სიუ (დაკოტა; თვითწოდება dakhota, lakhota, nakhota — მშვიდობის დამყარებელნი, გაერთიანებულები) — სიუს ჯგუფის ინდიელები აშშ-ის ჩრდილოეთსა (ნებრასკა, მინესოტა, სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტა, მონტანა) და კანადის სამხრეთში (სასკაჩევანი და მანიტობა). აშშ-ში მათი რაოდენობა აღწევს 113,7 ათას ადამიანს (2002 წლის აღწერით), კანადაში კი — 3 ათასი (2001 წლის აღწერით). საუბრობენ სიუს ენაზე (ლაკოტა), ახალგაზრდები ფლობენ ასევე ინგლისურ ენასაც. 70 %-ზე მეტი არის ქრისტიანი (კათოლიკები, ანგლიკანელები, ინდეპენდეტები და ა. შ.), შემონახულია ასევე ტრადიციული რწმენებიც.

სიუ
საერთო მოსახლეობა
170,110[1]
ენები სიუ ენა
ასინიბოინე
სტონი
ინგლისური
რელიგიები ქრისტიანობა (შეიცავს სინკრეტიზმის ფორმებს)

სიუს ტომის ცნობილი ინდიელები არიან: ბახალა — სანტის ბელადი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სიუს აჯანყებაში; მჯდომარე ხარი — ჰუნკპაპის ბელადი, ლითლ-ბიგჰორნის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, დიდი ფეხი — მინეკონჟუს ბელადი, გარდაიცვალა ვუნდედ-ნის წყაროს ბრძოლაში, შეშლილი ცხენი — ოგლალას ბელადი, გამოირჩეოდა ბრძოლებში განსაკუთრებული სიმამაცით, წითელი ცა — ოგლალას ბელადი, წითელი ცის ბრძოლის მთავარი ფიგურა, ჩარლზ ისტმენი — ექიმი და მწერალი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tina Norris; Paula L. Vines; Elizabeth M. Hoeffel. (January 2012) The American Indian and Alaska Native Population: 2010. United States Census Bureau. United States Department of Commerce. ციტირების თარიღი: 9 September 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიუ&oldid=3746143“-დან