მიხეილ ხავთასი (დ. 7 სექტემბერი, 1883, სუფსა, ოზურგეთის მაზრა) — ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი. ძუკუ ლოლუას მეცადინეობით გუნდისთვის 80 კაცი შეიკრიბა. გუნდი გარდა კვირისა, ყოველდღე მეცადინეობდა. ამ გუნდში მიხეილ ხავთასთან ერთად აღიზარდნენ კიწი გეგეჭკორი, რომანოზ (რემა) შელეგია, კირილე პაჭკორია, ავქსენტი მეგრელიძე, პორფილე გაბელია, პლატონ ფანცულაია, ვლადიმერ ბაბილუა, ნოკო ხურცია, ვანო კოზმავა, ძრიკი ძიაფშიფა, მაქსიმე ანუა, ანდრი ალანია. გუნდში მონაწილეობდნენ მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღელები.

მიხეილ ხავთასის მეჩონგურეთა ანსამბლი 1935 წ.
მიხეილ ხავთასის მეჩონგურეთა ანსამბლი 1935 წ.
მიხეილ ხავთასის ფოთის გუნდი 1946-1952 წ.

1921 წელს, როდესაც ძუკუ ლოლუა დანიშნეს დასავლეთ საქართველოს გუნდების ინსტრუქტორად, მისი წარდგენით, ფოთის მომღერალ ქალ-ვაჟთა სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა მიხეილ ხავთასი, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელიც იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება