ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჯაფარიძე.

ეთერ ანჯაფარიძე (დ. 15 სექტემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი/ამერიკელი პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1989)[1].

ეთერ ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1956 (1956-09-15) (68 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მუსიკოსი
მშობლები მამა: ზურაბ ანჯაფარიძე
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1989)

დაიბადა მუსიკოსების ოჯახში; მამა – ზურაბ ანჯაფარიძე, გამოჩენილი ქართველი ტენორი იყო; დედა – ივეტა ბახტაძე, პიანისტი და პედაგოგი; მამობილი – ლეონიდ ოკლეი (1923–1991), – ქართველი მეცნიერი. დედა იყო ეთერის პირველი ფორტეპიანოს მასწავლებელი, 5 წლიდან კი სწავლობდა ზ. ფალიაშვილის სახ. საშუალო სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში პედ. მერი ჭავჭანიძის კლასში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია და ასპირანტურა პროფესორ ვერა გორნოსტაევას ხელმძღვანელობით.

ეთერ ანჯაფარიძე პირველი საბჭოთა პიანისტია, რომელმაც მონრეალის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა 1976 წელს და გრან–პრის მფლობელი გახდა. 1974 წელს მან ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში მოსკოვში მეოთხე პრემია მოიპოვა.

მას შემდეგ გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე სოლო და კამერული პროგრამებით და თანამშრომლობს როგორც სოლისტი, განთქმულ ორკესტრებთან და გამოჩენილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან ჯ. კახიძე, ვ. სპივაკოვი, ვ. გერგიევი, ი. ტემირკანოვი, ჯ. დეპრისტი და სხვ. მისი ჩანაწერები გამოცემულია მელოდია, ნაქსოს და მარკო პოლოს მიერ.

1992 წლიდან საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა აშშ-ში; რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს და არის სასწავლო–საშემსრულებლო პროგრამის AmerKlavier ხელმძღვანელი.

ასწავლიდა თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიებში და აგრეთვე ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტების პროფესორი იყო.

არის გრემისა და Deutsche Schallplatten–ის ნომინანტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ხალხთა მეგობრობის საერთაშორისო ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება