იმერული ხაჭაპური

ქართული კერძი

იმერული ხაჭაპურიქართული სამზარეულოს ცომეული, ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა.

იმერული ხაჭაპური

არსებობს ხაჭაპურის ცომის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტი. დაწყებული ჩვეულებრივი საფუარიანი ცომით და დამთავრებული მაწვნის ცომით.

ინგრედიენტები

რედაქტირება

მომზადების წესი

რედაქტირება

გავხსნათ საფუარი თბილ წყალში და დავამატოთ შაქარი. მიღებული მასა მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ მის აფუებას. შემდეგ შევურიოთ ერთმანეთში ათქვეფილი კვერცხის გული, ლიმონის მჟავა, წყალი, მარილი, გამდნარი და შეგრილებული კარაქი ან მარგარინი და შევურიოთ მიღებული მასა საფუარის, წყლის და შაქრის ნაზავს. გაცრილი ფქვილი მოვათავსოთ ჭურჭელში, გავუკეთოთ შუაში ჩაღრმავება და დავასხათ მიღებული იგრედიენტების მასა. მოვზილოთ ცომი, რომელიც არ ეკრობა ხელის გულებსა და დავასვენოთ თბილ ადგილას 15 წუთის განმავლობაში. ცომი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ცომის ზედაპირზე გახეხილი ყველი, მოუჭრათ თავი და გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. გაბრტყელებული ხაჭაპური მოვათავსოთ გაცხელებული ღუმელის ტაფაზე და გამოვაცხოთ ის 220 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვიღოთ ტაფა ღუმელიდან და გადავუსვათ ხაჭაპურს კარაქი. ოდნავ შევაგრილოთ და მოვათავსოთ თეფშზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება