ეგესკოვის სასახლე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეგესკოვის სასახლე (დან.: Egeskov Slot) მდებარეობს კუნძული ფუნენის სამხრეთით, დანიაში. ეს ნაგებობა ევროპის ყველაზე უკეთ შენახული რენესანსის წყალზე მდგარი სასახლეა. შენობა ფრანდს ბროკენჰუუსმა ააშენებინა 1554 წელს.

ეგესკოვის სასახლე

თავადაზნაურთა ქიშპობით (დან. Grevens fejde) გამოწვეული სამოქალაქო ომით შექმნილი სიტუაციის გამო (რომელიც ასევე დაკავშირებული იყო პროტესტანტული რეფორმაციის შემოღებასთან), დანიელ დიდგვაროვანთა უმრავლესობა საცხოვრებელს ციხე-სიმაგრეების სახით აგებდნენ.

ციხე-სასახლე შემდგარია მუხის ჯებირებზე და მცირე ტბის ცენტრშია აგებული. თავდაპირველად ერთადერთი მისასვლელი ციხესთან გასახსნელი ხიდი იყო. ლეგენდის თანახმად, შენობის საძირკვლის ასაგებად მთელი მუხის ტყის გაჩეხვა გახდა საჭირო, საიდანაც მომდინარეობს სახელი "ეგესკოვ" (მუხის ტყე).