ბასრა — უბანი ქალაქ ოზურგეთში. ზღვის დონიდან 200 მ. მდებარეობს მდინაარების ბჟუჟისა და აჭისწყლის შესართავთან, მის აღმოსავლეთით.

უბანი
ბასრა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ქალაქი ოზურგეთი
ცენტრის სიმაღლე 200
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

თავდაპირველად ბასრა წარმოადგენდა სოფელ ექადიის უბანს. ბასრაში დასახლებული იყვნენ ნაკაიძეები, რის გამოც მისი ერთი ნაწილი ნაკაიძეების უბნად იწოდება. ბასრაში ჩამოდის პატარა მდინარე აგიდაყვა. ბასრას ერთ-ერთი უბანია ნასიმაგრევი.

XX საუკუნეში ბასრის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაემატა სოფელ მაკვანეთის ტერიტორიას. ხოლო დარჩენილ ნაწილს ეწოდა ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა. ბასრაში ამჟამად 75 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა მისდევს მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას, რისთვისაც მაკვანეთის საძოვრებს იყენებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემის თანახმად სახელწოდების ორი ვერსია არსებობს. უბნის დასაწყისში ბჟუჟი და აჭისწყალი ერთმანეთს უერთება და იქმნება შთაბეჭდილება რომ ეს ორი მდინარე ერთმანეთს ბასრავს, ანუ ჭრის. ხოლო მეორე ვერსიით, დასახლება დასავლეთისკენ უფრო და უფრო წვრილდება და ბასრი ფორმა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოშველი, მ. ლომაძე, გაზეთი „ალიონი", 23.04.2012 N15 გვ.3