ნოდარ ხადური

ქართველი პოლიტიკოსი

ნოდარ ხადური (დ. 29 აგვისტო, 1970, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 10 სექტემბერი, 2019, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბერიდან 2016 წლის 27 ნოემბერამდე.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 27 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ხეთაგური
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული29 აგვისტო, 1970
თბილისი
გარდაცვლილი10 სექტემბერი, 2019 (49 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, პოლიტიკური საბჭოს წევრი
მეუღლენინო ცირეკიძე
შვილებიმარიამ და ნიკოლოზ ხადურები
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობასაქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის მე-14 საშუალო სკოლა. 1991–1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაკროეკონომიკის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა წარჩინებით. 1996–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 2002 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში (საქართველოს მაგალითზე)“.

ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს.

საქმიანობა

რედაქტირება

2016 წლის 1 დეკემბრიდან იყო საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.

1987-88 და 1990-92 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება ჩარხმშენებელში. 1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თანაშემწედ; 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსი; 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე — საპარლამენტო მდივანი. 2004-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეროვნული კონსულტანტი. 2006 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამ რანგში იგი იყო მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ალტერნატიული მმართველი. 2012–2013 და 2014–2015 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012–2013 წლებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2016 წელს აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2012-2018 წლებში არჩეული იყო მპგ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.

1999 წლიდან ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა. შ.

იგი კითხულობდა: მაკროეკონომიკას, ეკონომიკის პრინციპებს, მაკროეკონომიკურ თეორიას, მაკროეკონომიკურ რეგულირებას და დაგეგმვას, საქართველოს ეკონომიკას, გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკას, მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ა. შ. კვალიფიკაცია აიმაღლა ავსტრიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ანალიზი და პოლიტიკა), შვედეთის განვითარების სააგენტოში (საგადასახადო პოლიტიკა), ეგვიპტის განვითარების სააგენტოში (ექსპორტის სტიმულირება).

იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა, ტრანსფორმაციული ეკონომიკა, კონკურენცია.

ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება