აწყვიტა
აწყვიტა[2] — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1260 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 2 კილომეტრით.
სოფელი | |||
---|---|---|---|
აწყვიტა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამცხე-ჯავახეთი | ||
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | აწყვიტა | ||
კოორდინატები | 41°30′27″ ჩ. გ. 43°14′53″ ა. გ. / 41.50750° ჩ. გ. 43.24806° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 1260 მ | ||
მოსახლეობა | 466[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97 %, სომხები 2,6 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 466 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 577[3] |
2014 | 466 |
ლეგენდარედაქტირება
ლეგენდის მიხედვით, როდესაც თამარ მეფე ბასიანისკენ მიუძღოდა ლაშქარს, დაღლილებმა ერთი ბანაკი დასცეს დასასვენებლად. ის იყო, პურობა დამთავრდა, რომ თამარის დაბმულმა ცხენმა აიწყვიტა და დაიჭიხვინა. მეფეს გაუხარდა — ეს კარგი ნიშანია, გამარჯვების მომასწავლებელიაო. ბასიანის ომის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ ამ ადგილისათვის აწყვიტა დაურქმევიათ.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 76.
- აწყვიტა, „ძეგლის მეგობარი“, №. 90, გვ. 27, თბ., 1993 წელი.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 19, თბ., 1987.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.