ქვემო მაჩხაანი
სოფელი საქართველოში
ქვემო მაჩხაანი — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო მაჩხაანი, ყარაღაჯი, ხირსა, ხორნაბუჯი). მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, სიღნაღიდან 17 კილომეტრი. XIX საუკუნეში სოფელი წარმოადგენდა ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს.[2]
სოფელი | |||
---|---|---|---|
ქვემო მაჩხაანი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
რეგიონი | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ქვემო მაჩხაანი | ||
კოორდინატები | 41°34′36″ ჩ. გ. 45°58′17″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 45.97139° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 640 მ | ||
მოსახლეობა | 609[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (98,2 %) ეზიდები (1,0 %) სომხები (0,7 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
|
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 609 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 1128 | 507 | 621 |
2014[1] | 609 | 271 | 338 |
კულტურარედაქტირება
სოფელში მდებარეობს იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. ქვემო მაჩხაანში მდებარეობს თეატრი, რომელიც აშენებულია 1899 წელს, შემორჩენილია პირვანდელი სახით, როგორც ნაგებობა, ასევე ინვენტარი. პარტერი და იარუსი იტევს 200 კაცს.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 514.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სიხარულიძე თ.. „სოფელი ქვემო მაჩხაანი - ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი“, კრებული „ინიციატივა ცვლილებებისთვის“ გვ. 49 — თბილისი, 2015, ISBN 978-9941-0-8204-7
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II