ზურაბ არსოშვილი
ზურაბ არსოშვილი (დ. 21 იანვარი, 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, იურისტი, პოლიტიკოსი.
ზურაბ არსოშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 იანვარი, 1978 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2008-2009 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2010–2011 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) შიდა ქართლის მხარეში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შსს-ში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ქ. თბილისის მერის მოადგილედ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში (უფროსი). ჰყავს მეუღლე და შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ არსოშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ არსოშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)