჩემში. ჩემს ვიკიდღიურში შევიყვან ამ ფრაზას ოქროს ასოებით. გმადლობთ დაფასებისათვის. — დავით პასუხი 05:42, 27 მაისი 2011 (UTC)
მაგ. მინაწერი რეზუმეში, ასევე შეპასუხებები ზევით?! --Rastrelli F 06:29, 27 მაისი 2011 (UTC)
- მაინც ვერ გავიგე. ტიპი - ტაქსონომიური იერარქიის ერთ-ერთი უმაღლესი რანგი. რა არის ამაში შეურაცხმყოფელი? ასევე ძალზედ საინტერესოა არაობიექტურობა - ამას, რამაც გამოიწვია ჩემი რეაქცია, პრინციპულად ვერავინ
ვერარ იმჩნევს --გიორგი; 10:26, 27 მაისი 2011 (UTC)
- შენ მაგ იერარქიის ქვედა საზღარსაც კი ცდები. — ჯაბა ლაბა 15:21, 27 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, მორჩი მაიმუნობას.--Rastrelli F 10:28, 27 მაისი 2011 (UTC)
- გამარკვიე, თუ რა არის შეურაცხმყოფელი.--გიორგი; 10:34, 27 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, მორჩი მაიმუნობას.--Rastrelli F 10:28, 27 მაისი 2011 (UTC)
- თუ გნებავთ პროტექციად ჩათვალეთ ესეც, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გიორგის რეზიუმეს, რომელსაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა მართლაც არაეთიკური დარქმეოდა, ამ შემთხვევაში ამართლებს ის უზრდელობა და თავხედობა ჯაბასი, რაც მას წინ უსწრებდა (ბოლო თვეების განმავლობაში). ეს კი ამ თავხედობის ერთ–ერთი უკანასკნელი გამოვლინებაა — შეიძლება მთლად თავხედური არ ჩანს სხვა ვიკიპედიელებისაკენ, მაგრამ ამ კომენტარს ბევრისთვის უცნობი თავისი ფესვებიც აქვს და ჯაბამ ძალიან კარგად იცის, რაზეც ვლაპარაკობ. მორჩა აქ ყველაფერი. — დავით პასუხი 10:59, 27 მაისი 2011 (UTC)
მგონი უნდა მორჩეს ამაზე კინკლაობა. შეცდომები ყველას მოგვდის, ვაპატიოთ ერთმანეთს და შევეცადოთ ჩვენი შეცდომების დანახვას. ვიყოთ უფრო მეტად მეგობრულები და თუ რაიმე შეგვეშლება ერთმანეთს რჩევის სახით ვუთხრათ, ამით ერთმანეთსაც ვასწავლით და საკუთარ თავსაც, მეგობრულად ვურჩიოთ ერთმანეთს თუ რა შეგვეშალა. ეს ყოველივე ვიკიპედიას და ვიკიპედიელებს დაეხმარება „წინ სვლაში“. გთხოვთ!.. — GIO→13 (გ) 14:36, 27 მაისი 2011 (UTC)
- მადლობა, გიორგი, ლამაზი სიტყვებისათვის, მაგრამ სიტყვა „მეგობრის“ მნიშვნელობას მაგ დონემდე მეორედ აღარ დავამცირებ, ერთხელ უკვე დავუშვი ეგ შეცდომა ჯაბასთან. თუმცა, პირობას ვდებ, რომ ეს ჩემი ბოლო წერილია ამ თემაზე :). — დავით პასუხი 15:33, 27 მაისი 2011 (UTC)
- ღმერთმა დამიფაროს შენნაირის მეგობრობისაგან, ქვეყანაზე სამეგობრო რომ გაწყდეს შენ მეგობარს არასოდეს გიწოდებ. მაშინ შეცდომა კი არ დაუშვი უბრალოდ მასე გაწყობდა, აბა ვინმესთან დაპირისპირების პირობებში ადმინად არავინ აგირჩევდა. — ჯაბა ლაბა 15:39, 27 მაისი 2011 (UTC)
გთხოვთ შევწყვიტოთ ეს თემა. მგონი ჩემი თხოვნა ცოტათი მაინც ვერ/არ გაითვალისწინეთ, სამწუხაროა. „ცხელ გულზე“ სიტუაციის ობიექტურად შეფასება ყველასთვის რთულია, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, შეწყდეს (დროებით მაინც) ეს თემა და ამაზე კამათი. კამათი აღარაა ეს, ეს უკვე ერთმანეთის გულის ტკენაა. — GIO→13 (გ) 15:52, 27 მაისი 2011 (UTC)
- მეც გირჩევთ, ცოტა ხნით მაინც თავი შეიკავოთ კომენტარებისგან და მოგიწოდებთ შერიგებისაკენ, მოხდება ეს ვიკიპედიის ფურცლებზე, სკაიპით თუ მეილით. თუ ეს ვერ მოხერხდა, მინიმუმ, ნეიტრალიტეტი მაინც დაიცვათ ერთმანეთის მიმართ.—G.G. 16:40, 27 მაისი 2011 (UTC)
!!!
მე ადამიანი ვარ და არა ცხოველი. მე მაქვს ღირსება და ჩემი ღირსების შელახვას საფუძვლის გარეშე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური ადამიანი, ვერ მოვითმენ. პირადი შეურაცხყოფა და ბრალდებები რამდენიმე ადგილას გამოჩნდა უკვე; ციტატები ჯაბას წერილებიდან:
- რამდენად მართებულია შენი პროტეჟეს მიერ ამ ცვლილების გაკეთება?
- ადმინობა მხოლოდ ის არაა ვინმეზე ზეწოლა მოახდინო.
- მუქარას თავი დაანებე აქ ვიქსიკონი არაა სრული დიქტატის პირობებში რომ მოაქციე იქაურობა.
- ადმინისტრატორი, რომელიც კონსესუსს და კომპრომისს გამორიცხავს არ იმსახურებს ადმინისტრატორობას.
- მეტასტაზები ძალიან გაუმრავლდა ვიკიპედიას და საბოლოოდ დაღუპვისაკენ მიაქანებს. (აქ აღვნიშნავ, რომ ძალიან მომრავლებულ მეტასტაზებში ალბათ მხოლოდ ორი ადამიანი არ იგულისხმება, საინტერესოა, ვინაა სხვა)
- ღმერთმა დამიფაროს შენნაირის მეგობრობისაგან, ქვეყანაზე სამეგობრო რომ გაწყდეს შენ მეგობარს არასოდეს გიწოდებ.
- მაშინ შეცდომა კი არ დაუშვი უბრალოდ მასე გაწყობდა, აბა ვინმესთან დაპირისპირების პირობებში ადმინად არავინ აგირჩევდა.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა მხოლოდ. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა არაერთი შეურაცხყოფა და დამცირება — ამათგან მაგალითისათვის ესეც კმარა (თუმცა მეტიც შეიძლება მოიძებნოს). გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. უკვე ზედმეტად აუტანელია ჩემთვის და ვითხოვ, განმიმარტოს თითოეული ზემოთ მოყვანილი ციტატის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მაქვს საკმარისი საფუძველი ამ ადამიანის დასაბლოკად და ახლაც მხოლოდ იმიტომ შევიკავე თავი, რომ ბოლო ცვლილებებში ვხედავ, რაღაცას აკეთებს სასარგებლოს. ვითხოვ ასევე, რომ ვინმე მესამემ უთხრას ამ ადამიანს, რომ მე დამანებოს თავი (მხოლოდ ციტატების საფუძვლების განმარტების შემდეგ). გმადლობთ. — დავით პასუხი 18:55, 27 მაისი 2011 (UTC)
პიროვნებების მნიშვნელობადობა(notability)
ვიკიპედიაში უნდა შევქმნათ ისეთი ადამიანების სტატია, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი თანამდებობა უკავიათ? მაგალითად ზურაბ_არსოშვილი მხოლოდ იმიტომ არის ვიკიში რომ რწმუნებულია. — ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:34, 27 მაისი 2011 (UTC)
- პარლამენტის წევრი იყო. პარლამენტის წევრები ყველა უნდა იყოს ენციკლოპედიაში. უნდა შევქმნათ ისეთი ადამიანების სტატია, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი თანამდებობა უკავიათ? - აუცილებლად. (ეს ყველაფერი ჩემი აზრია.)--ცანგალა (გ) 08:55, 27 მაისი 2011 (UTC)
ალბათ უნდა შევქმნათ, ხელმისაწვდომი იქნება ხალხისთვის მათ მმართველებზე ბიოგრაფიული და სხვა საინტერესო ინფორმაცია. თუნდაც მათ თანამდებობის მეტი სხვა ღირსება არ გააჩნდეთ :_) . --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:59, 27 მაისი 2011 (UTC)
- რატომაც არა... — დავით პასუხი 09:00, 27 მაისი 2011 (UTC)
- სხვა საინტერესო ინფორმაცია – ზუსტადაც რომ ჯერ ეს არ არსებობს იმ სტატიაში მაგიტომ არის წასაშლელი.
მმართველებზე – ზუსტადაც რომ ჯერ არაფერი წერია იქ და ჯერ საინტერესო არაფერი გაუკეთებია მაგიტომაა წასაშლელი. თუ რამეს გააკეთებს მერე უნდა დაიწეროს ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 09:07, 27 მაისი 2011 (UTC)
- მოდით ღირსებებზე სხვაგან ვისაუბროთ. გთხოვთ ნახოთ დავამატე სტატიას კატეგორია. --ცანგალა (გ) 09:56, 27 მაისი 2011 (UTC)
არ მესმის შემოწმების ცნება მე მგონი
სტატია სისტემის ისტორიაში მესამე ვარიანტი რატომ არის შემოწმებული? წყაროს გარეშე სტატია შემოწმებული იყოს ვის გაუგია? ან ტრიას ისტორიაში შემოწმებული ვარიანტები რატომ არის?ხდ— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:48, 27 მაისი 2011 (UTC)
- ხო პატარა ხარვეზები ნამდვილად არის. ახალი ჩართულია შეცდომა ყველას მოგვდის. — ჯაბა ლაბა 03:32, 28 მაისი 2011 (UTC)
- ვეთანხმები ჯაბას, მაგრამ ხარვეზის ახსნას ვერ შევძლებ.--ცანგალა (გ) 19:03, 28 მაისი 2011 (UTC)
გამოჩენილი
ვაგრძელებ გამოჩენილების თემას:
- აპოლონიოს როდოსელი
პერან იბერიელი- სოლონი
- მიხეილ ხავთასი
- ჩჟენ ჰე
- მემნონ როდოსელი
- ზურაბ ტატაშიძე
- მიხეილ ზაალიშვილი
- ირინე ზაალიშვილი
- გიორგი პაპალაშვილი
ფაზა იბერიელი- სარა კეინი
- ხარიტონ ლაპტევი
- დიტა პარლო
- ეჟენ გაიარი
- დიდმოწამე არტემი
- გუჯაბიძე
- ჭანტურია
- უნკეი
- ფერნან ბროდელი
- ეზრა პაუნდი
- მიხეილ კობახიძე
- ეთერ ანჯაფარიძე
- დიმიტრი ამილახვარი ...........
ამეებს რას უშვრებით და კიდევ სხვა ასობით სტატიას? თუ ერთ სტატიაში ამ ერთ სიტყვაზე ამხელა ამბავი ატყდა, მაშინ სულ უნდა გაიწმინდოს ამ მხრივ ქართული ვიკიპედია. შერჩევითი მიდგომა არ ვარგა.--Ouzo განხილვაწვლილი 13:49, 29 მაისი 2011 (UTC)
- თანხმობა ჩემის მხრივ დავადასტურე უკვე ხაზგადასმულ სტატიებში. თუ ვინმემ ჩემს მიერ დაწერილი მსგავსი სტატია ნახოს დაუკითხავად შეცვალოს. ბუზისგან სპილოს ნამდვილად არ შევქმნი. — ჯაბა ლაბა 13:49, 30 მაისი 2011 (UTC)
მივიღეთ რო უკვე გადაწყვეტილება ამის? მე წინააღმდეგი ვარ!— ~დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:05, 30 მაისი 2011 (UTC)
- მე თანახმა ვარ. თვითონ სიტყვა გამოჩენილი, ამ შემთხვევაში, არაენციკლოპედიურია. ვთქვათ, ვინმე ჩვენთვის, ანუ ქართველი ხალხისთვის გამოჩენილი პიროვნებაა, ის შეიძლება სულ არ არის სხვისთვის, ანუ სხვა ერისთვის გამოჩენილი. ვიკიპედია კი არ არის ეროვნული საიტი. ამიტომ არა არის საჭირო სიტყვა გამოჩენილი სტატიებში. GIO→13 (გ) 14:13, 30 მაისი 2011 (UTC)
გამოჩენილის და მისთანების ჩაწერა სტატიებში:
- მომხრე: დიაოჰა, ოუზო, დიქსტოზა;
- წინააღმდეგი: ჯაბა, აიტიშნიკი, ფლოიდგეო, რასტრელი, ცანგალა, დათო დოიჩლანდი, გიორგი13.
- საჭიროა განა კენჭისყრა? ისედაც გამოკვეთილია, რა შედეგით დასრულდება. დათო კი დადგენილებებში შეიტანს ამასაც და შემდეგ ვიკიპედიის გვერდად აქცევს (წესის მძიებელთათვის).
- ასეთი სიტყვები არაენციკლოპედიურია და ენციკლოპედიაში არ უნდა ჩაიწეროს.—G.G. 15:32, 30 მაისი 2011 (UTC)
- დაზუსტება: მე მომხრე ვარ დაიწეროს "გამოჩენილი", "ცნობილი" და ა. შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ამას ავტორიტეტული წყარო ამბობს, წყაროს მითითებით. მგონი წინააღმდეგებში ვინც ჩაწერე, ამ აზრს იქიდანაც ეთანხმებიან (თუ არ ვცდები რასტრელი იყო).--Ouzo განხილვაწვლილი 14:34, 31 მაისი 2011 (UTC)
- მაშინ ერთს ვიკითხავ ენციკლოპედიაში თუ წერია გამოჩენილი. ზოგადად ბიოგრაფიულ წიგნში შეიძლება იყოს ჩანაწერი. მახსოვს აგრეთვე იყო სერიალი მრავალტომეულისა გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ვიკიპედია ხომ ენციკლოპედიაა.--ცანგალა (გ) 15:18, 31 მაისი 2011 (UTC)
- ვაახ, კაცოოო! ინებეთ:
- Several paintings by the famous artist Peter Paul Rubens show events from the life of Marie de Médicis. - Encyclopædia Britannica.
- Yi In-mun, also called Yu-ch’un (Korean: “Exist Spring”) (born 1745, Haejo, Korea—died 1821, Seoul), famous Korean landscape painter. - Encyclopædia Britannica.
კიდევ გვინდა მაგალითები? --Ouzo განხილვაწვლილი 16:18, 31 მაისი 2011 (UTC)
- ქართული, ქართული.--ცანგალა (გ) 16:20, 31 მაისი 2011 (UTC)
- მაგ. ქართული ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997 - მე პირადად ვერავიზე ვერ ვნახე. ცანგალა (გ) 16:23, 31 მაისი 2011 (UTC)
- სხვათა შორის ინგლისურ ვიკიპედიაშიც, არა მარტო "გამოჩენილი", არამედ ხშირად საქებარი სიტყვებიც კი წერია.
- ქართული საენციკლოპედიო ტრადიცია (მათ შორის სსრკ-ს შემდეგ გამოცემული "საქართველო") ეფუძნება სახელოვან საბჭოთა ტრადიციებს. Britannica-ზე ავტორიტეტული საერთაშორისო ენციკლოპედია რაღა გინდა? საბჭოთა ტრადიცია რატომ უნდა იყოს უნივერსალური და არა Britannica? ქართულ ვიკიპედიაში სწორებას საბჭოეთზე ვაკეთებთ თუ საერთაშორისოდ აღიარებულ ენციკლოპედიურ ტრადიციებზე? --Ouzo განხილვაწვლილი 16:28, 31 მაისი 2011 (UTC)
არა, არა და არა. არაა ენციკლოპედიური სიყვები, არაა. არ არის საჭირო ამდენი წერა, ვთქვათ კი, იყოს ან არა, არ იყოს და მოვრჩეთ. — GIO→13 (გ) 16:45, 31 მაისი 2011 (UTC)
- აღარც ვიფიქროთ :). — დავით პასუხი 16:47, 31 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, "ფეხების ბაკუნს" სჯობია არგუმენტებს მოუხმო.— Ouzo განხილვაწვლილი 16:48, 31 მაისი 2011 (UTC)
- ისე თქვენი კომენტარი „ფეხების ბაკუნის“ გარეშე უფრო მშვენიერი და მეგორბული რჩევა იქნებოდა. — GIO→13 (გ) 16:51, 31 მაისი 2011 (UTC)
- მე კომენტარის გარდა არგუმენტები მოვიყვანე და შენგანაც (თუ თგვენაც, როგორც ისურვებ) არგუმენტებს ველოდები.— Ouzo განხილვაწვლილი 16:53, 31 მაისი 2011 (UTC)
- ზემოთ, ჩემ კომენტარში მაგალითიცაა მოყვანილი. კარგით ბატონებო, თუ ასეა ცოტა ხანში გადავინაცვლოთ კენჭისყრის გვერდზე. — GIO→13 (გ) 16:57, 31 მაისი 2011 (UTC)
- მე კომენტარის გარდა არგუმენტები მოვიყვანე და შენგანაც (თუ თგვენაც, როგორც ისურვებ) არგუმენტებს ველოდები.— Ouzo განხილვაწვლილი 16:53, 31 მაისი 2011 (UTC)
- ისე თქვენი კომენტარი „ფეხების ბაკუნის“ გარეშე უფრო მშვენიერი და მეგორბული რჩევა იქნებოდა. — GIO→13 (გ) 16:51, 31 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, "ფეხების ბაკუნს" სჯობია არგუმენტებს მოუხმო.— Ouzo განხილვაწვლილი 16:48, 31 მაისი 2011 (UTC)
- ქართული ტრადიცია ქართული ტრადიცია რასაც არ უნდა ეფუძნებოდეს. ბრიტანიკა კი ბრიტანიკა. სხვადასხვა ქვეყნები და სხვადასხვა ტრადიციები. მაგ. Johann Wolfgang von Goethe (Brock Haus, band 8, Seite 630) Dichter - ასე მოიხსენიებენ გერმანელები გოეთეს. ეს საბჭოთა ენციკლოპედია არ არის.--ცანგალა (გ) 17:00, 31 მაისი 2011 (UTC)
- (რედ. კონფლიქტი) ხალხო, ნუ ეცემით ამ კენჭისყრას პირდაპირ! (კი, არა, კი, არა). ჯერ მართლაც ვიფიქროთ და მოვიყვანოთ არგუმენტები. მე ზემოთ ვთქვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სიტყვა ცნობილის და მისთ. გამოყენება არაა სუბიექტური. მაგალითად მოვიყვანე სტალინის შემთხვევა. ამ აზრს ვინარჩუნებ დღესაც და ვფიქრობ, რომ ერთიანი უნივერსალური წესის შექმნა ამ შემთხვევაში არ იქნება გამოსავალი. ყველა შემთხვევას თავისებური მიდგომა ჭირდება. — დავით პასუხი 17:01, 31 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, ზემოთ შენ კომენტარში ვერავითარი მაგალითი ვერ ვნახე. და რისი მაგალითი უნდა მოგეყვანა? რომ არ არსებობს იმუისი? არარსებულის მაგალითად მოყვანა შეუძლებელია. მე მოვიტანე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა!) გავლენიანი ენციკლოპედიის, Britannica-ს მაგალითები და კიდევ შემიძლია მოვიტანო. სანამ კენჭისყრას დაიწყებდე, კარგი იქნება თუ დააფიქსირებ ფაქტს, რომ მსოფლიო საენციკლოპედიო პრაქტიკაში ეპითეტები "გამოჩენილი", "ცნობილი" და ა. შ. უცხო არ არის. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს წესია, მაგრამ არც მიუღებელი არ არის საენციკლოპედიო პრაქტიკისთვის. ეს ერთი! და მეორე: ვიკიპედიაში უმრავლესობის ხმა გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტია არგუმენტების ენა.— Ouzo განხილვაწვლილი 17:07, 31 მაისი 2011 (UTC)
ვიკიპედია:კენჭისყრა/გამოჩენილი, ცნობილი და მისთანნი სტატიებში აგერ ბატონო და აქ მოვრჩეთ. :) — GIO→13 (გ) 17:14, 31 მაისი 2011 (UTC)
ასევე განთქმულ და ავტორიტეტულ კათოლიკურ ენციკლოპედიაში სტატიაა სატაურით: Surnames of Famous Doctors - გამოჩენილ დოქტორთა სია.--Ouzo განხილვაწვლილი 17:19, 31 მაისი 2011 (UTC)
უუუპს! საბჭოთა აუდიტორიისთვის არანაკლებ ავტორიტეტული БСЭ ვნახოთ რას წერს: [http://www.sky-net-eye.com/rus/slovari/generic/_enc_/encyclopedia/_k/30834_KOREJSHA_Ivan_JAkovlevich КОРЕЙША Иван Яковлевич (ок. 1780—1861), известный русский юродивый, сначала жил в Смоленске, с 1817 в Москве].— Ouzo განხილვაწვლილი 17:33, 31 მაისი 2011 (UTC)
- ახლა რუსული - ვერ გაგიგებთ კაცი თქვენ ხან რუსულის გავლენა არის და არ გვინდაო, ახლა რუს. საბჭოთა ენციკლოპედია არის სამაგალითო. ისე КОРЕЙША - ეტყობა ეს უკვე ინტერნეტის ვერსიაა. БСЭ-ის XIII ტომში (სადაც КОНДА - КУН არის შესული) - არ წერია.- ქართული რატომ არ გინდათ?--ცანგალა (გ) 19:03, 31 მაისი 2011 (UTC)
- ქართული - ქსე ტ. 3, გვ. 5-6 ამ გვერდებზე 7 სტატიაა პიროვნებების შესახებ, არცერთში მსგავსი სიტყვები არაა გამოყენებული მათი პიროვნების წარმოსაჩენად. — GIO→13 (გ) 19:13, 31 მაისი 2011 (UTC)
- ქართული არ მაქვს. და რომც არ იყოს არაფერი ქართულში, რატომ უნდა გავიხადოთ ქსე (და მისი შვილობილი "საქართველო") ნიმუშად, როდესაც უნივერსალური ავტორიტეტული ენციკლოპედიები ზემო (და ქვემო)ხსენებულ პრაქტიკას გვთავაზოპბენ?--Ouzo განხილვაწვლილი 19:17, 31 მაისი 2011 (UTC)
- ქართული - ქსე ტ. 3, გვ. 5-6 ამ გვერდებზე 7 სტატიაა პიროვნებების შესახებ, არცერთში მსგავსი სიტყვები არაა გამოყენებული მათი პიროვნების წარმოსაჩენად. — GIO→13 (გ) 19:13, 31 მაისი 2011 (UTC)
- ახლა რუსული - ვერ გაგიგებთ კაცი თქვენ ხან რუსულის გავლენა არის და არ გვინდაო, ახლა რუს. საბჭოთა ენციკლოპედია არის სამაგალითო. ისე КОРЕЙША - ეტყობა ეს უკვე ინტერნეტის ვერსიაა. БСЭ-ის XIII ტომში (სადაც КОНДА - КУН არის შესული) - არ წერია.- ქართული რატომ არ გინდათ?--ცანგალა (გ) 19:03, 31 მაისი 2011 (UTC)
კენჭისყრის დაწყება წესების დარღვევით
კამათში ჩართულმა მომხმარებელმა Deutschland-მა და მე ვურჩიეთ გიორგის 13-ს, რომ არ დაეწყო კენჭისყრა, სანამ არგუმენტებს არ განვიხილავდით. მე მოვიტანე მაგალითები ბრიტანიკადან, კათოლიკური ენციკლოპედიიდან, ბსე-დან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეპითეტების "ცნობილი", "გამოჩენილი" და სხვა ხმარება არის საერთაშორისოდ არიარებული ენციკლოპედიური პრაქტიკა. როდესაც გიორგიმ ამას ვერაფერი დაუპირისპირა, დაიწყო კენჭისყრა.— Ouzo განხილვაწვლილი 17:41, 31 მაისი 2011 (UTC)
- რომელი წესია დარღვეული კენჭისყრის წამოწყებისას? :):) მე დავწერე რეზიუმეში, რომ ჯერ გვერდი შევქმენი და დათოს კომენტარი მერე წავიკითხე. — GIO→13 (გ) 17:44, 31 მაისი 2011 (UTC)
- დათომაც და მეც მოგთხოვეთ არგუმენტები, რომლებიც აქამდე არ ჩანს. კენჭისყრა უნდა შეჩერდეს და გაგრძელდეს კამათი. დაალაგეთ საპირისპირო არგუმენტები თუ გაქვთ, თუ არადა კენჭისყრის გარეშეც სიტუაცია ნათელია.--Ouzo განხილვაწვლილი 17:46, 31 მაისი 2011 (UTC)
- რომელი წესია დარღვეული კენჭისყრის წამოწყებისას? :):) მე აქ საუბრის გასაგრძელებელს ვეღარაფერს ვხედავ. დიახ, ნამდვილად ნათელია.
- დათომაც და მეც მოგთხოვეთ არგუმენტები, რომლებიც აქამდე არ ჩანს. კენჭისყრა უნდა შეჩერდეს და გაგრძელდეს კამათი. დაალაგეთ საპირისპირო არგუმენტები თუ გაქვთ, თუ არადა კენჭისყრის გარეშეც სიტუაცია ნათელია.--Ouzo განხილვაწვლილი 17:46, 31 მაისი 2011 (UTC)
- „გამოჩენილის და მისთანების ჩაწერა სტატიებში:
- მომხრე: დიაოჰა, ოუზო, დიქსტოზა;
- წინააღმდეგი: ჯაბა, აიტიშნიკი, ფლოიდგეო, რასტრელი, ცანგალა, დათო დოიჩლანდი, გიორგი13.“ — GIO→13 (გ) 17:52, 31 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, ბოდიში მაგრამ, ნამდვლად ვერ გავამართლებ ასე სპონტანურად წამოწყებულ კენჭისყრას. იხილეთ ჩემი წერილი კენჭისყრის გვერდზე და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. — დავით პასუხი 18:00, 31 მაისი 2011 (UTC)
- ბოდიში არაა საჭირო დავით. ჩემი კომენტარიც იქვეა. — GIO→13 (გ) 18:06, 31 მაისი 2011 (UTC)
- გიორგი, ბოდიში მაგრამ, ნამდვლად ვერ გავამართლებ ასე სპონტანურად წამოწყებულ კენჭისყრას. იხილეთ ჩემი წერილი კენჭისყრის გვერდზე და გთხოვთ, გაითვალისწინოთ. — დავით პასუხი 18:00, 31 მაისი 2011 (UTC)
მაგალითები ასევე უაღრესად ავტორიტეტული ებრაული ენციკლოპედიიდან:
- ARNSTEIN, BENEDIKT DAVID:Austrian playwright, grandson of the famous Vienna banker Adam Isaac von Arnstein
- ABRASS, JOSHUA (OSIAS); called also Pitzi: A famous ḥazan, or cantor
- KARLIN (Rabbi Aaron II. of Karlin): One of the most famous rabbis of the Ḥasidim in northwestern Russia
და ასე შემდეგ.--Ouzo განხილვაწვლილი 18:29, 31 მაისი 2011 (UTC)
დავდოთ არგუმენტები
ჩემი არგუმენტია: ვიკიპედიაში შესაძლოა ამა თუ იმ პირის მიმართ გამოყენებული იყოს ეპითეტები - "ცნობილი", "გამოჩენილი" და სხვა, რადგან ის დამკვიდრებულია საერთაშორისო საენციკლოპედიო პრაქტიკაში (მაგალითები იხილეთ ზემოთ), რომელიც ასახულია ისეთ ავტორიტეტულ ენციკლოპედიებში, როგორიცაა (და არამარტო ამათში):
ველოდები საწინააღმდეგო არგუმენტებს.--Ouzo განხილვაწვლილი 18:29, 31 მაისი 2011 (UTC)
- გეთანხმები, Ouzo, სწორედ ეს გავითვალისწინე ჩემი პროექტის 2. და 3. მუხლებში. — დავით პასუხი 18:54, 31 მაისი 2011 (UTC)
კანონპროექტი სტატიაში ეპითეტების გამოყენების შესახებ N1 (ავტორი: Dawid Deutschland)
[1] ვიკიპედიის სტატიებში აკრძალულია საგნის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ დამაკნინებელი, პრივილეგიის მიმნიჭებელი, საქებარი ან სხვაგვარი ეპითეტების გამოყენება, თუკი ეს აშკარად სუბიექტურია.
- მაგალითები:
- 1. საზიზღარი პავლე პეტრიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში;
- 2. პავლე პეტრიაშვილის მოხსენება სხვებისას ათი თავით აღემატებოდა;
- 3. საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა;
- 4. ცნობილი ქართველი მომღერალი პავლე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა.
- მაგალითები:
[2] წინა მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც მათი გამოყენება საყოველთაოდ აღიარებულ ობიექტურ სინამდვილესთანაა დაკავშირეული. (ეს მუხლი ძირითადად ეხება შემდეგი ეპითეტების გამოყენებას: ცნობილი, გამოჩენილი, აღიარებული, პოპულარული... უცნობი...)
- მაგალითები:
- 1. საბჭოთა კავშირის ცნობილი მმართველი იოსებ სტალინი ეროვნებით ქართველი იყო;
- 2. ჯგუფ იგლზის ყველაზე ცნობილი სიმღერაა Hotel California.
- 3. პავლე პეტრიაშვილმა უცნობი მხატვრის ნამუშევარი შეიძინა.
- მაგალითები:
[2ა] თუკი ობიექტური სინამდვილე არსებობს, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ან ქვეყანაში, სასურველია ეპითეტთან ერთად მითითებული იყოს ეს რეგიონი ან ქვეყანაც. საჭიროა წყაროს მითითებაც
- მაგალითები:
- 1. პავლე პეტრიაშვილი - პოპულარული მომღერალი საქართველოში.
- 2. პავლე პეტრიაშვილი ქალაქ ქუთაისში ცნობილი და გამოჩენილი პიროვნებაა.
- მაგალითები:
[3] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება სტატიაში დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი მესამე პირის მიერ გამოთქმული სუბიექტური მოსაზრების გადმოსაცემადაა გამოყენებული. ამ შემთხვევაში საჭიროა წყაროს მითითება. ციტირებისას სასურველია ბრჭყალების გამოყენება.
- მაგალითები:
- 1. პავლეს აზრით, პეტრე ყველაზე საზიზღარი პიროვნებაა მსოფლიოში;
- 2. პავლე ფიქრობდა, რომ პეტრეს მოხსენება სხვებს ათი თავით აღემატებოდა;
- 3. გაზეთ «მაგალითის» ცნობით, „საქართველოს დიდებული პატრიოტი და უმშვენიერესი ვოკალის მქონე პავლე პეტრიაშვილი ხელგაშლილად ცხოვრობდა“;
- მაგალითები:
[3ა] ნივთის, პიროვნების ან მოვლენის მიმართ წინა მუხლებში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დასაშვებია, თუკი ისინი ეყრდნობა ავტორიტეტულ ენციკლოპედიურ წყაროს.
[4] პირველ მუხლში გათვალისწინებული ეპითეტების გამოყენება დაუშვებელია სტატიის პირველსავე წინადადებაში (დეფინიცია), გარდა ამ დადგენილების [2] და [3ა] მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დეფინიცია მაქსიმალურად ნეიტრალურად, მოკლედ და ობიეტურად უნდა ასახავდეს სტატიის თემას.
შავი: პროექტის თავდაპირველი ტექსტი; წითელი: ცვლილებები და დამატებები პროექტში.
განხილვა
შევადგინე პროექტი, რომელშიც მუხლების შინაარსის უკეთ აღსაქმელად გამოვიყენე მაგალითებიც. გთხოვთ გამოთქვათ მოსაზრებები, განვიხილოთ, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ და ა. შ. — დავით პასუხი 18:52, 31 მაისი 2011 (UTC)
- მგონი მისაღები უნდა იყოს. :) Very good. — GIO→13 (გ) 18:56, 31 მაისი 2011 (UTC)
- გავაკეთოთ ასეთი გვერდი ვიკიპედია:ვიკიპედიის დადგენილებები და ჩავწეროთ ასეთი „კანონები“ შიგ. — GIO→13 (გ) 18:58, 31 მაისი 2011 (UTC)
- ისე თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკას თუ შევეხებით (მაინც მაგაზე ვმუშაობ და ამიტომ ვახსენებ), ჩნდება მცირე წინააღმდეგობები. მაგალითად, Status Quo-ს ყველაზე ცნობილი სიმღერაა In the army now. სინამდვილეში აქვთ 60-მდე ჰიტ-სინგლი, საიდანაც არანაკლებ პოპულარულია Rockin' All Over the World. :) ეს მაგალითია. იმედია უბრალოდ, არ წარმოიშვება ასეთებზე კონფლიქტი. დაღეჭილი თემა - პინკ ფლოიდი. სანამ გამოვიდოდა Another Brick in the Wall, მათ მთავარ ’შლაგერად’ Money ითვლებოდა. ახლა ვიღაცას რომ მოუნდეს და დაწეროს სტატიის შესავალში, რომ Another Brick in the Wall და Money მათი მთავარი ჰიტებია, ადგება სხვა და მიაწერს, რომ Wish You Were Here-იც არანაკლებია. თუმცა აქ უკვე უნდა მოქმედებდეს წყაროს მითითების მოთხოვნა. თუ არ იქნება მითითებული წყარო პრესიდან, მსგავსი მტკიცებულებები უნდა წაიშალოს. — BH განხილვაწვლილი 19:05, 31 მაისი 2011 (UTC)
დათო, მე-4 პუნქტი კრძალავს სტატიის პირველსავე წინადადებაში ასეთ მაგალითს? - "აარონ ბენ აშერ კარლინელი - ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი რაბინი ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში", ან "იოშუა აბრასი - ცნობილი კანტორი", ან "იი ინ-მუნი - ცნობილი კორეელი პეიზაჟისტი"? მგონი მე-2 მუხლში ასეთი შემთხვევები არ არის ასახული. (Floydgeo-ს ვეთანხმები წყაროს მითიტებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა) --Ouzo განხილვაწვლილი 19:09, 31 მაისი 2011 (UTC)
- ფლოიდეოს: რა თქმა უნდა, პინკ ფლოიდის ყველაზე ცნობილი რომელია, ამაზე შესაძლოა იყოს რამდენიმე აზრი (მე პირადად Another Brick in the Wall მიმაჩნია) — ანუ, რადგან საკამათოა, აქ საქმე არა გვაქვს საყოველთაოდ აღიარებულ ობიექტურ სინამდვილესთან (2). შესაბამისად, პინკ ფლოიდზე ეს მუხლი არ გავრცელდება. მე მუსიკიდან მაგალითად მოვიყვანე იგლზის ჰოტელ კალიფონრია, რაც ნამდვილად, საყოველთაოდ ცნობილია და აღიარებულია, რომ მაგათი ყველაზე ცნობილი სიმღერაა – აქ საქმე გვაქვს ობიექტურ სინამდვილესთან.
- Ouzo: ეგ შემთხვევები არაა ნამდვილად გათვალისწინებული არც [2]–ში და არც [4]–ში. მანდ არა გვაქვს (ვფიქრობ) ობიექტური სინამდვილე... სხვებიც თუ ფიქრობენ, რომ ასეთი წინადადებები დავუშვათ, მაშინ შეიძლება შევცვალოთ რომელიმე მუხლი ან ერთი დავამატოთ მაგათთვის. ასევე, დამაფიქრა ამ წყობამ: ერთ–ერთი ყველაზე... სხვებმაც იფიქრეთ... — დავით პასუხი 04:48, 1 ივნისი 2011 (UTC)
- დათო, წუხელ სპეციალურად შევქმენი რამდენიმე სტატია:
აქ ყველგან არის ნახმარი სიტყვები, "ცნობილი", "გამოჩენილი", ერთ მათგანში "გენიალურიც" კი. ყველა სტატია ეფუძნება ავტორიტეტულ წყაროს, უნივერსალურ ენციკლოპედიებს: ბრიტანიკა, ბსე, იუდაური ენციკლოპედია. ამ წყაროებს არაკომპეტენტურობას ვერ დააბრალებ. რა საფუძვლიანი, გონივრული მიზეზით შეიძლება აიღოს და წაშალოს ეს სიტყვები სტატიიდან რომელიმე რედაქტორმა? ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადგან ასეა ავტორიტეტულ წყაროში შეფასებული. ზემოთ ზოგიერთი ჩვენი კოლეგა რომ ამტკიცებდა, რომ ეს ეპითეტები არაენციკლოპედიურიაო, ხომ სულ ბლეფი აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ ენციკლოპედიებში ეს მიღებული (თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, არა მასიური) პრაქტიკაა. ვიკიპედია და მითუმეტეს ქართული, ვერ იქნება ენციკლოპედიური პრაქტიკის ავანგარდი. ჩვენი სორება სწორედ უნივერსალურ ავტორიტეტულ ენციკლოპედიებზე უნდა გავაკეთოთ. აღმოჩნდა, რომ "ცნობილი", "გამოჩენილი" და სხვა მსგავსი ეპითეტები სწორედაც რომ ენციკლოპედიურია. აქედან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ განსახილველად გამოტანილ პროექტში ჩაემატოს პუნქტი, რომ ვიკიპედიის სტატიაში პიროვნებებზე (ან რაიმე მოვლენაზე) მსგავსი შეფასება შეიძლება ჩაიწეროს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფუძნება ავტორიტეტულ წყაროს (უნდა მკვეთრად მოვახდინოთ ავტ. წყაროს ცნების დეფინიცია - მაგ. არა მე-7 კლასის სახელმძღვანელო და მისთანანი) და პირველ რიგში, უნივერსალურ, ავტორიტეტულ ენციკლოპედიებს (გაკეთდეს ამ ენციკლოპედიების სია). მე მგონი, ეს იქნება ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება.--Ouzo განხილვაწვლილი 05:51, 1 ივნისი 2011 (UTC)
- პირველ რიგში დიდი მადლობა დათოს ასეთი ჩამოყალიბებული პროექტისთვის. ერთი პატარს შენიშვნა მინდა დავწერო, რომ მესამე პუნქტს (მუხლს-?) დაემატოს მითითებული იქნას ლიტერატურა, რაც სქოლიოთი იქნება ჩასმული. ამ პროექტის დამტკიცების შემდეგ პირდაპირ ჩაისვას სტატიის (გვერდის) შექმნის შესახებ, რომ ახალ მომხმარებელს პირდაპირ მივუთითოთ.
- პასუხი Ouzo-ს რუსულ ვიკიპედიაში შედი და ნახავ როდესაც ქართულ ტაძრებს სომხურს მიაწერენ სომხები ბრიტანიკას მიუთითებენ (ოღონდ არ მთხოვო სად იყოო - ვერ მოვძები - მაპატიე და თუ მოვძებნი აუცილებლად მოგწერ). რამდენად დასაყრდენია ამ შემთხვევაში ბრიტანიკა? --ცანგალა (გ) 07:31, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, ცალკეული შეცდომისგან და სუბიექტური ინფორმაციისგან არცერთი ენციკლოპედია არ არის დაზღვეული. აქ კი საუბარია სტატიის წერის ზოგად პრინციპზე - იყოს შეფასებები თუ არა და ეს პრინციპი (რომ შეიძლება იყოს შეფასებები) საერთოა ყველა ავტორიტეტული ენციკლოპედიისთვის და არ ახასიათებს მხოლოდ ბრიტანიკას.--Ouzo განხილვაწვლილი 07:49, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ოუზო და ცანგალა, გავითვალისწინე თქვენი შენიშვნები. დავამატე [3ა] მუხლი, რომელშიც ჩავწერე ავტორიტეტული ენციკლოპედიური წყარო. ეს იმიტომ, რომ წყარო შეიზლება იყოს ავტორიტეტული, თუმცა არა ენციკლოპედიური და ასეტი სეფასებები, ვფიქრობ არ უნდა დაეყრდნოს მათ. ასევე დავამატე [2ა] მუხლიც, ამაზე გუშინ ვფიქრობდი... მგონი მუხლის ტექსტი კარგად ვერ ჩამოვაყალიბე (თუ მომეხმარებით, კარგია), მაგრამ მაგალითებით გასაგებია, რასაც ვგულისხმობ - რას იტყვით, საჭიროა ეს მუხლი? [3] მუხლში ცანგალას მითიტებით შევიტანე დამატება. — დავით პასუხი 08:37, 1 ივნისი 2011 (UTC)
- დათო, მე-4 მუხლში (სტატიის პირველ წინადადებაზე) უნდა დაემატოს ...3ა მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ანუ ავტორიტეტული ენციკლოპედიები).--Ouzo განხილვაწვლილი 16:43, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ოუზო და ცანგალა, გავითვალისწინე თქვენი შენიშვნები. დავამატე [3ა] მუხლი, რომელშიც ჩავწერე ავტორიტეტული ენციკლოპედიური წყარო. ეს იმიტომ, რომ წყარო შეიზლება იყოს ავტორიტეტული, თუმცა არა ენციკლოპედიური და ასეტი სეფასებები, ვფიქრობ არ უნდა დაეყრდნოს მათ. ასევე დავამატე [2ა] მუხლიც, ამაზე გუშინ ვფიქრობდი... მგონი მუხლის ტექსტი კარგად ვერ ჩამოვაყალიბე (თუ მომეხმარებით, კარგია), მაგრამ მაგალითებით გასაგებია, რასაც ვგულისხმობ - რას იტყვით, საჭიროა ეს მუხლი? [3] მუხლში ცანგალას მითიტებით შევიტანე დამატება. — დავით პასუხი 08:37, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, ცალკეული შეცდომისგან და სუბიექტური ინფორმაციისგან არცერთი ენციკლოპედია არ არის დაზღვეული. აქ კი საუბარია სტატიის წერის ზოგად პრინციპზე - იყოს შეფასებები თუ არა და ეს პრინციპი (რომ შეიძლება იყოს შეფასებები) საერთოა ყველა ავტორიტეტული ენციკლოპედიისთვის და არ ახასიათებს მხოლოდ ბრიტანიკას.--Ouzo განხილვაწვლილი 07:49, 1 ივნისი 2011 (UTC)
- - Ouzo, ინგლ. ვიკიპედია კი გამოჩენილს არ წერს. რატომ?--ცანგალა (გ) 15:04, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ინგლისურმა ვიკიპედიამ ამ შემთხვევაში ავტორიტეტულ წყაროს გადაუხვია. იმას რატომ არ დააკვირდი, რომ იგივე ინგლისურმა ვიკიპედიამ და პორტუგალიურმაც აარონ ბენ აშერ კარლინელის შემთხვევაში ეპითეტები შეინარჩუნა? ეპითეტების მიწერა დოგმა არ არის და მისი ხშირად ხმარება სასურველი არ არის, მაგრამ მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როცა ავტორიტეტული წყარო ამის საშუალებას იძელვა, ეს დასაშვებია და ამაში არაფერია არაენციკლოპედიური.— Ouzo განხილვაწვლილი 16:43, 1 ივნისი 2011 (UTC)
- p.s. სხვათა შორის, Zangalaს განხილვის გვერდზე [ვიკიპედიელი:Otogi|Otogi]]მ ძალიან საინტერესო კომენტარი დატოვა, კერძოდ, მან მოიტანა იმის მაგალითი, რომ მსგავსი ეპითეტები ქსე-შიც არის. მსურველს შეუძლია იხილოს. ვიზიარებ Otogi-ს იქ გამოთქმულ პოზიციას.— Ouzo განხილვაწვლილი 16:50, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ჰო, ეს წესი თუ მივიღეთ, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ყველგან დავწეროთ ეპითეტები. ანუ, ეპითეტების დაწერას სავალდებულოს კი არა ვხდით, არამედ პირიქით, იმ შემთხვევაში თუ დაიწერება სადმე, შესაძლოა დავტოვოთ, შესაძლოა არ იყოს უმართებულო. ხომ მეთანხმებით? (მგონი ამასვე ამბობს ოთოჯიც ცანგალასთან). — დავით პასუხი 17:11, 1 ივნისი 2011 (UTC)
- p.s. სხვათა შორის, Zangalaს განხილვის გვერდზე [ვიკიპედიელი:Otogi|Otogi]]მ ძალიან საინტერესო კომენტარი დატოვა, კერძოდ, მან მოიტანა იმის მაგალითი, რომ მსგავსი ეპითეტები ქსე-შიც არის. მსურველს შეუძლია იხილოს. ვიზიარებ Otogi-ს იქ გამოთქმულ პოზიციას.— Ouzo განხილვაწვლილი 16:50, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ინგლისურმა ვიკიპედიამ ამ შემთხვევაში ავტორიტეტულ წყაროს გადაუხვია. იმას რატომ არ დააკვირდი, რომ იგივე ინგლისურმა ვიკიპედიამ და პორტუგალიურმაც აარონ ბენ აშერ კარლინელის შემთხვევაში ეპითეტები შეინარჩუნა? ეპითეტების მიწერა დოგმა არ არის და მისი ხშირად ხმარება სასურველი არ არის, მაგრამ მე იმ პოზიციაზე ვარ, რომ ცალკეულ შემთხვევებში, როცა ავტორიტეტული წყარო ამის საშუალებას იძელვა, ეს დასაშვებია და ამაში არაფერია არაენციკლოპედიური.— Ouzo განხილვაწვლილი 16:43, 1 ივნისი 2011 (UTC)
- - Ouzo, ინგლ. ვიკიპედია კი გამოჩენილს არ წერს. რატომ?--ცანგალა (გ) 15:04, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ოთოს და ouzo-ს ვეთანხმები, მსგავსი ეპითეტების გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში მართებულად მიმაჩნია. --მიხეილ (გ) 17:23, 1 ივნისი 2011 (UTC)
- was one of the most famous - ერთ-ერთი .... აარონ ბენ აშერ კარლინელის სტატიას ვგულისხმობ. --ცანგალა (გ) 17:34, 1 ივნისი 2011 (UTC)
- მგონი მივდივართ ერთ საბოლოო აზრამდე (Dawid Deutschland, Otogi, Diaoha, Mikheil88, ouzo შესაძლოა სხვებიც ...): ეპითეტების გამოყენება სტატიებში სახარბიელო არ არის, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ამას ავტორიტეტული უნივერსალური ან სპეციალიზირებული ენციკლოპედიური წყარო გვეუბნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეპითეტი უნდა წაიშალოს. რადგან დათომ (დოიჩლანდი) ითავა ამ საკითხის ფორმალური მხარის მოგვარება, იქნებ ვთხოვოთ მასვე, რომ საბოლოო სახე მისცეს კანონპროექტს განხილვის ბოლო შედეგების თანახმად.— Ouzo განხილვაწვლილი 21:13, 1 ივნისი 2011 (UTC)
- ფორმალურად, სამი დღე ვიცადოთ, ანუ ხვალაც იქნებ ვინმემ გამოთქვას აზრი. ზეგ კი კენჭი ვუყაროთ პროექტს. — დავით პასუხი 04:59, 2 ივნისი 2011 (UTC)
- არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, პირიქით ... დაველოდოთ.--Ouzo განხილვაწვლილი 18:23, 2 ივნისი 2011 (UTC)
- ფორმალურად, სამი დღე ვიცადოთ, ანუ ხვალაც იქნებ ვინმემ გამოთქვას აზრი. ზეგ კი კენჭი ვუყაროთ პროექტს. — დავით პასუხი 04:59, 2 ივნისი 2011 (UTC)
- მგონი მივდივართ ერთ საბოლოო აზრამდე (Dawid Deutschland, Otogi, Diaoha, Mikheil88, ouzo შესაძლოა სხვებიც ...): ეპითეტების გამოყენება სტატიებში სახარბიელო არ არის, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ამას ავტორიტეტული უნივერსალური ან სპეციალიზირებული ენციკლოპედიური წყარო გვეუბნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეპითეტი უნდა წაიშალოს. რადგან დათომ (დოიჩლანდი) ითავა ამ საკითხის ფორმალური მხარის მოგვარება, იქნებ ვთხოვოთ მასვე, რომ საბოლოო სახე მისცეს კანონპროექტს განხილვის ბოლო შედეგების თანახმად.— Ouzo განხილვაწვლილი 21:13, 1 ივნისი 2011 (UTC)
- was one of the most famous - ერთ-ერთი .... აარონ ბენ აშერ კარლინელის სტატიას ვგულისხმობ. --ცანგალა (გ) 17:34, 1 ივნისი 2011 (UTC)
ჩემთვის მისაღები პროექტია. მაგრამ ცალკეულ შემთხვევებზე მაინც შესაძლოა კამათის წარმოშობა, მაგ: რამდენად ობიექტურია ასახული სინამდვილე და მისთ. აქვე დავამატებ რომ მესამე მუხლში ჩასამატებელია მოთხოვნა წყაროს მითითებაზე, სქოლიოს სახით (ანუ <ref> და </ref> კოდებში მოქცევით).—G.G. 10:48, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ობიექტური სინამდვილის არსიც სწორედ ეგაა: თუკი კამათი წარმოიშვა, ე. ი. ეს საყოველთაოდ აღიარებული უკვე ობიექტური სინამდვილე არაა. რაც შეეხება წყაროს მითითებაზე მაინცდამაინც სქოლიოს სახით, მე არ მიმაჩნია სწორად. წყარო შესაძლოა სხვაგვარადაც მიეთითოს და რატომ შევზღუდოთ? სხვები რას ფიქრობთ? ხვალ უკვე კენჭს ვუყრით ამ პროექტს და გთხოვთ, გამოთქვათ აზრები. — დავით პასუხი 17:09, 3 ივნისი 2011 (UTC)
- მხოლოდ სქოლიოს სახით ნამდვილად არ უნდა იყოს.--ცანგალა (გ) 17:24, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სქოლიოთი ნუ შევიზღუდებით, თუმცა სასურველია სქოლიო. დათო, სტატიის პირველ წინადადებაში ეპითეტის გამოყენება იკრძალება 3ა პუნქტის შემთხვევაში?--Ouzo განხილვაწვლილი 17:31, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სწორი შენიშვნაა, გამოვასწორე. — დავით პასუხი 17:40, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ალბათ 2ა შემთხვევშიც წყარო უნდა იყოს გადამწყვეტი, თორემ ქართველმა მკითხველმა არ არის აუცილებელი იცოდეს ვინ არის ყველაზე ცნობილი მხატვარი კორეაში, ან ყველაზე ცნობილი რაბინი ვილნოს გუბერნიაში.— Ouzo განხილვაწვლილი 17:46, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ესეც სწორი შენიშვნა იყო. Getan. — დავით პასუხი 17:49, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ალბათ 2ა შემთხვევშიც წყარო უნდა იყოს გადამწყვეტი, თორემ ქართველმა მკითხველმა არ არის აუცილებელი იცოდეს ვინ არის ყველაზე ცნობილი მხატვარი კორეაში, ან ყველაზე ცნობილი რაბინი ვილნოს გუბერნიაში.— Ouzo განხილვაწვლილი 17:46, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სწორი შენიშვნაა, გამოვასწორე. — დავით პასუხი 17:40, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სქოლიოთი ნუ შევიზღუდებით, თუმცა სასურველია სქოლიო. დათო, სტატიის პირველ წინადადებაში ეპითეტის გამოყენება იკრძალება 3ა პუნქტის შემთხვევაში?--Ouzo განხილვაწვლილი 17:31, 3 ივნისი 2011 (UTC)
- მხოლოდ სქოლიოს სახით ნამდვილად არ უნდა იყოს.--ცანგალა (გ) 17:24, 3 ივნისი 2011 (UTC)
ჩემი აზრით კი, სასურველიცაა და აუცილებელიც სქოლიოს სახით. მაგალითად ამგვარად:
პეტრეს აზრით, პავლე ყველაზე საზიზღარი პიროვნება იყო.[1]
სქოლიო
↑პეტრე პეტრიაშივილი. პავლეს მოკლე ბიოგრაფია. ლონდონი, 1985
ან კიდევ:
ტომას ჯეიმზი - გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორი.[1]
სქოლიო
↑ენციკლოპედია ბრიტანიკა. (შესაბამისი ბმული ვებ-გვერდზე ან გვერდის ნომერი)
მასე შეიძლება დაიწეროს 100 კბ-იანი სტატია და გამოყენებული ლიტერატურის სიიდან ცოტა ძნელი ამოსაცნობი ხომ არ იქნება, რომელ მათგანშია მოხსენიებული სტატიის ობიექტი ამ ეპითეტით? ნუ, პატარა სტატიებში ადვილია, მაგრამ დიდებზე? (თუ ძალიან ჩავეძიე?)—G.G. 18:29, 3 ივნისი 2011 (UTC)
- შეიძლება, პრაქტიკულად ჯობია რომ ეგრე იყოს, მაგრამ ეს პროექტი (მომავალში წესი) მაგას ხომ არ აწესრიგებს :). საერთოდ, ბევრ რამეს არ უნდა ედებოდეს კარგი კანონი :). თანაც, პატარა სტატიების შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არ გამოვიყენოთ სქოლიო. თუკი არაა აუცილებელი, არ უნდა ვაიძულოთ სქოლიოს გაკეთება, მითუმეტეს არაა ადვილი ყველასთვის. როგორ უნდა მივუთითოთ წყარო სხვადასხვა შემთხვევაში, ამას ალბათ ეს ან მომავალში ეს უნდა აწესრიგებდეს და არა ეპითეტების შესახებ დადგენილება :). — დავით პასუხი 18:55, 3 ივნისი 2011 (UTC)
- გამაქვს კენჭისყრაზე. — დავით პასუხი 07:57, 5 ივნისი 2011 (UTC)
რაღაც მოხდა
ვქტორული გარეკანი შეიცვალა მგონი. და რატომ მოხდა ასე? რედაქტირების ზევით ხაზი აღარაა. და ჩემს კონფიგურაციაშიც რატომღაც თემატურად დაყოფილი აღარაა მკვეთრად.~დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:05, 31 მაისი 2011 (UTC)
- ჩემთან არ შეცვლილა არაფერი... რამე ხომ არ შეცვალე საკუთარ კონფიგურაციაში? :) — დავით პასუხი 15:20, 31 მაისი 2011 (UTC)
არც ჩემთან არ შეცვლილა--მიხეილ (გ) 15:29, 31 მაისი 2011 (UTC)
გასწორდა. რამდენიმე საათით იყო არეულიყველაფერი.--~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:29, 31 მაისი 2011 (UTC)
ორგლობუსიანელობა
მოკლედ ადრე აკეთებდით და ხელმეორედ წამოვჭრი, იმიტომ რომ პრობლემას მივაგენი. ესაა ლინკი! [http://toolserver.org/~geohack/geohack.php?language=ru¶ms=12_N_56_E lol] ამ ლინკის დაწერისას რატომღაც ორი გლობი იხატება. არვიცი როგორ გაასწორებთ მარა იქნებ იცოდეთ.
ამაში რომ არის პრობლემა ისიც მეტყველებს რომ ინგლ ვერსიაზე ვცადე და ერთ გლობს ხატავს.--~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:44, 31 მაისი 2011 (UTC)
ორგანიზაციის დამატება ვიკიპედიაში
მოგესალმებით ყველას :))
მაინტერესებს როგორ დავამატო ახალი ორგანიზაცია კატეგორიაში "ორგანიზაციები". (იმედია ძალიან პრიმიტიულ კითხვას არ ვსვამ)
მადლობა წინასწარ --Tea Tseradze განხილვაწვლილი 06:45, 1 ივნისი 2011 (UTC)
ქმნით სტატიას და შემდეგ უთითებთ სტატიის სულ ბოლოს ამას - [[კატეგორია:ორგანიზაციები]]. ოღონდ გაითვალისწინეთ - სტატია არ უნდა ატარებდეს სარეკლამო ხასიათს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი წაშლა მოხდება. ყოველი შემთხვევისათვის წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. — BH განხილვაწვლილი 06:49, 1 ივნისი 2011 (UTC)
სარეკლამო ხასიათს არ ატარებს. :) ეხლა მთავარია გავიგო როგორ და სად უნდა შევქმნა სტატია, თუ დამეხმარები ძალიან დამავალებ :) --Tea Tseradze განხილვაწვლილი 06:58, 1 ივნისი 2011 (UTC)
აკრიფეთ ძიებაში სტატიის სახელი. თუ ეს სტატია შექმნილი არ არის, გამოგიტანთ ასეთ გზავნილს:
მოთხოვნის შესაბამისობა არ არის ნაპოვნი.
შექმენით გვერდი „სტატიის სათაურის მაგალითი“ ქართულ ვიკიპედიაში!
იქ, სადაც ამჟამად წერია ’სტატიის სათაურის მაგალითი’, იქნება თქვენი სტატიის სათაური წითელი ფერით. აჭერთ და ქმნით სტატიას.
ყურადღება მიაქციეთ ტექსტის ფორმატირებას - გადახედეთ, როგორ არის სხვა სტატიებში. აქვე გეტყვით, რომ ვიკიპედიაში აბზაცების თავში ცარიელ ადგილს არ ვტოვებთ, როგორც ეს სხვაგან ხდება. ამიტომ აბზაცი იწყება პირდაპირ ასე
აბზაცი
თუ თქვენ აბზაცს გახსნით ცარიელი ადგილით თავში, გამოგივათ ასეთი რამე
აბზაცი
ანუ ტექსტი მოექცევა ოთხკუთხედში.
და ბოლოს, ყოველი შემთხვევისათვის - სტატიებში ხელს არ ვაწერთ. ანუ ვაწერთ მხოლოდ განხილვებსა და ყავახანაში. — BH განხილვაწვლილი 07:08, 1 ივნისი 2011 (UTC)
დიდი მადლობა :) ერთი კითხვა მაქვს კიდე, თუ ორგანზაციას აქვს პუბლიკაციები, (არასარეკლამო ხასიათის რა თქმა უნდა) არის იმის საშუალება რომ ტექსტთან ერთად ავტვირთო? დანართის სახით. --Tea Tseradze განხილვაწვლილი 07:15, 1 ივნისი 2011 (UTC)
არა. შეგიძლია ბმულები მიუთითოთ სექციაში ’რესურსები ინტერნეტში’, რომელიც კეთდება სტატიის ბოლოსკენ. ოღონდ ვთქვათ, თუ 50 პუბლიკაციაა, 50ივეს მითითება აუცილებელი არ არის. თუმცა, აჯობებს, მხოლოდ ორგანიზაციის საიტი მიუთითოთ. საკმარისი იქნება.
ძირითადად სტატიაში აუცილებელია შემდეგი ინფორმაცია:
- ორგანიზაციის სახელწოდება. დამაარსებელი, ლიდერი (ან ვინც არის).
- რაზეა ორიენტირებული ეს ორგანიზაცია.
- ჩატარებული ღონისძიებები / აქტივობა ან რაც არის. — BH განხილვაწვლილი 07:21, 1 ივნისი 2011 (UTC)
სტატიაში ფოტოსურათზე გვარი და სახელი მითითება
იხ. განხილვა:სამთავისის ტაძარი - ყავახანაში გაგრძელდეს საუბარი და წესიც მივიღოთ. არის თუ არა საკმარისი ფაილზე ავტორის მითითება? ამისთვის არსებობს ფაილის თარგი, სადაც იწერება ავტორი. რამდენად აუცილებელია სტატიაში სურათთან მისი ჩაწერა? არის თუ არა ეს თვითრეკლამა?--ცანგალა (გ) 08:55, 2 ივნისი 2011 (UTC)
- წესის მიღება არაა საჭირო, მაშინ, როცა საავტორო უფლებებს საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი აწესრიგებს. ეს ყველაფერი გამართლებულია და შევეცდები დაგისაბუთოთ: როდესაც ფაილის ამტვირთავი შემოიტანს ვიკიპედიაში ან საწყობზე ფაილს, მისი მოვალეობაა, მიუთითოს ავტორი — ეს არის ელემენტარული მოთხოვნა საავტორო უფლებების დასაცავად. იგივე მოვალეობა ეკისრება ფაილის ავტორს — უფრო ზუსტად, მას უფლება აქვს მიუთითოს საკუთარი თავი, როგორც საავტორო უფლების მფლობელი ან არ მიუთითოს და ფაილი აჩუქოს საზოგადოებას. გარდა ამ ყველაფრისა, ფაილზე საავტორო უფლებების მფლობელმა შესაძლოა წამოაყენოს გარკვეული პირობები გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოყენებისას გამომყენებელს არა აქვს უფლება, უარი თქვას საავტორო უფლების მფლობელის მიერ დაწესებული პირობებზე. თუკი ვინმე ამ პირობებს არ ეთანხმება, მას ერთადერთი ისღა დარჩენია, არ გამოიყენოს ფაილი. გიორგის პირობაა: ფაილის ყოველი გამოყენებისას მითითებულ იქნას ავტორის სახელი და გვარი. არავის აქვს უფლება, ამ პირობის უარყოფისა. შესაძლებელია, მხოლოდ ამოვშალოთ ეს ფაილები და არ გამოვიყენოთ, მაგრამ აქ ამ მოქმედების საფუძვლიანობაა დასასაბუთებელი (რაც ალბათ ყველას გაუჭირდება). ერთადერთი რამ შეიძლება არსებობდეს: ვიკიპედიის წესებში შესაძლოა არსებობდეს ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ვიკი არ მიიღებს და არ გამოიყენებს ისეთ ფაილებს, რომლებსაც საავტორო უფლების მფლობელი პირი რაიმე პირობებით ავრცელებს. ამგვარი ნორმის არსებობა თეორიულად კია შესაძლებელი, მაგრამ პრაქტიკულად, არა მგონია... მე არსად არ შემხვედრია და, თანაც, როგორც მახსოვს, პირობების წამოსაყენებლად სპეციალური თარგიც კია შექმნილი (ასეთი პირობა, როგორიც გიორგის აქვს, არ მახსოვს, მაგრამ სხვაგვარი პირობები იყო, თუ სწორად მახსოვს). — დავით პასუხი 16:31, 2 ივნისი 2011 (UTC)
- CC-BY-SA აპრიორი ითვალისწინებს დამატებითი პირობების არსებობას, იმ შემთხვევაში, თუ არ ილახება 4 ძირითადი პრინციპი. საავტორო უფლებების მფლობელს რაც შეეხება, მას აქვს უფლება მიუთითოს ნებისმიერი დამატებითი პირობები, იმ პირობით, რომ ლიცენზიის ძირითადი დებულებები არ იქნება დამახინჯებული. ცანგალა, ისწავლე ტერმინოლოგია, მისი ასე დამხინჯება უპასუხისმგებლობაა! რა უბედურებაა "ფაილის თარგი"?! --გიორგი; 16:48, 2 ივნისი 2011 (UTC)
- ფაილი:უფლისციხე 011993.jpg და ფაილი:Xevsureti.muco (11).JPG - ერთი ჩემი სურათია, ხოლო მეორე სერაფიტასი. ისინი სხვა მომხმარებლებმა გამოიყენეს და სადაც მითითებულია უფლება (ფაილის მეორეული გამოყენება) CC-BY-SA-3.0. „ფაილის თარგი“ - გეთანხმები არ ვარ მართალი ამ ტერმინის გამოყენებით - ლიცენზია. დათო და გიორგი - ასე უნდა იქნეს ჩაწერილი და არა სტატიაში სურათთან ჩაიწეროს . აქ ავტორის უბლებები ნამდვილად არ ირღვევა.--ცანგალა (გ) 17:05, 2 ივნისი 2011 (UTC)
- ცანგალა, ნუთუ ასეთი გაუგებარია, რომ "ფაილის თარგში" ავტორის მითითება აუცილებელი პირობაა, ხოლო ნებისმიერი გამოყენებისას ავტორის მითითების მოთხოვნა – საავტორო უფლებების მფლობელის უფლება. ამ უფლებას იყენებს გიორგი და შევზღუდოთ? რომელი კანონის საფუძველზე? — დავით პასუხი 03:40, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ფაილი:უფლისციხე 011993.jpg და ფაილი:Xevsureti.muco (11).JPG - ერთი ჩემი სურათია, ხოლო მეორე სერაფიტასი. ისინი სხვა მომხმარებლებმა გამოიყენეს და სადაც მითითებულია უფლება (ფაილის მეორეული გამოყენება) CC-BY-SA-3.0. „ფაილის თარგი“ - გეთანხმები არ ვარ მართალი ამ ტერმინის გამოყენებით - ლიცენზია. დათო და გიორგი - ასე უნდა იქნეს ჩაწერილი და არა სტატიაში სურათთან ჩაიწეროს . აქ ავტორის უბლებები ნამდვილად არ ირღვევა.--ცანგალა (გ) 17:05, 2 ივნისი 2011 (UTC)
- ყველაფერი გავიგე - მანახე ერთი სურათი არაქართულ ვიკიში, სადაც სურათზე არის მითითებული მომხმარებლის გვარი და სახელი. ლიცენზიაში ყველაფერი არის ნათლივ აღწერილი. მადლობა.--ცანგალა (გ) 08:01, 3 ივნისი 2011 (UTC)
- და მაინც, ცანგალა, მგონია, რომ ვერ მიხვდი რას ვამბობ :(. ვიკიპედიას შეუძლია საერთოდ უარი თქვას გიორგის ამ სურათების გამოყენებაზე (თავისი დასაბუთებით), მაგრამ თუკი ვიყენებთ, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც ამას საავტორო უფლების მფლობელი მოითხოვს. ამას ვგულისხმობ მე მხოლოდ. უცხო ვიკიპედიებში არ მახსენდება მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ ცვლის რამეს მგონი. ინგლისურის მცოდნეებს შეუძლიათ იკითხონ ინგლისურ ვიკიპედიაში მსგავს საკითხზე რაიმე აკრძალვა ხომ არაა დაწესებული. — დავით პასუხი 09:55, 3 ივნისი 2011 (UTC)
- საავტორო უფლების მფლობელი მოითხოვს - სად მოითხოვა?--ცანგალა (გ) 10:34, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სამართლებრივად ამას ჰქვია კონკლუდენტური მოთხოვნა, ანუ სიტყვით არა, მაგრამ მოქმედებით მოითხოვა. მოქმედება და სიტყვა სამართალში თანაბარია. — დავით პასუხი 10:35, 3 ივნისი 2011 (UTC)
- „ინგლისურ ვიკიპედიაში მსგავს საკითხზე რაიმე აკრძალვა ხომ არაა დაწესებული.“ რომც იყოს, ეს საქმეს არსებითად შეცვლის?—G.G. 10:53, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სამთავისის ტაძარი - ინგლ. ბმულზე გადავედი და იქ წერია და არ წაუშლიათ ე. ი. შეიძლება. ამიტომ ჩემს შეცდომას ვაღიარებ და აღვადგენ სტატიაში.--ცანგალა (გ) 10:56, 3 ივნისი 2011 (UTC)
- სამართლებრივად ამას ჰქვია კონკლუდენტური მოთხოვნა, ანუ სიტყვით არა, მაგრამ მოქმედებით მოითხოვა. მოქმედება და სიტყვა სამართალში თანაბარია. — დავით პასუხი 10:35, 3 ივნისი 2011 (UTC)
რამდენად მართებულად არის მითითებული?
შიოდო, ანამი კორეჩიკა, ჰარა ტაკაში, სოსუკე უნო - ამ ოთხ სტატიაში მითითებულ სქოლიოში მითითბული ვებ-გვერდი და იქვე მიწერილი გვარი და სახელი „გიორგი მელაშვილი“? --ცანგალა (გ) 18:38, 2 ივნისი 2011 (UTC)
- სტატიების წაშლითა ან სტატიებიდან შინაარსის წაშლით. პრობლემა გადაწყდა? --ცანგალა (გ) 18:51, 2 ივნისი 2011 (UTC)
- ვინმემ საკითხი რომ დააყენოს ჩვენს ქმედებაზე განხილვისთვის, უნდა დავუაროთ, წავშალოთ ჩვენი წვლილი და წავიდეთ ვიკიდან? რა ბავშობაა, ვერ გავიგე?! ან რა უფლებით შლით? გიორგი უკვე მერამდენედ აკეთებს ამგვარს, ასე არ შეიძლება! --Rastrelli F 04:48, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ამ ყველაფერს კი ემატება ის, რომ სხვა მომხმარებლები განხილვებში არ იღებენ მონაწილეობას და „შორიდან“ უცქერენ „სეირს“ . ძალა ერთობაშიაო - ალბათ გაგიგიათ. აქტიურმა მომხმარებლებმა მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ერთად უნდა გადავწყვიტოთ და არა ცანგალას ერთი წინადადებით წაიშალოს ყველაფერი, ხოლო პრობლემა პრობლემად დარჩეს — პრობლემა არ წაშლილა.--ცანგალა (გ) 07:57, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ახლა, რადგან წაშლილია, კი ვეღარ ვხედავ რომ ზუსტად გავიგო რა იყო, მაგრამ გუშინ გადავხედე მაგ გვერდებს ცოტა ხნით. როგორც მახსოვს სქოლიოში იყო მითითებული გიორგის სტატია წყაროდ ერთ–ერთი ბლოგიდან და გიორგის სახელიც. აქ ალბათ თავის დროზე გასარკვევი უნდა ყოფილიყო ის, თუ რამდენად იყო ის ბლოგი ავტორიტეტული წყარო და არა ის, თუ რამდენად ჰქონდა გიორგის უფლება საკუთარი სახელის მითითებისა. ამის უფლება ნამდვილად ჰქონდა და არა მგონია აქ სხვა აზრიც არსებობდეს. მხოლოდ, ალბათ ეს არ შეიძლება ჩათვლილიყო ავტორიტეტულ წყაროდ. ასე რომ, აქ განხილვა „თვითრეკლამის“ ბრალდებით კი არ უნდა წამოჭრილიყო, არამედ არაავტორიტეტული წყაროს გამოყენებისათვის. რაც შეეხება სტატიების წაშლას, არ დავმალავ, რომ ნამდვილად არ მომეწონა :(. ალბათ მართლა ბავშვურად... — დავით პასუხი 09:52, 3 ივნისი 2011 (UTC)
- ავტორიტეტულ წყაროს გიორგი ძალზე კარგად იცის თუ რა არის. როდესაც მომხმარებელმა იცის და მაინც აკეთებს ეს უკვე რეკლამაა. ერთხელ გაკეთება ბავშვობაა, ხოლო როგორც რასტრელმა აღნიშნა უკრე მერამდენენ - ეს უკვე ბავშვობა არ არის.ცანგალა (გ) 10:39, 3 ივნისი 2011 (UTC)
- იცი რა არის ცანგალა? მართალია ადმინისტრატორობა ამას მავალდებულებს, მაგრამ სიმართლე გითხრა, მეზარება ამხელა დისკუსიების წაკითხვა, დრო მენანება და მირჩევია სტატიები შევქმნა. ვაღიარებ ჩემი შეცდომა იყო ამ სტატიების წაშლა, ბოლომდე არ გავეცანი სიტუაციას, მაგრამ რომ დავინახე სტატიაში ჩასმული {{წასაშლელი}} ისეთი მომხმარებლის მიერ, როგორიც გიორგია, ეჭვი არ შემპარვია მათ წასაშლელობაში. სტატიები აღვადგინე და იმედია ჩემი შეცდომა გამოსწორებულია.--მიხეილ (გ) 10:44, 3 ივნისი 2011 (UTC)
- აქ ადმინისტრატორობა არაფერ შუაშია. აქტიური მომხმარებელი ხარ. --ცანგალა (გ) 10:49, 3 ივნისი 2011 (UTC)
ზოგადად, როცა სტატიას უთითებ სხვა რესურსიდან წყაროს სახით, საჭიროა ავტორის მითითებაც (თუ ეს შესაძლებელია). ავტორიტეტულობაზე კი დათოს აზრს ვიზიარებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გიორგის მიერ ამ წყაროს მითითების მართებულობის განხილვაა საჭირო (მას მერე, რაც გადაწყვეტთ, რომ ეს წყარო სანდო არ არის), და არა ის, თუ რატომ მიუთითა გიორგიმ საკუთარი სახელი, რაც სრულიად ნორმალური საქციელია.—G.G. 11:02, 3 ივნისი 2011 (UTC)
- მადლობა გიორგი-ITshnik. ასეა საჭირო დისკუსიაში ჩარევა. იქნებ წესში ესეც ჩავწეროთ თუ არ გვაქვს ჩაწერილი (ავტორიტეტული წყარო). ავტორიტეტულ წყარო - როგორ უნდა გავიგოთ? პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რამდენი უცხო ენებზე მითითებული ბმულები გვაქვს.-ცანგალა (გ) 11:33, 3 ივნისი 2011 (UTC)
- თავად გიორგისვე აქვს შექმნილი უკვე ვიკიპედია:სანდო წყაროები.--Rastrelli F 11:52, 3 ივნისი 2011 (UTC)
- (რედ. კონფლიკტი)დამასწარი ვახტანგ. :) ესაა წესი, რომლის თარგმნაც დავიწყე, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გამო დაუსრულებელია(დანარჩენი ინგლისურადაა). რაც არის, იქიდანაც შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა. ბმულები კი რა ენაზეც არსებობს ეს წესი, ალბათ ყველა მათგანზეა.—G.G. 11:57, 3 ივნისი 2011 (UTC)
- თავად გიორგისვე აქვს შექმნილი უკვე ვიკიპედია:სანდო წყაროები.--Rastrelli F 11:52, 3 ივნისი 2011 (UTC)
- მადლობა გიორგი-ITshnik. ასეა საჭირო დისკუსიაში ჩარევა. იქნებ წესში ესეც ჩავწეროთ თუ არ გვაქვს ჩაწერილი (ავტორიტეტული წყარო). ავტორიტეტულ წყარო - როგორ უნდა გავიგოთ? პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რამდენი უცხო ენებზე მითითებული ბმულები გვაქვს.-ცანგალა (გ) 11:33, 3 ივნისი 2011 (UTC)
ვიკიპედიელი:Kotola001
გთხოვთ, ვინმემ აუხსენით გასაგებად, რომ მის მიერ ატვირთული ფაილების შესახებ ინფო არასწორად არის შევსებული. მით უმეტეს, რომ შემქმნელი თავად არ არის და მაინც ადებს თარგს, რომ შემქმნელია. ან ეზარება თარგის შევსება, ან არ იცის. — BH განხილვაწვლილი 20:16, 3 ივნისი 2011 (UTC)
- პრობლემა მოიხსნა?--ცანგალა (გ) 08:07, 4 ივნისი 2011 (UTC)
სინამდვილეში სასურველია, რომ სრული თარგი ჩასვას, სადაც იქნება მითითებული პუნქტებად, რა არის და საიდან არის (როგორც წესი და რიგია). მაგრამ ჯერ-ჯერობით ისიც კარგია, რომ მიხვდა, რა არის მისი ნამუშევარი და რა არ არის. — BH განხილვაწვლილი 08:11, 4 ივნისი 2011 (UTC)
პირადი პრობლემა
უკაცრავად, რომ პირად პრობლემაზე ყავახანაში ვწერ. იქნებ ვინმემ დამეხმაროს არც ახალი კოდით და არც ძველით საქართველოში არ ირეკება მაგ. 00995 32 2 .... (ძველი ქსელის ნომერი) - ვერ ვრეკავ. კიდევ რამე სხვა ცვლილება თუ არის?--ცანგალა (გ) 08:20, 4 ივნისი 2011 (UTC)
თითქოს არა. 2იანი ავკრიფე წეღან და ისე დავრეკე ქალაქში. უცხოეთიდან რატომ უნდა იყოს პრობლემა, არ ვიცი. იქნებ, ჯერ ტექნიკური გადაწყობის ბრალია. — BH განხილვაწვლილი 08:30, 4 ივნისი 2011 (UTC)
- მადლობა. დაველოდები ტექნიკურ გადაწყობას -ცანგალა (გ) 08:36, 4 ივნისი 2011 (UTC)
- თუ მართლა პრობლემაა, მაშინ უნდა მოგვარდეს მალე, ეცოდინებათ უკვე ამის შესახებ, სადაც საჭიროა. — BH განხილვაწვლილი 08:41, 4 ივნისი 2011 (UTC)
როგორც თქვეს, ხვალიდან გადადიან მთელი საქართველოს მასშტაბით ახლა კოდებზე და ალბათ მაგიტომაა ეგ ტექნიკური პრობლემა. --მიხეილ (გ) 09:22, 4 ივნისი 2011 (UTC)
- ხვალინდელი დღეც მალე მოვა - დაველოდები --ცანგალა (გ) 11:55, 4 ივნისი 2011 (UTC)
- დღეც მოვიდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა. ცანგალა (გ) 11:24, 5 ივნისი 2011 (UTC)
- რუსთავში დასარეკად ნომრის პირველი ციფრი 1 უნდა შეცვალო 2–ით. — დავით პასუხი 11:32, 5 ივნისი 2011 (UTC)
- დღეც მოვიდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა. ცანგალა (გ) 11:24, 5 ივნისი 2011 (UTC)
ცანგალა აი აქ ონლაინში შეგიძლია მიწერო ოპერატორს შენი პრობლემა და მაშინვე გიპასუხებს--Δαβίδ 11:35, 5 ივნისი 2011 (UTC)
- მე რუსთავი ახლა გავარკვიე. ძველი წესით ირეკებოდა ასე: 8 24 1* ** **. ახლა ირეკება ასე: 8 341 2* ** **. ბოლო ხუთი ციფრი იგივე რჩება. — დავით პასუხი 11:38, 5 ივნისი 2011 (UTC)
- პრობლემა მოგვარდა. მადლობა.--ცანგალა (გ) 09:55, 6 ივნისი 2011 (UTC)
- მოგვარდა? ანუ როგორ აკრიფე? — BH განხილვაწვლილი 09:56, 6 ივნისი 2011 (UTC)
- 00995 32 2 .... ტელეკომში დავრეკე. ე. წ. Country Flat - არ მუშაობდა.--ცანგალა (გ) 15:03, 6 ივნისი 2011 (UTC)
შეკითხვა
ძალიან გთხოვთ ამიხსენით როგორ მივამაგრო სტატიას სურათი????— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giozo25 (განხილვა • წვლილი).
- ვუპასუხე საკუთარი განხილვის გვერდზე. --მიხეილ (გ) 22:03, 4 ივნისი 2011 (UTC)
შემოწმებასთან დაკავშირებით
დიდი ხანია ვაკვირდები და მაწუხებს ერთი პრობლემა: ზოგიერთ შემოწმებულ სტატიას თავში მაინც აქვს მინაწერი: თქვენ ამ სტატიის შეუმოწმებელ ვერსიას ხედავთ, რომელიც შესაძლოა განსხვავდება ბოლოს შემოწმებული ვერსიისგან. მაგალითად, ასეთია ჩემთან ტბეთის მონასტერი. თქვენთანაც ასეა? ქეში არა მგონია აქ რამე შუაში იყოს. — დავით პასუხი 13:41, 7 ივნისი 2011 (UTC)
მე რა მაინტერესებს, იცით? ამდენი სტატია შეუმოწმებელი იქნება და ცვლილებებიც არ გამოჩნდება, სანამ ვინმე არ შეამოწმებს და რა გარანტიაა, რომ ვინმე აუცილებლად იგივე ჩემს სტატიაში ან ვინმეს სტატიაში შევა და შეამოწმებს? ხოლმე შემაქვს მასიური ცვლილებები. მაგალითად, დავუვლი ერთი მუსიკოსის სტატიებს და ვთქვათ, 20-30 ალბომს ჩამუვატებ რაღაცეებს. საიდანაც ვიცი მე რომ შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი ვიკიპედიელი ფეხდაფეხ გამომყვება და შეამოწმებს? და თუ არ გამომყვება, რა ინტერესი უნდა მქონდე მე რედაქტირების, თუ ჩემი ცვლილება შეიძლება მხოლოდ 1 თვეში გამოჩნდეს? — BH განხილვაწვლილი 13:55, 7 ივნისი 2011 (UTC)
- მასეთ შემთხვევებში აწკაპებ სიტყვაზე შედარება და დაამოწმებ ცვლილებებს.—G.G. 14:03, 7 ივნისი 2011 (UTC)
- მაგ სტატიაზე მე შემომემოწმა შემთხვევით და მაგალითისთვის სხვა სტატიის მონახვა მოგიწევს.—G.G. 14:06, 7 ივნისი 2011 (UTC)
დათო, ჩემთანაც იგივე პრობლემაა, ეს დღეების ჩემს შემოწმებულ თითქმის ყველა სტატიას იგივე მინაწერი აქვს და ხელახლა ვამოწმებ.--მიხეილ (გ) 14:08, 7 ივნისი 2011 (UTC)
- Floydgeo-ს: ნებისმიერ დროს ჩაგირთავ შემმოწმებლის დროშას, თუნდაც მხოლოდ საკუთარი სტატიების შესამოწმებლად, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრია ასეთი. —G.G. 14:12, 7 ივნისი 2011 (UTC)
- Mr. Floyd, არ მესმის, რატომ ამბობთ შემმოწმებლის სტატუსზე უარს? ეს ხომ დამატებითი მოვალეობა არაა, უბრალოდ უფლება მოგეცემათ შეამოწმოთ სტატიების ვერსიები. ამას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს არა მარტო თქვენთვის, მართლაც ზოგჯერ სხვის სტატიებს ცოტა კითხულობს და რჩებიან შეუმოწმებელი. აქტიური ხართ და ამიტომ, გინდათ თუ არა, აუცილებელია, რომ თქვენც იყოთ შემმოწმებელი. — დავით პასუხი 14:32, 7 ივნისი 2011 (UTC)
- მე მხოლოდ ჩემი თავი არ მიგულისხმია. კაი, მე მექნება ეს უფლება სიტყვაზე, და სხვამ რა ქნას? — BH განხილვაწვლილი 20:39, 7 ივნისი 2011 (UTC)
- დაილოდოს, ან თხოვნით მიმართოს რომელიმე შემმოწმებელს.—G.G. 17:26, 8 ივნისი 2011 (UTC)
- სხვა, თუკი არააქტიურია, ამ პრობლემით არ შეწუხდება (შეამოწმებენ მის მცირერიცხოვან სტატიებს...), ხოლო თუ აქტიურია, მაშინ მიეცემა შემმოწმებლის სტატუსი. — დავით პასუხი 17:54, 8 ივნისი 2011 (UTC)
- დაილოდოს, ან თხოვნით მიმართოს რომელიმე შემმოწმებელს.—G.G. 17:26, 8 ივნისი 2011 (UTC)
- პატარა ცდა ჩავატარე, როდესაც ავტორიზაციის გარეშე შევდივარ, ამ სტატიებზე, რომლებიც შემოწმებულია და მაინც შეუმოწმებელს გვიწერს, ეს მინაწერი არაა, პირიქით, ლოგოა გამოსახული, რომ ვხედავთ შემოწმებულ ვერსიას. --მიხეილ (გ) 10:29, 12 ივნისი 2011 (UTC)
ვიკიპედია - მსოფლიოს საგანძურია!
კოლეგებო, ამ ბოლო დროს "ვიკიმედიაში" იმძლავრაინიციატივამ, რომლის მიზანი არის ვიკიპედიის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანა. თუ თანახმა ხართ, გთხოვთ პეტიციას მხარი დაუჭიროთ და გაავრცელოთ. გმადლობთ.--გიორგი; 18:35, 7 ივნისი 2011 (UTC)
- მე მხარს ვუჭერ! :D --მიხეილ (გ) 20:11, 7 ივნისი 2011 (UTC)
- მე უკვე დავუჭირე :D—G.G. 17:27, 8 ივნისი 2011 (UTC)
- მეც :)--Δαβίδ 17:40, 8 ივნისი 2011 (UTC)
- მეც, ნატიურლიხ :)) — დავით პასუხი 17:52, 8 ივნისი 2011 (UTC)
- მეც :)--Δαβίδ 17:40, 8 ივნისი 2011 (UTC)
- მე უკვე დავუჭირე :D—G.G. 17:27, 8 ივნისი 2011 (UTC)
ჰერალდიკასთან დაკავშირებით
ჰერალდიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გვერდი. გარდა ამისა ყველა სტატიის სათაური აღნიშული ოფიციალური საიტის მიხედვით უნდა იყოს მაგ. ხაშურის მუნიციპალიტეტის დროშა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი. — ჯაბა ლაბა 21:11, 8 ივნისი 2011 (UTC)
- მაგალითისთვის იხილეთ {{შიდა ქართლის მხარის სიმბოლიკა}} ჯაბა ლაბა 07:43, 9 ივნისი 2011 (UTC)
იქნებ განმარტება მივცეთ
ეს წერილი მივიღე ვიკიპედიის მომხმარებლისგან.
„ ფოტო ვიკიმედიისთვის
ცანგალა, გამარჯობა. დღეს თბილისში მზის შერავანდედის (sun halo) ფოტო გადავიღეთ და მინდა მედიაკომონში ჩავდო რომ იქნებ მერე ვინმემ შესაბამისი სტატია გააკეთოს. და როგორ უნდა ვქნა? ფოტო აქაა: [9] ნუ, სრული ვერსიაც გვაქვს რა თქმა უნდა.— მომხმარებელი:ლია თოდუა“ |
მიშველეთ
გამარჯობა! იქნებ ვინმემ მიშველოთ. უკვე ორი დღეა, Wikipedia Commons-ში ვცდილობ ავტვირთო სურათი, მაგრამ ვერ ვტვირთავ. როცა შევარჩევ ფაილს, შევავსებ ყველა საჭირო ინფორმაციას და ვაწვები ატვირთვას, დამიწერს "Uploading..." და არის ეგრე გაჭედილი. არც ფაილს ტვირთავს და არც არაფერს არ შვრება. ვინმემ ხომ არ იცით, რისი ბრალი შეიძლება იყოს? — Nodar Kherkheulidze (გ) 17:42, 12 ივნისი 2011 (UTC)
- რომელ ბროუზერს იყენებ? იქნებ ექსპლორერით ან მოზილათი სცადო.— Surprizi განხილვაწვლილი 12:15, 13 ივნისი 2011 (UTC)
Google Chrome-ს ვიყენებ. სხვა ბროუზერებითაც ვცადე და მაინც ეგრე აკეთებს... — Nodar Kherkheulidze (გ) 13:59, 13 ივნისი 2011 (UTC)
ფარსმან ქველი
ვათვალიერებდი საქართველოს ისტორიას და შემთხვევით დავინახე ფარსმან III ქველი. ჯერ თვალებს არ დავუჯერე. მერე ვნახე, რომ განხილვის გვერდზე დიდი დავა იყო ატეხილი. მათ შორის, მეც მაქვს დაფიქსირებული ჩემი აზრი. ახლა სპეციალურად გადავამოწმე ყველა ისტორიული წყარო, მათ შორის, ქართლის ცხოვრება, ქსე და სკოლის წიგნები და ყველგან წერია, რომ ქველად იწოდებოდა ფარსმან II. აი, წყაროები, სადაც თქვენც მარტივად შეძლებთ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია:
- ქართლის ცხოვრება, ტომი პირველი, გამომცემლობა „სახელგამი“, თბ., 1955, გვ. 424
- საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია, XI კლასი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2007, გვ. 56-57.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბ., 1986, გვ. 233
განხილვის გვერდზე წაიკითხავთ ვიკიპედიელი:Ouzo-ის აზრს, რომ უპირატესობა ენიჭება მეორად წყაროებსო. ქსე და „საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“ სწორედაც, რომ მეორადი წყაროებია. ასე, რომ ამ მეფეებზე სტატიები ხელახლაა დასაწერი.
თუ ჩემ მიერ აქ მოყვანილი წყაროები არაა საკმარისი, მაშინ გადავუღებ სურათებს, ავტვირთავ და დავდებ აქ. ალბათ, ეს არ დაგჭირდებათ, რადგან მოცემული წყაროების მოძიება ძალიან ადვილია. გთხოვთ, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ეს „არასაპატიო შეცდომა“. Nodar Kherkheulidze (გ) 17:59, 13 ივნისი 2011 (UTC)
- ნოდარს ვეთანხმები, მგონი დროა ასეთი შემთხვევები ამოიფხვრას დიდი განხილვების გარეშე, თორემ სწორედ ესაა ვიკიპედიისადმი დაბალი ნდობის ხარისხის ძირითადი მიზეზი. --მიხეილ (გ) 18:09, 13 ივნისი 2011 (UTC)
მართალი ხარ, ასეთი შეცდომებია იმის მიზეზი, რომ ქართული ვიკიპედია სანდოობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ვიკიპედიაზე მუშაობა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ასეთი პრობლემების აღმოფხვრაში. Nodar Kherkheulidze (გ) 18:12, 13 ივნისი 2011 (UTC)
- მეგობრებო, მოდით ნუ ავჩქარდებით. ქართველ მეფეთა ქრონოლოგია ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ურთულესი საკითხია. საქმე ისააა, რომ გვაქვს მეფეთა ორი სია: მოქცევაი ქართლისაის და ქართლის ცხოვრების (მეფეთა ცხოვრების). გარკვეულ ეტაპზე ამ სიების ნუმერაცია სცდება ერთმანეთს. გარდა ამისა, გვაქვს სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული ნუმერაცია: 1. კირილ თუმანოვის, რომელიც გაზიარებულია უმთავრესი დასავლელი ქართველოლოგების მიერ და გიორგი მელიქიშვილის, რომელიც გაზიარებულია უმთავრესი საბჭოთა მეცნიერების, მათ შორის ქსე-ს მიერ. გარდა ამისა, 20-იოდე წლის წინა მანანა სანაძემ დადო ახალი ქრონოლოგია და მე როგორც ვხვდები, ფარსმან მესამე სწორედ მისი ქრონოლოგიითა ფარსმან ქველი. ანუ სტატიაში გათვალისწინებულია მხოლოდ მ. სანაძის აზრი, მაგრამ უგულვებელყოფილია სხვათა აზრები. ჩემი აზრით, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში უნდა აისახოს ყველა თვალსაზრისი.--Ouzo განხილვაწვლილი 00:40, 14 ივნისი 2011 (UTC)
- Mikheil88 - ვიკიპედია არსად არ ითვლება სანდო წყაროდ - ეს მხოლოდ ქართული ვიკიში არ არის. სტატიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჯობია ყოველთვის სტატიის განხილვის გვერდზე წარიმართოს. ყავახანაში წამოჭრილი პრობლემა მხოლოდ ყავახანაში რჩება.ცანგალა (გ) 17:41, 15 ივნისი 2011 (UTC)
- გეთანხმები, არ ითვლება, მაგრამ გარკვეული ავტორიტეტი მაინც აქვს, რაც ჩვენ ასე გვაკლია... --მიხეილ (მომწერე) 07:55, 16 ივნისი 2011 (UTC)
დამეხმარეთ თუ იცით აუდიო სდ ფორმატში ჩაწერა
აუდიო ფორმატით ვწერ CD დისკზე ყველაფრით ვცადე თითქმის ნერო აუდიო სიდის ფორმატით ყველა სიჩქარეზე ჩავწერე, მედიაპლეერითაც ჩავწერე აუდიო ფორმატი მაგრამ არ ხსნის მანქანის პლეიერი მაღაზიაში ნაყიდი დისკი წაიკითხა ჩაწერილი არა დაჟე wav ფორმატშიც გადავიყვანე და ისე ჩავწერე და მაინც არ წაიკითხა თუ იცით კიდე რამე რაც უეჭველი დამეხმარება მე უკვე ნერვები აღარ მყოფნის ერთი ისიც ვიფიქრე ორიგინალ დისკებს კითხულობს მარტოთქო :)
- ვიკიპედია ინტერნეტ ფორუმი არ არის. იხილეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. answers.ge არ გიცდიათ? ეგეთ კითხვებზე მანდ აქვთ ყოველთვის პასუხები. — BH განხილვაწვლილი 18:35, 13 ივნისი 2011 (UTC)
list type articles translation to kannada
I made a tool to translate list type articles between languages. part of page from english to kannada. You can also translate from kannada to any language. It uses almost scan 268 Wiki databases to do this task. (Initially I started this tool to convert only for tamil at ta:User:Mahir78/translation helper.js but it uses API and may not be advisable because it has performance issues).
|1_|| '''[[ಮುಂಬೈ]]''' || 13,830,884 || 11,978,450 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |2 || '''[[ದೆಹಲಿ]]''' || 12,565,901 || 9,879,172 || [[ದೆಹಲಿ]] |- |3 || '''[[ಬೆಂಗಳೂರು]]''' || 5,438,065 || 4,301,326 || [[ಕರ್ನಾಟಕ]] |- |4 || '''[[ಕೊಲ್ಕತ್ತ]] '''||5,138,208 || 4,572,876 || [[ಪಶ್ಚಿಮ ಬಂಗಾಳ]] |- |5 || '''[[ಚೆನ್ನೈ]] '''|| 4,616,639 || 4,343,645 || [[ತಮಿಳುನಾಡು]] |- |6 || '''[[ವರ್ಗ:ಹೈದರಾಬಾದ್|Hyderabad]]''' || 4,068,611 || 3,637,483 || [[ಆಂಧ್ರ ಪ್ರದೇಶ]] |- |7 || [[ಅಹ್ಮದಾಬಾದ್]] || 3,959,432 || 3,520,085 || [[ವರ್ಗ:ಗುಜರಾತ್]] |- |8 || [[ಪುಣೆ]] || 3,446,330 || 2,538,473 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |9 || [[Surat]] || 3,344,135 || 2,433,835 || [[ವರ್ಗ:ಗುಜರಾತ್]] |- |10 || [[ಕಾನ್ಪುರ]] || 3,221,435 || 2,551,337 || [[ಉತ್ತರ ಪ್ರದೇಶ]] |- |11 || '''[[Jaipur]]''' || 3,210,570 || 2,322,575 || [[ರಾಜಸ್ಥಾನ]] |- |12 || '''[[Lucknow]]''' || 2,750,447 || 2,185,927 || [[ಉತ್ತರ ಪ್ರದೇಶ]] |- |13 || [[ನಾಗಪುರ]] || 2,447,063 || 2,052,066 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |14 || '''[[ಪಟ್ನಾ]]''' || 1,875,572 || 1,366,444 || [[ಬಿಹಾರ]] |- |15 || [[Indore]] || 1,854,930 || 1,474,968 || [[ಮಧ್ಯ ಪ್ರದೇಶ]] |- |16 || [[ಠಾಣೆ]] || 1,807,616 || 1,262,551 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |17 || '''[[ಭೂಪಾಲ್]]''' || 1,792,203 || 1,437,354 || [[ಮಧ್ಯ ಪ್ರದೇಶ]] |- |18 || [[Ludhiana]] || 1,740,247 || 1,398,467 || [[Punjab (India)|Punjab]] |- |19 || [[ಆಗ್ರಾ]] || 1,686,976 || 1,275,134 || [[ಉತ್ತರ ಪ್ರದೇಶ]] |- |20 || [[Pimpri-Chinchwad]] || 1,637,905 || 1,012,472 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |21 || [[ನಾಸಿಕ್]] || 1,585,444 || 1,077,236 || [[ಮಹಾರಾಷ್ಟ್ರ]] |- |22 || [[ವಡೋದರಾ]] || 1,539,428 || 1,306,227 || [[ವರ್ಗ:ಗುಜರಾತ್]] |- |23 || [[ಫರಿದಾಬಾದ್]] || 1,521,605 || 1,055,938 || [[ಹರಿಯಾಣ]] |- |24 || [[Ghaziabad, India|Ghaziabad]] || 1,505,958 || 968,256 || [[ಉತ್ತರ ಪ್ರದೇಶ]] |- |25 || [[ರಾಜಕೋಟ್]] || 1,456,181 || 967,476 || [[ವರ್ಗ:ಗುಜರಾತ್]]
My appologies I don't know kannada. Hope this tool helps to generate list type articles like I did for tamil like list of chief ministers of Tamil Nadu, en:List_of_diplomatic_missions_of_Afghanistan etc... Please be noted it is in development stage. Please drop your feedback in my tawiki. Thank you -- Mahir78 განხილვაწვლილი 16:21, 14 ივნისი 2011 (UTC)
:this si not language kannada, this is georgian. --მიხეილ (გ) 16:26, 14 ივნისი 2011 (UTC)
- My appologies. Anyway you can also use this tool. Its a global tool. -- Mahir78 განხილვაწვლილი 16:41, 14 ივნისი 2011 (UTC)
ok. thanks --მიხეილ (გ) 16:43, 14 ივნისი 2011 (UTC)