ნიკოლოზ გაგუა
ნიკოლოზ გაგუა (დ. 21 ივნისი, 1975, ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2018 წლის 21 ივნისიდან 12 ივლისამდე. 2018 წლის ივლისიდან არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მოადგილე.
ნიკოლოზ გაგუა | |
საქართველოს ფინანსთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 2018 – 12 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | მამუკა ბახტაძე |
მემკვიდრე | ივანე მაჭავარიანი |
დაბადებული | 21 ივნისი, 1975 |
მოქალაქეობა | საქართველო |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვილიამსის კოლეჯი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ გაგუა დაიბადა 1975 წლის 21 ივნისს, ქალაქ ქუთაისში. 1992–1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გახდა ეკონომიკის მაგისტრი. 1998 წელს სწავლობდა ვენაში, 2012–2013 წლებში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვილიამსის კოლეჯში. 2006–2010 წლებში იყო კომპანია „სთრაიდ ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი. 2010 წელს იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი. 2016 წელს იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2016 წლის ნეომბრიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2018 წლის ივლისიდან იგი კვლავ ამ თანამდებობას იკავებს.
დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ გაგუა დაარქივებული 2019-03-31 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური საიტი
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მამუკა ბახტაძე |
ფინანსთა მინისტრი 21 ივნისი, 2018 - 12 ივლისი, 2018 |
შემდეგი: ივანე მაჭავარიანი |