აჭისწყალი
მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში
აჭისწყალი — მდინარე ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ბჟუჟის მარცხენა შენაკადი.[1] სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე 2200 მეტრის სიმაღლეზე.
აჭისწყალი | |
---|---|
![]() ადგილი დევის ქვა მდინარე აჭისწყალზე | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | გურიის მხარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
ქალაქები | ოზურგეთი |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°47′34″ ჩ. გ. 42°05′10″ ა. გ. / 41.79278° ჩ. გ. 42.08611° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2200 მ |
შესართავი |
ბჟუჟი 41°54′55″ ჩ. გ. 42°00′11″ ა. გ. / 41.915528° ჩ. გ. 42.003083° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | ოზურგეთი |
![]() ![]() |
მდინარე უზრუნველყოფს ლიხაურსა და ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. მდინარე მდიდარია თევზის ჯიშებით: მდინარის კალმახი, ქაშაპი, წვერა, ფრიტა და სხვა. მდინარის კალმახი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მდინარის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით და წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც იზიდავს დამსვენებლებს. ზაფხულის განმავლობაში აჭისწყლის ხეობაში ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია ქ. ოზურგეთთან შედარებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ აჭისწყალი — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა