ოსმოსი
ოსმოსი – მოვლენა, რომელიც მდგომარეობს ნაწილობრივგამტარი მემბრანით (ანუ მემბრანით, რომელიც ატარებს სითხის მოლეკულებს და არ ატარებს მასში გახსნილი ნივთიერების მოლეკულებს) გაყოფილი სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს შორის სითხის მოძრაობაში. სითხე ნაკლებად კონცენტრირებული (ჰიპოტონიური) ხსნარიდან მეტად კონცენტრირებულ (ჰიპერტონიულ) ხსნარში გადადის. ასე გრძელდება მანამ, სანამ ორივე ხსნარის კონცენტრაცია ერთმანეთს გაუტოლდება. ერთი და იმავე კონცენტრაციის ხსნარებს იზოტონური ხსნარები ეწოდება.
ოსმოსის შედეგად წარმოიქმნება ოსმოსური წნევა.
ოსმოსს დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ ორგანიზმებში, რადგან წყალს შეიცავს როგორც უჯრედის შიგთავსი, ისე — მისი გარემომცველი გარემო.