იოშუა (ოსია) აბრასი (ინგლ. Joshua (Osias) Abrass; დ. 1820, ავსტრია1883 ან 1884, ოდესა) — ცნობილი ხაზანი და კანტორი. დაიბადა ავსტრიაში. 1840-1842 წლებში იყო კანტორი ტერნოპოლში, ხოლო 1842-1860 წლებში — ლამბერგში (უკრ. ლვოვი). 1860 წლიდან 1883 წლამდე იყო ოდესის დიდი სინაგოგის მთავარი კანტორი. გარდაიცვალა ოდესაში.

აბრასმა დაწერა „ზიმრათ იოჰ“ — ჰიმნები და სიმღერები შაბათისა და საწელიწდო დღესასწაულებისთვის, რომელიც გამოიცა 1873 წელს ვენაში. მისი ქალიშვილი იყო პოპულარული რუსი მომღერალი აბრაზცოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება