ცელნამგალა ვეშაპი

(გადამისამართდა გვერდიდან ორკა)

ცელნამგალა ვეშაპი (ლათ. Orcinus orca) — წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მსოფლიოს ყველა ოკეანეში, დაწყებული ცივი არქტიკული და ანტარქტიკული რაიონებიდან დამთავრებული ტროპიკული ზღვებით. ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. კონტრასტულად მოშავო-მოთეთრო ფერისაა. ნიშანდობლივია სქესობრივი დიმორფიზმი. აქვთ 13 სმ-მდე სიგრძის მასიური კბილები, მოკლე თავი, მობრტყელებულია ზემოთკენ. მამრის სხეულის სიგრძეა 9-10 მ, წონა 7,5 ტ; მდედრისა, შესაბამისად — 7 მ, 4 ტ. ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას არ ამჟღავნებს.[1]

ცელნამგალა ვეშაპი
Orcinus orca
Orcinus orca
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Orcinus orca
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 15421
გავრცელება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება