განხილვა:გიორგი ჭოღოშვილი
ერთი რამ ვერ გავიგე: საკმარისია ვინმე ქართველზე იწერებოდეს სტატია რომ ეს "გამოჩენილი" ეგრევე სტატიის თავში ზის, მხოლოდ ქართველები არიან გამოჩენილები? და რა საჭიროა საერთოდ ეს არაფრისმთქმელი სიტყვა ენციკლოპედიის სტატიაში? სიმართლე გითხრათ და უკვე მომბეზრდა ამ სიტყვის ამოშლა "გამოჩენილი" ქართველებისადმი მიძღვნილი სტატიებიდან. რაიმე წვლილი რომ არ მიუძღვიდეს რომელიმე პიროვნებას ის ენციკლოპედიაში ვერც მოხვდებოდა, შესაბამისად ის უკვე აპრიორი გამოჩენილია და რა საჭიროა ამ "ჩინ–მენდლების" ჩამორიგება? როგორ გავარკვიოთ მერე რომელი მათემატიკოსია "დიდი", "გამოჩენილი" და "პოპულარული", ვთქვათ, სტეფან ბანახს, ილია ვეკუასა და კურტ ვეილს შორის? ამ თემაზე უკვე 1 წელია მიმდინარეობს დისკუსია, საკმარისია უკვე! --linguistus 23:04, 24 აგვისტო 2006 (UTC)
- ძალიან ნუ გაცხარდი :)) ქართველები ცოტა ტრაბახა ხალხი ვართ და ეგ "გამოჩენილი" სიტყვას უნებლიეთ მოჰყვება :)) ნუ, ხუმრობა იქით იყოს და რაციონალური მარცვალი იმაში რასაც შენ ამბობ არის, არ გეკამათები, მაგრამ ნაკლებად და მეტად გამოჩენილი გამოჩენილების გამოჩენა როგორ ვქნათ? (ანუ სულ მთლად ექსტრემისტულად ნუ მივუდგებით, მთლად მშრალი სტატიის წაკითხვა ვის აინტერესებს?). სტილისტი-გამსწორებელი ცალკე პროფესიაა და ყველას ვერ მოვთხოვთ ლიტერატურული ნაწარმოები შექმნას, თან კიდევ სტილის გამართვას საკმაოდ დრო სჭირდება, თან კიდევ ჩვენ მეტი რედაქტორის მოზიდვა გვჭირდება და თუ დავუწყეთ კიჟინი ასე რატომ დაწერე და მისთ, იმ მცირე ენთუზიაზმსაც დავუკარგავთ... მოკლედ შენ რასაც ამბობ საკამათო არაა, მართალი ხარ, მაგრამ ამის დანერგვა ძნელია, ანუ სტილის შემოწმება და დროდადრო ყველა სტატიის გაწმენდა მუდმივად დაგვჭირდება. სამწუხაროთ უნდა შევეგუოთ და კიდევ თუ შეცდომას ვიპოვით ნიშნის მოგების ნაცვლად გავასწოროთ... გეოლოგმა ან ეკონომისტმა შეიძლება მთლად გამართულად სტატია ვერ დაწეროს, მაგრამ ინფორმაციულად ძალზე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გამოჩნდება სხვა მომხმარებელი, რომელიც ენასაც გამართავს და ა.შ.... ნუ, მოკლედ, "დრუჟნად" ჯობია შრომა რა :) - ალ-ო 00:00, 25 აგვისტო 2006 (UTC)
- ორი სტატია დავწერე ბოლოს მათემატიკოსებზე კურატოვსკიზე და ჭოღოშვილზე და ორივეს გამოჩენილი მივუწერე. სიტყვა გამოჩენილი არ ნიშნავს გენიოსს ან დიდს, ნიშნავს უფრო შესამჩვენს, გამორჩეულს =notable, outstanding ინგლისურად. მითუმეტეს არ დამიწერია "გამოჩენილი მათემატიკოსი" დავწერე "გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი". სტილისტურად არ ვიცი როგორ არის სწორი, გეთანხმებით რომ არც ისე ნეიტრალური სიტყვაა. სხვა ვიკიპედიებზე ხმარობენ ხოლმე ესეთ სიტყვებს. Tamok 08:15, 25 აგვისტო 2006 (UTC)
არც ერთ ნორმალურ ენციკლოპედიაში სიტყვები: ”დიდი”, ”გამოჩენილი”, ”ცნობილი”, ”პოპულარული” არ წერია... როგორც მე დავაკვირდი ქართულ ვიკი-ში ამ სიტყვებს წერენ ორ შემთხვევაში: 1) როდესაც ღრმა მოწიწების გრძნობის გამოხატვა სურთ რომელიმე ავტორიტეტის მიმართ და 2) როდესაც სიტყვა ”გამოჩენილი” აღნიშნავს შემდეგს: ”ხალხნო გაიგეთ!!!”... ორივე შემთხვევა ენციკლოპედიაში სრულებით არასასურველი და ზედმეტია (ჩემი აზრით)--linguistus 08:43, 25 აგვისტო 2006 (UTC)
კარგი იქნება, ამ საკითხში იერარქიულ სკალას თუ შევიმუშავებთ. ანუ, რა შემთხვევაში გამოვიყენებთ ”გამოჩენილს” და სხვა აღმატებით ზედსართავებს. მიხეილ რძე 09:04, 25 აგვისტო 2006 (UTC)
ხო, კონვენციურ ენციკლოპედიებში არ წერენ მსგავ სიტყვებს ესე პირდაპირ. მაგრამ ვიკიპედიაში და არა მარტო ქართულში წერენ. მეც მაგიტომ ჩავწერე. სხვა მხრივ გეთანხმები. ესეთი და ამაზე უფრო სერიოზული პრობლემები ბევრია ვიკიპედიაში. თუ ვინმე ამის გამოსწორებას ცდილობს ალბათ კარგია, მაგრამ ისე არ უნდა დაგვავიწყდეს ვიკიპედიის თავისებურებებიც. ვიკიპედიაში ავტორებს სითამამისკენ მოუწოდებენ.ის რომ ვიკიპედია არსებობს დიდწილად ამაზეა დამოკიდებული Tamok 09:35, 25 აგვისტო 2006 (UTC)
- ერთი მაგალითი: ფრენკ ლოიდ რაიტი - დავწერე ”XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი-ნოვატორი დასავლეთის არქიტექტურაში”. ნუ ეს იდეალური განსაზღვრება არ არის, მაგრამ უბრალოდ ამერიკელი არქიტექტორი რომ დავწერო, რევაზ ბაირამაშვილისგან მარტო ეროვნება განასხვავებს. რაღაც ზოგადი იერარქიული გასაზღვრებები ალბათ მაინც გვჭირდება. - ალ-ო (გ) 12:27, 25 აგვისტო 2006 (UTC)
რაღაც უნდა მოვიფიქროტ. ერთი გამოსავალია "ბევრის აზრით..." "ითვლება..." და მსგავსი ფრაზების გამოყენება. მაგრამ რაღაც მაინც უნდა მოვიფიქროთ. მე მგონი პუშკინზე რომ თქვას კაცმა გავლენიანი იყოო დიდი ცოდვა არ არის. 85.117.48.30 12:39, 25 აგვისტო 2006 (UTC)