გიორგი ჭოღოშვილი
გიორგი სევერიანის ძე ჭოღოშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1914, ჭიათურა — გ. 1998, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და პედაგოგი. საქართველოში ტოპოლოგიასა და ალგებრაში სამეცნიერო კვლევათა ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1946).
1931-1932 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1937 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1946-1998) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში (1940-1998). მისი მეუღლე იყო ენათმეცნიერი მზია ანდრონიკაშვილი, მათი შვილი — მხატვარი ლევან ჭოღოშვილი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- რუსულ-ქართული მათემატიკური ლექსიკონი. 40 ათასი ტერმინი. (თანაავტორი) თბილისი. 2010
- ქართულ-ინგლისურ-იტალიურ-ფრანგულ-გერმანულ-რუსული მათემატიკური ლექსიკონი. თბილისი. 1997
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
- მამალაძე, ნ. საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი გვ. 157-158 - თბილისი, 2016.