ჰიპერტონიული ხსნარი
ჰიპერტონიური ხსნარი — ბიოლოგიაში, ხსნარები, რომელთა ოსმოსური წნევა აღემატება მცენარეული ან ცხოველური უჯრედებისა და ქსოვილების ოსმოსურ წნევას. უჯრედების ფუნქციური, სახეობრივი და ეკოლოგიური სპეციფიკის მიხედვით ოსმოსური წნევა სხვადასხვანაირია და ხსნარი, რომელიც ერთი წყება უჯრედებისათვის ჰიპერტონულია, მეორესთვის შეიძება იზოტონური ან ჰიპოტონურიც კი აღმოჩნდეს. ჰიპერტონულ ხსნარებს, ჰიპოტონიურ ხსნარებსა და იზოტონურ ხსნარებთან ერთად იყენებენ ცოცხალ უჯრედებსა და ქსოვილებში ოსმოსური წნევის გასაზომად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 666.