საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.[1] სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. ამჟამად საქართველოს ფინანსთა მინისტრია ლაშა ხუციშვილი [2].

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
უწყების შესახებ
მინისტრი ლაშა ხუციშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mof.ge

სტრუქტურა

ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში შედის შემდეგი საქვეუწყებო დაწესებულებები:

  • საგამოძიებო სამსახური[3] - ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
  • სსიპ შემოსავლების სამსახური[4] - ბიზნესზე ორიენტირებული სამართლიანი და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა და ქვეყნის ეკონომიკური საზღვარების უსაფრთხოება.
  • სახელმწიფო ხაზინა[5] - სახელმწიფო ფინანსების ეფექტურად მართვა.
  • სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო[6] - სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვა და მომხმარებელზე მორგებული საჯარო სერვისები.
  • სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემია[7] - საჯარო და კერძო სექტორზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები
  • სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური[8] - ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარება და სერვისები
  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური[9] - გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების სისტემის დანერგვა.

მინისტრები

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის სეიმის მთავრობის ქველმოქმედების, ფინანსთა და სურსათის მინისტრები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრები

საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისრები

საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრები

  • რაფიელ არტემის ძე კვირკველია, 1948 - დეკემბერი, 1951
  • ბეჟან ალექსანდრეს ძე ჩხეიძე
  • არჩილ ვარლამის ძე ჭირაქაძე

საქართველოს სსრ ფინანსთა მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრები

საქართველოს ფინანსთა მინისტრები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2009-04-25.
  2. ლაშა ხუციშვილი - Gov.ge
  3. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
  4. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
  5. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა
  6. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-14. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
  7. ფინანსთა სამინისტროს აკადემია
  8. საფინანსო-ანალიტიკური სამსახური
  9. ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
  10. „ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. ლაშა ხუციშვილი - Gov.ge

რესურსები ინტერნეტში