ი ინ მუნი
(გადამისამართდა გვერდიდან იი ინ-მუნი)
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის ი, ხოლო სახელი — ინ მუნი. |
ი ინ მუნი (კორ. 이인문), ასევე იუ ჩუნი (კორ.: „არის გაზაფხული“) (დ. 1745, ჰეიო, კორეა — გ. 1821, სეული) — კორეელი პეიზაჟისტი. ჩინური მხატვრობის ტრადიციული ჩრდილოური სკოლის მიმდევარი. ი ცნობილია თავისი კონსტრუქციის სიფაქიზითა და ფუნჯის თავდაჯერებული მონასმებით. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „მდინარე გაზაფხულზე“. მან პირველად გამოიყენა პეიზაჟის ხატვისას აკვარელი, რითაც კორეულ ფერწერაში ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: