ფიუნი

(გადამისამართდა გვერდიდან ფუნენი)

ფიუნი (დან. Funen) — დანიის მესამე უდიდესი კუნძული ზელანდიისა და ნევსიუსელ-ტის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით 163-ე. მისი ფართობი 2 984 კმ²-ს შეადგენს. ფიუნი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 454 358 ადამიანს შეადგენს (2010). მთავარი ქალაქია ოდენსე, რომელიც ზღვასთან არხითაა დაკავშირებული; ამ არხს ახლა იშვიათად იყენებენ. ქალაქში ფუნქციონირებდა გემთსაშენი, რომელიც მის ფარგლებს გარეთ გადაიტანეს.

ფიუნი
მშობ. სახელი: Funen

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 55°21′ ჩ. გ. 10°21′ ა. გ. / 55.350° ჩ. გ. 10.350° ა. გ. / 55.350; 10.350
ფართობი 2 984 კმ² (163)
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი ოდენსე
დემოგრაფია
მოსახლეობა 454 358 (2010)
სიმჭიდროვე 152,2 /კმ²

ადმინისტრაციულად ფიუნი სამხრეთ დანიის რეგიონს ეკუთვნის. 1970–2006 წლებში კუნძული სხვა მიმდებარე კუნძულებთან ერთად ფიუნის საგრაფოში შედიოდა.

ფიუნი დანიის უდიდეს კუნძულ ზელანდიასთან დაკავშირებულია დიდი ბელტის ხიდით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: