ტყეპარკი
ტყეპარკი ― საბჭოთა კავშირში სარეკრეაციო დანიშნულების ზონა, ბუნებრივი ტყის მასივი, რომელიც განლაგებული იყო ქალაქების, დაბების, სამრეწველო ცენტრების მიმდებარედ. ტყეპარკის მოსაწყობად იყენებდნენ ქალაქის საზღვრების გარეთ მდებარე ტყეებს. ტყეპარკში, განსხვავებით ჩვეულებრივი პარკებისგან დასაშვები იყო ხილ-კენკრის, სოკოს და სხვათა შეგროვება, დაუშვებელი იყო ნადირობა, თივის შეგროვება და საქონლის ძოვება. ცნობილი ტყეპარკებია რჟევის ტყეპარკი სანქტ-პეტერბურგში, სინიუშინის ტყეპარკი ირკუტსკში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგაური გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 86.