ჰარა ტაკაში
ჰარა ტაკაში (დ. 2 სექტემბერი, 1856, მორიოკა — გ. 4 ნოემბერი, 1921, ტოკიო) — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი. 1900–1901 სამიმოსვლო გზების მინისტრი. 1906–1908, 1911–1912 და 1913–1914 — შინაგან საქმეთა მინისტრი. 1914-იდან სეიიუკაის (იაპონიის მსხვილი ბურჟუაზიისა და მემამულეთა) პარტიის პრეზიდენტი. 1918 მეთაურობდა იაპონიაში პირველ საპარლამენტო პარტიულ მთავრობას. დემოკრატიული მოძრაობის აღმავლობის პირობებში ჰარას მთავრობამ 1919 საარჩევნო უფლებები რამდენადმე გააფართოვა. ამასთან ერთად აქტიურად განაგრძობდა ინტერვენციას საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში და ჩინეთის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას, მოკლა მემარჯვენე ტერორისტმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 601.