დემურ დვალიშვილი
დემურ დვალიშვილი (დ. 15 თებერვალი, 1938, ქუთაისი — გ. 9 სექტემბერი, 1994) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი.
დემურ დვალიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 თებერვალი, 1938 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 9 სექტემბერი, 1994 (56 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1938 წელს. 1960 დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 1961 წელს დემურ დვალიშვილი მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად, შემდეგ კი განყოფილების გამგედ. მას 1975 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, უკავია ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის თანამდებობები. 1977–1981 წლებში დემურ დვალიშვილი ქ. მახარაძის (ოზურგეთი) რაიკომის მდივანია. 1981 წლიდან 1990 წლამდე დემურ დვალიშვილი საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრია. 1990–1991 წლებში მას ირჩევენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამ პერიოდში იგი საბიუჯეტო-საბანკო ქვეკომისიის თავმჯდომარეა. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წლის ნოემბერში დემურ დვალიშვილი ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. დემურ დვალიშვილი გარდაიცვალა 1994 წელს.