დეკემბერი

რედაქტირება
 

ძუ ლომი იშაშას დედოფალი ელისაბედის ეროვნულ პარკში, უგანდა. იშაშას ლომები განთქმული არიან ხეზე ცოცვით, თვისება, რომელიც მხოლოდ ტბა მანიარას რეგიონში მობინადრე ლომებს ახასიათებს. ისინი ხშირად დღის ყველაზე ცხელ ნაწილს ამ რეგიონში გავრცელებულ დიდი ლეღვის ხეებზე ატარებენ. გაურკვეველია, თუ რატომ ახასიათებს ეს თვისება მხოლოდ ამ რეგიონის ლომებს.


სურათის ავტორი: კოდი პოუპი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

იო (ბერძნ. Ιώ) იუპიტერის თანამგზავრი გადაღებული ნასას ზონდიდან "გალილეო". სურათზე ორი ვულკანური ამოფრქვევა ჩანს. ერთი ჰორიზონტზე 140 კმ სიმაღლისაა, მეორე — 75 კმ. იო ყველაზე ახლოა მთვარეა იოპიტერის ოთხ თანამგზავრთაგან. მას ბერძნული მითოლოგიით ზევსის ერთ-ერთი საყვარლის სახელი შეარქვეს.


სურათი: ნასა
სხვა რჩეული ფოტოები...

ნოემბერი

რედაქტირება
 

ხევსურეთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა, რაზეც აქ მდებარე ციხე-სიმაგრეთა სიმრავლე მეტყველებს.


სურათზე: ლებისკარის ციხე-კოშკი. ავტორი: პაატა ვარდანაშვილი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ნეირონი (ბერძნ. neuron — ნერვი), ნევრონი, ნევროციტი, ნერვული უჯრედი, ნერვული ქსოვილის მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული, რომლისაგანაც აგებულია ადამიანისა და ცხოველების ნერვული სისტემა და რომელიც ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს ელექტრული მუხტის მეშვეობით.


სურათზე: ნეირონის ანატომია (ინგლ.)
სხვა რჩეული ფოტოები...


 

The Division Bell ჯგუფ პინკ ფლოიდის სტუდიური ალბომია, რომელიც 1994 წელს გამოვიდა. იგი ჯგუფის გიტარისტ დევიდ გილმორის მოცურავე სტუდია Astoria-ში ჩაიწერა. ბრიტანეთში ალბომმა გამოსვლისთანავე ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ამ ალბომის გამოსვლის დღეს ჯგუფმა უკანასკნელი მსოფლიო ტურნე გამართა, რომლის ერთ-ერთი კონცერტიც აღბეჭდილია ფილმში Pulse, ხოლო ტურნეს საუკეთესო ჩანაწერები - ამავე სახელწოდების ალბომში.


სურათზე: ალბომის გარეკანი.
სხვა რჩეული ფოტოები...


 

მჯდომარე ხარი (ინგლ. Sitting Bull, სიუ: Tatanka Iyotake; 1831-1890) — ინდეილთა ტომის ჰუნკპაპა-სიუს ბელადი და ღვთის კაცი. ამერიკის ისტორიაში ის განსაკუთრებით ცნობილია მისი მნიშვნელოვანი გამარჯვებით ლიტლ-ბიგჰორნის ბრძოლაში გენერალ კასტერის მეშვიდე კავალერიასთან. მისი სახელი ადგილობრივ ინდიელთა კულტურის სინონიმი გახდა და ის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ინდიელად ითვლება ისტორიაში. წლების შემდეგ ის ასევე მონაწილეობდა ბუფალო ბილის "ველური დასავლეთის" შოუში, სადაც ის მაყურებლებს საკუთარ ენაზე წყევლიდა, სანამ ისინი მას ტაშს უკრავდნენ.



ფოტო: დ. ფ. ბარი, 1885.
სხვა რჩეული ფოტოები...

ოქტომბერი

რედაქტირება
 

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (Dresdner Frauenkirche) — ლუთერანული ეკლესია დრეზდენში, გერმანია, თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს; ბოლო დროს აღადგინეს საერთაშორისო ძალებით, როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი - 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს საზეიმოდ კურთხეულ იქნა.


სურათზე: ფრაუენკირხე 1880-იან წლებში.
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ბათუმი XIX საუკუნის ბოლოს პორტო-ფრანკოდ გამოცხადების შემდეგ სწრაფად იწყებს ზრდას. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის (1883), ნავსადგურის რეკონსტრუქციისა და ბაქოსთან ნავთობსადენი მილით დაკავშირების (1897 - 1907) შემდეგ კი ბათუმი შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა.


სურათი: ლევ ლაგორიო (1827-1905), "ბატუმ" (1881).
სხვა რჩეული ფოტოები...


 

მტირალი სუდეტელი ქალი ადოლფ ჰიტლერს ესალმება გერმანელთა მიერ ჩეხოსლოვაკის დაპყრობისას, 1938 წლის ოქტომბერში. თავდაპირველად გამოქვეყნდა "ფოლკიშერ ბეობახტერში" და გამომცემელთა მტკიცებით ხების ქუჩებში ჰიტლერის გამოჩენით გამოწვეული უზომო სიხარულით იყო გამოწვეული. ამის საპირისპიროდ, ეს სურათი აშშ-ში ამგვარი წარწერით გამოქვეყნდა: "ტრაგედია ზუდეტელი ქალის, რომელსაც არ ძალუძს წუხილის დაფარვა ტრიუმფული ჰიტლერისთვის მოვალეობის მოხდის ნიშნად მისალმებისას, არის ტრაგედია გაჩუმებული მილიონების, რომლებიც გამუდმებული დაუნდობელი ძალის გამოყენებით ჰიტლერიზმზე მოაქციეს." ამ ფოტოსთან დაკავშირებული ნამდვილი გარემოებები უცნობია.


ფოტო: Völkischer Beobachter
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ხვადი ლომი (Panthera leo) და მისი ბოკვერი აფრიკულ კამეჩს მიირთმევენ ჩრდილოეთ საბი სენდში, სამხრეთი აფრიკა. ლომები ნამდვილი მტაცებლები არიან და ყოველდღიურად შვიდ კილოგრამამდე ხორცი სჭირდებათ არსებობისთვის. ლომის დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ზომის ძუძუმწოვრებისგან შედგება.



ფოტო: ლუკა გალუძი
სხვა რჩეული ფოტოები...

სექტემბერი

რედაქტირება
 

მანჰეტენის, ნიუ-იორკი, პანორამული ხედი 1930-იანი წლების დასაწყისში. ცათამბჯენების კონცენტრაცია საფინანსო უბანს მიუთითებს, რომელიც ამ პერიოდში დიდი დეპრესიის დაძლევის შემდეგ კვლავ აღმავლობის გზაზე იდგა.


ფოტო: აშშ-ის ეროვნული არქივი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ბერბერული მაკაკა (Macaca sylvana) პრიმატია, რომელიც გიბრალტარსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სახლობს. გიბრალტარის კლდე მთელს ევროპაში შემორჩენილი გარეული მაიმუნის ბოლო სახეობის სამშობლოა, სადაც პოპულარული რწმენით, სანამ ბერბერული მაკაკები არსებობენ გიბრალტარზე, ეს ტერიტორია ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დარჩება.


ფოტო: ქრისტოფერ ბუტიგიეგი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

სურათზე გამოსახულია ჰამბურგში უფროსი პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალი ლურჯი უნიფორმა აცვია ახალი განაწესის თანახმად, რომლის მიხედვით მთელი ევროკავშირის მასშტაბით პოლიციის უნიფორმა და მანქანები მსგავსი ფერის უნდა იყოს. პოლიციის სისტემა გერმანიაში ორ ჯგუფად არის დაყოფილი: ფედერალურ და საშტატო პოლიციად.



ავტორი: დენიელ შვენი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ფლაიერ-1, ასევე ძმები რაიტების ფლაიერი (Wright Flyer) — ძმები რაიტების კონსტრუქციით აგებული თვითმფრინავი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ფრენა განახორციელა 1903 წლის 17 დეკემბერს. პირველი გაფრენის სიშორე იყო 37 მეტრი. აპარატმა ჰაერში დაჰყო 12 წამი. იმავე დღეს განხორციელებულ მეორე გაფრენაში აპარატმა ჰაერი 59 წამი გაძლო და 260 მეტრი იფრინა.


ავტორი: ჯონ დენიელსი, 17 დეკემბერი, 1903 წ.
სხვა რჩეული ფოტოები...

 

გვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდებაა. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 კი საქართველოსი.


ავტორი: Fir0002
სხვა რჩეული ფოტოები...


სოფო ხალვაში — პირველი ქართველი მომღერალი, რომელმაც ევროვიზიაზე საქართველო წარმოადგინა 2007 წელს სიმღერით "Visionary Dream" (წარმოსახვითი ოცნება). მისი სასიმღერო დებიუტი დიდ სცენაზე 2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში, ლატვია, შედგა, სადაც იგი მესამე ადგილის პრიზიორი გახდა.



სურათი: ინდრეკ გელეტინი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ბროდვეი ტაუერი — არქიტექტურული კაპრიზია სოფელ ბროდვეისთან, უორცესტერშირი, ინგლისი, კოტსუოლდის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე, 312 მეტრზე ზღვის დონიდან. თვით კოშკი სიმაღლით 17 მეტრია. მოწმენდილ ამინდში მისი წვერიდან ინგლისის ცამეტი საგრაფო ჩანს.


სურათი: User:Newton2/YFB
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ხობისწყალი — იგივე ხობი, მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე და ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან).


სურათზე: ხობისწყალი სოფ. ხაბუმესთან, ჩხოროწყუს რ-ნი.
სხვა რჩეული ფოტოები...

 

ოსმოსური წნევის ეფექტის ილუსტრაცია სისხლის წითელ უჯრედებზე (ერითროციტებზე). მარცხნივ, უჯრედები ჰიპერტონიულ გარემოშია, რაც იწვევს წყლის უჯრედიდან გაწოვას უჯრედის მემბრანიდან. ცენტრში უჯრედები ნაჩვენებია იზოტონურ გარემოში, ხოლო მარჯვნივ კი ჰიპოტონიურ ხსნარში.


სურათი: მარიანა რუიზი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

გოლდა მეირის პორტრეტი 1973 წელს, მისი ისრაელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. ის იყო პირველი (და დღემდე ერთადერთი) პრემიერ-მინისტრი ქალი ისრაელის ისტორიაში, ასევე მესამე პრემიერ-მინისტრი ქალი მსოფლიოში და ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. დაბადებით გოლდა მაბოვიცმა ებრაული გვარი "მეირი" 1956 წელს საგარეო მინისტრად დანიშვნისას აირჩია. მისი პრემიერ-მინისტრობა დაემთხვა ისრაელის ისტორიაში უმძიმეს დროს - საშინაო შუღლი, ოპერაციია ღვთის რისხვა და იომ-კიპურის ომი ამ პერიოდში მიმდინარეობდა.



სურათი: მარიონ ს. ტრიკოსკო, U.S. News & World Report
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ჰომეომორფიზმი ტოპოლოგიაში ბიექციური, უწყვეტი ასახვაა ტოპოლოგიურ სივრცეებს შორის. ზოგადად, ტოპოლოგიური სივრცე გეომეტრიული ობიექტია, ხოლო ჰომეომორფიზმი ამ ობიექტის უწყვეტი სახეცვლაა ახალ ფორმებში. ტოპოლოგები ხუმრობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ჭიქის, საიდანაც ისინი ყავას სვამენ, გარჩევა ბლითისგან, რომელსაც ისინი ჭამენ, ვინაიდან მათი გაგებით საკმარისად მოქნილი ბლითი შესაძლოა დეფორმაციით ყავის ჭიქად გარდაიქმნას.


სურათზე: ჰომოემორფიზმის კლასიკური ნიმუში - ყავის ჭიქა და ბლითი ტოპოლოგიურად ერთნაირია.
ავტორი: Kieff
სხვა რჩეული ფოტოები...


 

იხვები, ბატისნაირთა რიგის ფრინველთა რამდენიმე გვარი, იხვისებრთა ოჯახში. გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. იყოფა 3 ჯგუფად: ნამდვილი იხვები, ყვინთიები და ბატასინები. საქართველოში 8 გვარის 12 სახეობაა, რომელთა უმრავლესობა აქ მიმოფრენისა და ზამთრის პერიოდებში გვხვდება.


სურათზე: მანდარინული იხვი, გლოსტერშირი, ინგლისი
ფოტო: ა. პინგსტონი
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ეგესკოვის სასახლე მდებარეობს დანიაში, ფუნენის კუნძულზე. ციხე-სასახლე აგებულია მუხის ჯებირებზე და მცირე ტბაში დგას, რომლის სიღრმე ხუთ მეტრამდეა. თავდაპირველად ერთადერთი მისადგომი სასახლესთან გასახსნელი ხიდი იყო. ლეგენდის თანახმად სასახლის საძირკვლის აგებას მუხის მთელი ტყე დასჭირდა, საიდანაც მომდინარეობს სახელი "Egeskov" (მუხის ტყე).

ფოტო: მალინ თაისენი
სხვა რჩეული ფოტოები...

 

თეთრი ზვიგენი (ლათ. Carcharodon carcharias), მეტსახელით თეთრი სიკვდილი, განსაკუთრებით დიდი ზომის ზვიგენია, რომელიც ოკეანის სანაპირო რეგიონებში ბინადრობს. მისი სიგრძე 6 მეტრს აღწევს, ხოლო წონა 2.000 კგ–ს და აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია. ის უძლეველია და მისთვის ერთადერთ საშიშროებას ადამიანი წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ორკას (დელფინთა გვარის), რომელიც მასთან კონტაქტში იშვიათად შედის.


სურათზე: თეთრი ზვიგენი ისლა გვადალუპეს ნაპირებთან, მექსიკა.
ავტორი: ტერი გოსი, აგვისტო 2006
სხვა რჩეული ფოტოები...


 

გაეროს სამშვიდობო ძალები 1992 წელს ჩამოყალიბდა პრევენციულ დიპლომატიასა და მშვიდობის შენარჩუნებაში გაეროს ქმედითუნარიანობის ამაღლების მიზნით. ცისფეჩაფხუტიანები ამჟამად 18 მისიაში იმყოფებიან აფრიკაში, კარიბებეზე, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აზიაში. ამ მისიებში ასი ათასამდე უნიფორმიანი და სამოქალაქო თანამშრომელი მსახურობს და მათი საერთო წლიური ბიუჯეტი $5 მილიარდს აჭარბებს.


სურათზე: გაეროს სამშვიდობოები ჰაიტიზე.
ავტორი: ლოგან აბასი, ივნისი, 2007
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ობობა ფეხსახსრიან ცხოველთა რიგს მიეკუთვნება ობობასნაირთა კლასში. რიგში 21 ათასზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში 400-მდე სახეობაა. მტაცებელია, იკვებება მავნე მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. ობობებს შორის ბევრია შხამიანი, მათგან აღსანიშნავია ყარაყურთი და ტარანტული. ყარაყურთის შხამი სასიკვდილოა ადამიანისა და მსხვილფეხა ცხოველებისათვის.



სურათზე: კიბორჩხალასებრი ობობა.
ავტორი: ოლაფ ლეილინდერი, სექტემბერი, 2005
სხვა რჩეული ფოტოები...

 

აბრაჰამ ორტელიუსის "მსოფლიოს თეატრი" (Theatrum Orbis Terrarum) 1570 წლის 20 მაისს გამოიცა ანტვერპენში და ის პირველ თანამედროვე ატლასს წარმოადგენს. ორტელიუსის გარდაცვალებამდე სულ ოცდახუთი გამოცემა დაიბეჭდა რამდენიმე ენაზე. რუკათა უმრავლესობა რეპროდუქციები უნდა ყოფილიყო (პირველ თეატრუმში 87 ავტორის სახელია მოყვანილი), და მათში მრავალი შეცდომაა გაპარული. თუმცა, ზოგადად, ეს ატლასი მისი თანმხლები ტექსტითურთ საუცხოო ერუდიციისა და კვლევის ნიმუშია.

ავტორი: აბრაჰამ ორტელიუსი, "Theatrum Orbis Terrarum", 1570
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ბროწეული (Punica granatum), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე (სიმაღლით 5 მ-მდეა) ბროწეულისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. ყვავილობს მაის-აგვისტოში. დამტვერვა ჯვარედინია. ნაყოფი კენკრასებრია, აქვს ყვითელი ან წითელი ნაყოფის საფარი, სფეროსებრი მრავალი (400-700), წვნიანი თესლი, რომელიც სექტემბერ-ნოემბერში მწიფდება. ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში; საქართველოში - ივრის, ალაზნისა და მტკვრის ნაპირებზე და დასავლეთის ზოგიერთ რაიონებში. კულტივირებულია სუბტროპიკულ ზონაში.


ავტორი: პროფ. ოტო ვილჰელმ თომე, "Flora von Deutschland, Österreich und der Schweiz", 1885, გერა, გერმანია
სხვა რჩეული ფოტოები...


მეორე მსოფლიო ომის დასასრული: საბჭოთა მეომრები ქანთარია და ეგოროვი საბჭოთა კავშირის დროშას აღმართავენ რაიხსტაგის სახურავზე, ბერლინში, 1945 წლის 9 მაისს. დროშა ხელით გამოჭრილი წითელი ნაჭერი იყო, რომელზეც მეომრებმა ნამგალისა და უროს გამოსახულება დააკრეს.



ავტორი: ტასის კორესპონდენტი ევგენი ხალდეი, 1945.
სხვა რჩეული ფოტოები...


 

მშრომელთა საერთაშორისო დღე (ინგლ. Labor Day, ფრანგ. Fête du Travail, რუს. День труда) აღინიშნება ყოველი წლის 1 მაისს. ტრადიცია დაიწყო ერთი შემთხვევის გამო: 1884 წელს ორგანიზებულ სავაჭრო და მუშათა პროფკავშირების ფედერაციამ, 1872 წელს კანადის მშრომელთა წარმატებით წაქეზებულმა, მოითხოვა რვა-საათიანი სამუშაო დღე აშშ-ში, რომელიც ძალაში 1886 წლის 1 მაისს უნდა შესულიყო. ინიციატივა შემდეგ მთელი მსოფლიოს მუშათა ორგანიზაციებმა აიტაცეს.

სურათზე: საპირველმაისო დემონსტრაცია სტოკჰოლმში, 1899
სხვა რჩეული ფოტოები...

 

იტალიელი მხატვრის ფედერიკო ბაროჩის ნახატზე "ენეოსის გაქცევა ტროადან", ასახულია ტროანელი ლეგენდარული გმირის ენეოსის გაქცევა ბერძნების მიერ აღებული ქალაქიდან, რომელმაც, თქმულების თანახმად დაარსა რომი.

სურათზე: ენეოსის გაქცევა ტროადან 1598
სხვა რჩეული ფოტოები...

 

ტრადიციისამებრს აღდგომაზე კვერცხებს ღებავენ. საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში მიღებულია კვერცხების სხვადასხვა ფერად შეღებვა. სურათზე:სააღდგომო კვერცხები
სხვა რჩეული ფოტოები...

 

დავით კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელი პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს. სურათზე:აბსტრაქცია
სხვა რჩეული ფოტოები...

ზამთარი

ელენე ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. სურათზე: ზამთარი
სხვა რჩეული ფოტოები...

თებერვალი

რედაქტირება
(სურათი წაიშალა)

შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მსხვილი სენიორია.

მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ.


სურათზე: შიომღვიმე
სხვა რჩეული ფოტოები...

 

იეთიმ გურჯი (იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი) (1875 - 1940), ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის მარგალიტი.

მისი პირველი წიგნი - პოემა "ანაბაჯის ლექსი" - 1909 წელს გამოვიდა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები". იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თავად ქმნიდა და ასრულებდა.


სურათზე: იეთიმ გურჯის ძეგლი ძველ თბილისში.
სხვა რჩეული ფოტოები...


 

ვილსონ ბენტლის 1902 წლის "თოვლის კრისტალების კვლევა" თოვლის ფიფქების პირველი დღეისთვის ცნობილი ფოტოსურათია. თითოეულ თოვლის ფიფქს იგი ინდივიდუალურად იჭერდა შავ დაფაზე, შემდეგ იგი სწრაფად გადაჰქონდა შავ ხავერდზე, საიდანაც მას სურათს უღებდა მიკროსკოპთან მიერთებული ფახკამერით. ფიფქის პირველი ფოტოსურათი მან 1885 წლის 15 იანვარს გადაიღო. სიცოცხლის განმავლობაში კი 5000-მდე კრისტალის გამოსახულება აქვს დაფიქსირებული. ბენტლი ასევე იღებდა ყინულისა და წყლის, მათ შორის ღრუბელებისა და ნისლის, ბუნებრივი ფორმირებების სურათებს. ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც წვიმის წვეთების ზომა დააფიქსირა.



ფოტო-წყარო: ვილსონ ბენტლი
სხვა რჩეული ფოტოები...