შიოდო (იაპონ. 書道) — იაპონური კალიგრაფიის ხელოვნება, მხატვრული ნაწერი. "შიო" კალიგრაფიას ნიშნავს, ხოლო "დო" - გზას. ასევე შიოდო შეიძლება ჩაითვალოს გზად, რომელსაც მიჰყავს მიმდევარი სიცოცხლის აზრის გაგებამდე და სამარადისო ჭეშმარიტებამდე, ისევე როგორც მეომართა გზას - ბუშიდოს, საბრძოლოს გზას ბუდოს, ჩაის ხელოვნებას - სადოსა და სხვ.

კალიგრაფისტი ხატვისას.

შიოდო იაპონური სახვითი ხელოვნების ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. კალიგრაფიულ ნამუშევრებს დიდად აფასებენ, ვინაიდან ისინი გამოხატავენ სულიერ სიღრმესა და მშვენიერებას კანჯის, ანუ იეროგლიფების, ან კანას, ანუ იაპონური ასოების მეშვეობით, რომლებიც დაწერილია ფუნჯუთ და მელნით თხელ ქაღალდზე შიოდოში გამოხატვის სილამაზე (ხაზების მიმართულება, სტრუქტურა, მელნის ფერი, არანშჯირება და სხვ.) და შინაარსი (სტილი, მნიშვნელობა) ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნაწერი შემოქმედის ხასიათს ასახავენ.

ყოველ 2 იანვარს შიოდოს მიმდევრები, ისევე როგორც დაწყებითი თუ საშუალო სკოლის მოსწავლეები ფუნჯებით წწერენ მოხდენილ სიტყვებსა თუ ლექსებს. ამ ტრადიციას "წლის პირველი ნაწერი" ეწოდება. 2011 წლის 8 მარტს იაპონიის საელჩომ განახორციელა ღონისძიებას, რომლის დროსაც შიოდოს ხელოვნება იაპონიის საელჩოს პირვლემა მდივანმა, ქალბატონმა რიცუკო ინოუემ წარადგინა. ღონისძიების სტუმრებმა სამახსოვროდ იაპონური იეროგლიფებიც მიიღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: