ექადია — უბანი ქალაქ ოზურგეთში, მის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ბჟუჟის მარცხნივ, ქალაქის ცენტრიდან 1 კმ. ექადია შეფენილია გორაკზე, რომელიც ოზურგეთის ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს. ექადიას ქალაქის დანარჩენი ნაწილიდან მდინარე ბჟუჟი ჰყოფს.

უბანი
ექადია

ექადიის ტყე-პარკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
ქალაქი ოზურგეთი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

სახელწოდება

რედაქტირება

ლეგენდის თანახმად ექადიის სახელწოდება აქაურობის პატრონ ვინმე ქადიას უკავშირდება. აქედან მომდინარეობს ასევე გვარი ქადიეშვილი, რომელიც ამ უბანში არის გავრცელებული. ლეგენდის მიხედვით ექადიის ტყე ქადიას საყვარელი სანადირო და დასასვენებელი ადგილი. მტერს დიდძალი ჯილდო დაუწესებია მისი მოკვლისთვის. როცა ქადია დიდი მუხის ძირას ჩამომჯდარი ისვენებდა, მიპარვით მოკლეს. მკვლელმა მაღალი გორაკიდან დაიკიჟინა „ე ქადიაო“, ანუ „ნახეთ თქვენი ქადიაო.“ ხალხს ამ გორაკზე სამლოცველო აუშენებია და გორაკისთვის ექადია უწოდებია.

სოფელი ექადია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ბასრა, გოშველი, ანასეული და სხვა. ექადიას ზემო და ქვემო ექადიად ჰყოფდა მდინარე შხვარაშხურა (შკვარაშკურა). ექადიის ერთ-ერთი უბნის, გოშველის სახელწოდება ღორისა და შველისგან უნდა მომდინარეობდეს. ღორი და შველი ექადიის ტყეში ბევრი იყო. ექადია შედიოდა დვაბზუს საზოგადოებაში. 1897 წლისთვის მისი მოსახლეობა იყო 60-მდე კომლი, ძირითადად გლეხობა. მოჰყავდათ უმეტესად სიმინდი და რამდენიმე ოჯახს ჩხავერის ჯიშის ვაზი.[1]1920 წელს გამოეყო ლიხაურის თემს და შევიდა ქალაქ ოზურგეთის თემში.[2]

საბჭოთა პერიოდში ექადიაში არსებობდა გარეუბნის, შემდეგ კი ჩკალოვის სახელობის კოლმეურნეობა. 1930-იანი წლებიდან ის შეუერთდა ქალაქ ოზურგეთს. გარკვეული პერიოდის მანძილზე ექადია გაერთიანებული იყო მაკვანეთის სასოფლო საბჭოში. 1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა. 1977 წლიდან ექადიის კოლმეურნეობა შეუერთდა სოფელ მახარაძის კოლმეურნეობას.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 950
1911[4]   144

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ტყე-პარკი

რედაქტირება

1960 წელს დაიგეგმა ექადიაზე ტყეპარკის გაშენება. ტყეპარკი 20 ჰა ფართობზე საბჭოთა საქართველოს 40 წლისთავის აღსანიშნავად უნდა გაშენებულიყო. დაგეგმილი იყო საზაფხულო თეატრის, ფანჩატურების, შადრევნების, სპორტული მოედნების, ზოოპარკის კუთხის და სხვა ატრაქციონების გაშენება.[5] 1971 წელს ტყეპარკი საჰაერო-საბაგირო გზით დაუკავშირდა ქალაქის ცენტრს.

 
ექადიის ეკლესია

ექადიის წმინდა გიორგის ტაძარი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი მდებარეობდა სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია დარბაზული ტიპის იყოდა თავისუფალ ჯვარს წარმოადგენდა. მისთვის მოგვიანებით მიუშენებიათ მკლავები. გვიანდელი გადაკეთებული იყო ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილიც. ტაძარზე აღმოჩენილია ასომთავრული წარწერა, რომელიც ცხადყოფს, რომ კახაბერ ვარდანისძე, გურიელად წოდებული, იყო ამ ტაძრის ამშენებელი. წარწერა ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

XIX საუკუნისთვის ძველი ეკლესიიდან დარჩენილი იყო მხოლოდ დასავლეთის კედელი, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლის ნაწილები სარკმელებითურთ. 1890-იან წლებში აიგო თლილი ქვით ნაგები ახალი ტაძარი. რომელიც შემორჩენილი არ არის. ტაძარი იდგა გორაკზე, რომელსაც სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა ქვის კიბე. კიბე ადიოდა ეკლესიის ქვითკირის გალავანში. ტაძარი ადგილობრივმა მღვდელმა სოლომონ დუმბაძემ ააგებინა. 1961 წელს ექადიის ხიდზე აღმოჩნდა ქვა ასომთავრული წარწერით „ქ. სახელითა ღმრთისათა წ(მიდა) გ(იორგ)-ის (ე)კლესია პატრონმან ქადია აღაშენა სადიდებლად სახელისა მისისა“. ქვა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს. [6]

1997 წელს ძველი ტაძრების ადგილას აშენდა ჯვართამაღლების სახელობის ხის ეკლესია. 2014 წელს აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი.