განხილვა:სამთავისის ტაძარი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

რამდენად გამართლებულია აქ არსებულ სურათებზე ავტორის სახელისა და გვარის მითითება? თუ ვინმეს აინტერესებს ალბათ ის გადავა სურათის გვერდზე და ნახავს ავტორი ვინაა. — ჯაბა ლაბაძე () 11:58, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ყველა ღირებულ ფოტოს ავტორი იქვე უნდა ყჰავდეს მითითებული (ნაკლებ სავარაუდოა მკითხველი ფაილის გვერდზე შევიდეს). ესეც ხომ მასალაა და წყარო ამასაც სჭირდება... თუმცა, ეს წესი არაა მიღებული ვიკიპედიაში, ისევე როგორც ამისი საწინააღმდეგო წესი :). თუ ავტორი თვლის, რომ საჭიროა მისი სახელის მითითება, ხელს არაფერი უშლის... , D.DEU. პასუხი 12:04, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ვისთვის რაა ღირებული ვინ ადგენს? — ჯაბა ლაბაძე () 12:09, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ავტორისთვის ყველაფერი ღირებულია, ასე არაა? :) ავტორის მითითება – ვიკიპედიის მთავარი პრინციპი! დარღვევით არაფერი გაკეთებულა... , D.DEU. პასუხი 12:12, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

მე მეგონა აქამდე მომხმარებლისთვის ვმუშაობდით. — ჯაბა ლაბაძე () 12:13, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ასე იყო, ასეა და ასე იქნება. მომხმარებელთათვის მუშაობა არ ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფას. საავტორო უფლებების მქონე პირი ამ ფოტოებზე მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელის მითითება, რაც იურიდიულად გამართლებულია. , D.DEU. პასუხი 12:17, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

შენ წააწერდი საკუთარ სახელს?— ჯაბა ლაბაძე () 12:31, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

თუ მორალურად განიხილავ ამ საკითხს, გეტყვი, რომ ჩვენ რომ დავუშალოთ ავტორს, დაიცვას საკუთარი უფლებები, უფრო ამორალურია! თუკი საჭიროდ ჩავთვლი, მეც წავაწერ საკუთარ სახელს პირად ნამუშევარს, ამისი უფლება კანონმდებლობითაც მაქვს და მორალურადაც. რა პრობლემაა ვერ გავიგე? , D.DEU. პასუხი 12:34, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

არაფერი პრობლემაა. შეკითხვა აღარ მაქვს შენთან. გასაგებია ყველაფერი. — ჯაბა ლაბაძე () 12:40, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

პ.ს. და ვინ დაუშალა? სად ამოიკითხე? — ჯაბა ლაბაძე () 12:41, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

არსად. უბრალოდ, ვერ დავუშლით. , D.DEU. პასუხი 12:44, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

მეც უბრალოდ ვიკითხე. — ჯაბა ლაბაძე () 13:13, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

გასაგებია :), D.DEU. პასუხი 14:00, 6 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ სურათზე ავტორის მითითებული გვარი და სახელის წაშლის შემდეგ ვნახე ეს განხილვის გვერდი. ჩემი აზრით უნდა იყოს ფაილი:Zaqaria 01.JPG - ერმაკოვს მგონი ყველა იცნობს საქართველოში. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოგვიანებით ვნახე ეს განხილვის გვერდი.--ცანგალა () 19:40, 1 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ანუ საკუთარი ერთპიროვნული მოსაზრების ბაზაზე მანამდე არსებული კონსენსუსის გათვალისწინების გარეშე ვმოქმედებთ. ძალიან კარგი, ამის შემდეგ "თვითნებობაში" გაფრთხილებებს ოფიციალურად აღარ ვიღებ.--იორგი; 20:13, 1 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

რომელ კონსენსუს გულისხმობ? დათომ რაც გადაწყვიტა ერთპიროვნულად? ამ განხილვის გვერდზე მხოლოდ ორი მომხმრებლის დისკუსიას ვხედავ? ხოდა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მესამე ხმა მოვედი. ვიღიმი. „თვითნებობაში“ - რას გულისხმობ? და კიდევ ფაილზე, რომ იყოს მითითებული რითი არ მოგწონს? აი კიდევ ფაილი:Vanqi church3.jpg ერმაკოვის სურათი. ცანგალა () 20:38, 1 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
საინტერესოა, მოეწონებოდა თუ არა ერმაკოვს თავისი ფოტოების გამოქვეყნება ვიკიპედიის სტატიაში, მისი სახელის მითითების გარეშე :). თუმცა, ამას ვერ გავიგებთ... მისი სურათები დღეს საზოგადოებრივ საკუთრებაშია და აღარ ვრცელდება საავტორო უფლებები. თუმცა, სტატიაში რომ მიეთითოს ავტორი, არც ეს იქნება ურიგო – ესეც რაღაც ინფორმაციაა, თუ ვინაა ავტორი სურათისა, რომელსაც უყურებ. ნაკლები შანსია, რომ სტატიის მკითხველი ფაილის გვერდზე გადავიდეს. რაც შეეხება გიორგის, მას სრული უფლება აქვს, თავისი ნამუშევარი ვიკიპედიაში (და არა მარტო) გამოაქვეყნოს თავისი პირობებით (ამ შემთხვევაში მისი პირობაა: მიეთითოს ავტორი ფაილის ყოველი გამოყენებისას). ძალიან ნორმალური პირობაა :). რა უფლება გვაქვს, არ დავიცვათ ადამიანის საავტორო უფლება? :). ასე რომ, ამ თემაზე მეტი განხილვა უბრალოდ არ ღირს. აქ რაიმე დამატებითი წესების შედგენასაც ნურავინ მოითხოვს, იმიტომ რომ წესები უკვე ფრიად ნორმალურადაა ჩამოყალიბებული და მას საქართველოს (და არა მარტო) კანონმდებლობა აწესრიგებს. — დავით პასუხი 04:56, 2 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

სხვათაშორის, არსებული ლიცენზია (CC-BY-SA 3.0) ითვალისწინებს დამატებითი პირობების არსებობას - სამწუხაროა, რომ თემაში გარკვევის გარეშე საკუთარი სურვილებისამბერ მოქმედებენ მომხმარებლები.--იორგი; 05:54, 2 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ადამიანის უფლებები არ ილახება, როდესაც ფაილზე არსებობზე თარგი და იქ იწერება ყველაფერი. - ეს ყველაფერი უფრო თვითრეკლამას ჰგავს. იხ. სტატიაში შიოდო სქოლიოში მითითება.--ცანგალა () 08:47, 2 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
იქნებ ინგლისურ ნაწილში მოივიძიოთ პასუხი ამ საკითხზე? აქვე, შიოდოსთან დაკავშირებით, რატომღაც ავტორს აქ ’’წყაროს ავტორიტეტულობა’’ დავიწყნია. :)--Rastrelli F 11:38, 2 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
დათოს - ერმაკოვის სახელი მითითებულია ფაილის თარგში.--ცანგალა () 11:45, 2 ივნისი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „სამთავისის ტაძარი“-ზე დაბრუნება.