დიფუზია
დიფუზია — მატერიის ან ენერგიის გადასვლა მაღალი კონცენტრაციის არიდან დაბალი კონცენტრაციის არეში. დიფუზიის შედეგია უშუალო კონტაქტში მყოფი აირების ან სითხეების (ძალიან ნელა, ასევე _ მყარი სხეულების) ერთმანეთში შერევა; სითბოს ან ელექტრული მუხტის გავრცელება სხეულის ერთი ბოლოდან მეორეში.
დიფუზიის მიზეზი მოლეკულების უწყვეტ ქაოსურ მოძრაობაში მდგომარეობს. რაც მეტია ამ მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო სწრაფად ხორციელდება დიფუზია. შესაბამისად, უფრო მჩატე მოლეკულების დიფუზია უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე მძიმე მოლეკულების. მოლეკულების დიფუზია გაზებში უფრო სწრაფია, ვიდრე დიფუზია სითხეებში, ეს უკანასკნელი კი ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე დიფუზია მყარ სხეულებში.